რევაზ როგავა - ქართული ლეგიონი
რევაზ როგავა - ქართული ლეგიონი
08.02.2021
ავტორი: ი.პ.

რევაზ როგავა დიდებული თამაში რუმინეთის ჩემპიონატში და მისი "ტარგუ ჯიუს" ბრწყინვალე გამარჯვება სტუმრად, ბუქარესტის დინამოს წინააღმდეგ. ქართველმა უკანახაზელმა 7 სამქულიანი ჩააგდო და ტარგუელებს 96:88 გაამრჯვებინა.


მატჩის ბედი ოვერტაიმში გაირკვა, სადაც ტარგუელები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. ოვერტაიმშიც და ძირითადი დროის ბოლო წუთებზეც ქართველმა ლეგიონერმა სამქულიანები ჩააგდო, რითაც თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წილი დაიდო.


როგავამ 5 ცდიდან ორქულიანი ვერ ჩააგდო, თუმცა პერიომეტრიდან ისროლა ჩინებულად და 12-დან 7 სამიანი მიითვალა. რეზომ 4 ცდიდან 3 საჯარიმოც მიითვალა და საბოლოოდ 24 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. მთლიანობაში მის ანგარიშზე 24 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაგროვდა. როგავამ 4 ჯარიმა მიიღო და ბურთიც ამდენჯერვე დაკარგა.


3 მოგებითა და 10 წაგებით ტარგუ ჯიუ 14-გუნდიან რუმინეთის უმაღლეს ლიგაში მე-9 ადგილზეა.