
ავსტრალიის ღია პირველობას, სტარტზევე გამოეთიშა ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი ჩოგანი, რომელიც ATP დღევანდელი კლასიფიკაციით მე-40, სამ სეტში 6-4, 7-6(0), 6-4, 53-ე ნომერთან, ამერიკელ ტომი პოლთან დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ქართველის კარნახით დაიწყო და პირველი გეიმით 4-0 მიჰყავდა, ამერიკელმა მოახერხა ჯერ გათანაბრება და შემდეგ სეტის მოგებაც. საბოლოოდ, კი მატჩის მოგებაც.
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელი ქართველი ჩოგბურთელისთვის არასახარბიელოდ აეწყო ერთეულთა თანრიგში მორიგ ტურნირს გამოეთიშა, ის კვლავ რჩება ავსტრალიის ღია პირველობაზე და ასპარეზობას, ერთეულთა თანრიგში გააგრძელებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი, წყვილთა თანრიგში, გერმანელი ანდრე ბეგემანთან ერთად, ხუან-სებასტიან კაბალსა და რობერტ ფარას დუეტს დაუპირისპირდება. წყვილთა თანრიგში, კი ბასილაშვილი-ბეგემანის წყვილი 10 თებერვალს ითამაშებს და მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობაზე, პირველ ნომრად განთესილ წყვილს შეხვდება.
ფოტო: @PeterStaples/ATP Tour





ჩვენ








