
დღეს, დილის 7:15 საათზე „ავსტრალიის ღია პირველობაზე", პირველ შეხვედრას გამართავს ნიკოლოზ ბასილაშვილი. დიდი მუზარადის პირველი ტურნირში ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელი ტომი პოლის წინააღმდეგ ითამაშებს.
ტურნირზე მე-14 ნომრად განთესილ, გერმანულ-სლოვენიური წყვილს დაუპირისპირდება ესპანელ მეწყვილე ჯორჯინა გარსია პერესთან ერთად, წყვილთა გათამაშების პირველ მატჩს, ოქსანა კალაშნიკოვა.
***
8 თებერვლიდან კი, მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სტარტი, ახალმა სათამაშო კვირამ აიღო. ყაზახეთში რჩებიან სანდრო მეტრეველი და ალექსანდრე ბაკში. კენჭისყრთ, ძირითადი ბადის პირველ წრეში, სწორედ ქართველი ჩოგბურთელები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 9 თებერვალს კი, მეტრეველი-ბაკშის წყვილი, ამ თანრიგში, პირველ მატჩს გამართავენ.
***
საფრანგეთის გრენობლის ტურნირზე ასპარეზობს სოფიკო შაფათავა. საკვალიფიკაციო ბადის პირველი წრის, პირველ მატჩში, მისი მეტოქე ფრანგი ამანდინ ჰესსე იყო, რომელთანაც ორ სეტში დამარცხდა. თუმცა, ქართველი ჩოგბურთელი ტურნირს წყვილთა თანრიგში განაგრძობს.
***
ეგვიპტეში ასპარეზობენ ახალგაზრდა ჩოგბურთელები.
შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის პირველ წრეში ნინო ნაცვლიშვილმა შვეიცარელი ჩოგბურთელი დაამარცხა და მეორე წრეში იაპონელ სპორტსმენს დაუპირისპირდება. სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო წრის პირველი წრე ვერ დაძლია მარიამ დალაქიშვილმა.
ტუნისში ასპარეზობს, სოფიკო ციცქიშვილი, რომელმაც საკვალიფიკაციო წრის პირველ მატჩში სერბი ჩოგბურთელი დაამარცხა და მეორე წრეში ტუნისელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.
რაც შეეხებათ მარიამ ბოლქვაძეს და ეკატერინე გორგოძეს, ისინი მომდევნო კვირიდან ამერიკაში გასამართ ტურნირებში ჩაერთვებიან.
ფოტო: tennishead.net





ჩვენ








