
საქართველოს ახალი, 2021 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლებამდე 19 დღეზე ნაკლები რჩება. ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გუნდები კი, მოსამზადებელ ეტაპს საქართველოში, თურქეთსა და ესპანეთში გადიან.
ესპანეთში შეკრებაზე მყოფ თბილისის „ლოკომოტივის" შემადგენლობაში, პირველი სპარინგის მეორე ტაიმში, გურამ კაშიამაც ითამაშა, რომელიც თბილისურ კლუბთან მეორე კვირაა ვარჯიშობს. დღეს კი, 8 თებერვალს შეხვედრებში შემდეგი შეგები დაფიქსირდა:
„ლოკომოტივი" - „როსტოვი" (რუსეთი) 1-4
„დინამო თბილისი" - „სოჭი" 0-3
„საბურთალო" - „ოლეკსანდრია" (უკრაინა) 1-1
„სამგურალი" - „შახტიორი" (ყაზახეთი) 1-1
„დილა" - „ყუბანი" (რუსეთი) 1-0
თბილისში ჩაატარა ამხანაგური შეხვედრა საფეხბურთო კლუბმა „თელავმა", რომელიც „შევარდენი 1906"-ს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 0-4 გაიმარჯვა.
მინიმალური ანგარიშით 1-2 , ზუგდიდის „დინამო" დაამარცხა ქუთაისის „ტორპედომ", რომელმაც კლუბში არსებული პრობლემების გამო, შეკრება ელიგის მონაწილე გუნდებს შორის ყველაზე ბოლოს დაიწყო.
რამდენიმე დღეა, ახალი სეზონისთვის განაახლა საწვრთნელი პროცესი „სამტრედიამაც". შესაბამისად, ახალი სეზონის დაწყებამდე, კლუბი უცხოეთში შეკრების გავლას ვერ ასწრებს. თუმცა, დიდი იმერული კლუბი, რამდენიმე სპარინგს ჩემპიონატის დაწყებამდე აუცილებლად გამართავს.
ხვალ, 9 თებერვალს მეორე საერთაშორის სპარინგს გამართავს ბათუმის „დინამო". 10 თებერვალს ჩაატარებს პირველ ოფიციალურ შეხვედრას ქობულეთის „შუქურა".





ჩვენ








