
შიო ხეცურიანმა კალათბურთის განვითარების 10 წლიანი გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია დღეს „რედისონში" გამართა. შეხვედრასზე, რომელსაც მოქმედი და ვეტერანი კალათბურთელები, ჟურნალისტები, საკალათბურთო სფეროში დასაქმებული ადამიანები, პოლიტიკოსები, სპორტული ფედერაციის პრეზიდენტები ესწრებოდნენ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა დაწვრილებით ისაუბრა იმ გეგმებზე რასაც შიო ხეცურიანი, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, საკუთარ გუნდთან ერთად, ეტაპობრივად გააკეთებს.
იმ შემთხვევაში, თუ საკალათბურთო მართვი სადავეებს შიო ხეცურიანის ახალი გუნდი გადაიბარებს, უკვე 2018 წლიდან შემუშავდება კალათბურთის ფედერაციის ახალი წესდება, ფედერაციის სტრუქტურაც ჩამოყალიბდება ახლებურად, რაც სხვადასხვა საკალათბურთო რგოლების უფრო მიზნობრივ და ეფექტურად მართვის საშუალებას იძლევა.

ხეცურიანის განცხადებით, ამჟამად საქართველოში 4-ათასამდე კალათბურთელია რეგისტრირებული, ხოლო მათი მიზანია ეს ციფრი 10 წლის შემდეგ 18 ათასამდე გაიზარდოს. მისი აზრით, კალათბურთის განვითარებისთვის აუცილებელია ზემოხსენებული ასპექტი. გარდა ამისა, მან დასძინა, რომ რეგიონებში უნდა მოხდეს ბავშვების კალათბურთით დაინტერესება. ისინი შეიმუშავებენ პროგრამას, რომლის მიხედვითაც სკოლებში სიმაღლის შესაბამისად შეირჩევიან ბავშვები და კალათბურთზე მათ დაინტერესებას ეცდებიან.
ამ კუთხით, ხეცურიანი მშობლების როლზე და კალათბურთში მათი შვილების ჩართულობაზეც ამახვილებს ყურადღებას.დღეს საქართველოში ბევრ მშობელს აშინებს ის გარემოება, რომ თუ ბავშვი სპორტითაა დაკავებული, განათლებას დიდ დროს ვერ უთმობს. ხეცურიანის თქმით, მათი მიზანიც სწორედ ეს იქნება, რომ მომავალმა თაობამ არამარტო კალათბურთი ითამაშოს, არამედ სრულფასოვანი განათლებაც მიიღოს.
სამედიცინო შემოწმება, მოთამაშეთა სავალდებულო დაზღვევა, მსაჯების დაზღვევა, ქალთა გუნდების დაფინანსება, ქუჩის კალათბურთის მოედნების მოწყობა, ნიჭიერ ბავშვთა მოძიების პროგრამა და გულშემატკივრებთან დაახლოება - ხეცურიანის ხედვით ეს აქტივობებიც 2018 წელში განხორციელდება.

მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე, სქართველოს ყველა რეგიონში, სადაც ხეცურიანი კალათბურთის განვითრების 10 წლიან პროგრამას აცნობდა ამ სფეროში დასაქმებულებს, აღნიშნავდა, რომ ფედერაცია, ერთახად „ჩაკეტილი სივრცეა". მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში კი ყველა მსურველს შეეძლება მიწეროს ფედერაციას თავისი იდეები, რაც საქართველოში, კალათბურთის განვითარებისთვის ხელსაყრელი იქნება.
შიო ხეცურიანის პროგრამა 10 წელზე არის გათვლილი და მიზნად მეტ მასობრიობას, სუპერლიგისა და A ლიგის განვითარებას, სამოყვარულო კალათბურთის მხარდაჭერას და სწორ რეგულაციებზე დაფუძნებულ კალათბურთის ფედერაციას ისახავს.
პრობლემა, რომელიც ხეცურიანის აზრით, მწვავედ დგას საქართველოში, მწვრთნელთა კვალიფიკაცია და მცირე რაოდენობაა. სწორედ ამ რიცხვის გაზრდა და ხარისის ამაღლებას, მისი გუნდი, არჩევის შემთხვევაში, დაიწყებს, 10 წლის განმავლობაში კი, ის იქნება ხელმღვანელი, თუ სხვა გუნდი ჩაანაცვლებს, 2018 წელს დაწყებული საქმე გაგრძელდება. კიდევ, ერთი და მთავარი პრობემა ხეცურიანის აზრით, ფინანსებია. საპრეზიდენტო კანდიდატის აზრით, მომავალ წლებში, ბიუჯეტი, რომელიც კალათბურთზე იხარჯება უნდა გაიზარდოს. თუმცა, ეს მხოლოდ სახემწიფოს ხარჯზე არ უნდა მოხდეს და აუცილებლობად მიაჩნია, კერძო სექტორის უფრო აქტიურად ჩაბმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება.






ჩვენ








