
ახალი საფეხბურთო სეზონის წინ, ცვლილებებია მსაჯთა კორპუსში. TSFF.Ge-სთვის თითქმის ერთი თვეა ცნობილია, რომ სამსაჯო კარიერა დაასრულეს გიორგი ვადაჭკორიამ და შოთა ქუხილავამ. აღნიშნული ინფორმაცია კი, დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა. ყოველ შემთხვევაში, გიორგი ვადაჭკორიასთან მიმართებაში.
სფფ-ს ინფორმაციით, ვადაჭკორია, რომელიც 2007-2020 წლებში ფიფა-ს არბიტრი იყო, საქართველოში კი, სწორედ, მას ანდობდნენ ყველაზე საპასუხისმგებლო მატჩების განსჯას, ამიერიდან, ჩვენს ქვეყანაში ვიდეო-რეფერის სისტემის დანერგვას შეეცდება და ამ მიმართულები, მსაჯთა დეპარტამენტში სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს.
„მე საქართველოში ვიდეო-რეფერის დანერგვის პროექტს ვუხელმძღვანელებ. ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება, ვგულისხმობ ფიფა-უეფასთან კომუნიკაციას და მსაჯების შიდა გადამზადებას. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ყველაფერს გავაკეთებთ, იმედი მაქვს, რომ ჩვენ უკვე მომავალი სეზონისთვის დაგვრთავენ ნებას, რომ აღნიშნული სისტემის დანერგვა დავიწყოთ", - ამბობს ვადაჭკორია, სფფ-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
არაა, გამორიცხული, რომ შოთა ქუხილავამაც, ვიდეო-რეფერის ჯგუფში გადაინაცვლოს. ამ ჯგუფშივე აღმოჩნდეს, მამუკა ელიკაშვილი რომელიც სამსაჯო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, თუმცა, ისევე, როგორც ლევანი მიქელაძე, რომელიც ბოლო წლებია სფფ-ს ეგიდით გამართულ მატჩებზე მსაჯთა დამკვირვებელი იყო. ელიკაშვილის ადგილს, კი სფფ-ს ინფორმაციით, მიხეილ მაზიაშვილი დაიკავებს.
„ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი ვადაჭკორიას, რომელიც 13 წლის განმავლობაში 2007-დან 2020 წლამდე ფიფას არბიტრი გახლდათ. გიორგი 2021 წლიდან მსაჯთა კორპუსში გადმოინაცვლებს საქართველოში ვიდეო-რეფერის პროექტს უხელმძღვანელებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მას ფიფასთან უკვე დაწყებული აქვს კომუნიკაცია, აღნიშნულ შეხვედრაზე მეც ვიმყოფებოდი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ვიდეო-რეფერის სისტემა რაც შეიძლება მალე დაინერგოს", - ამბობს დავით მუჯირი, სფფ-ს გენმდივანი.
ამასობაში, სფფ-ს ვებ-გვერდის ინფორმაციით, დავით პეტრიაშვილი არენაზე ეროვნული ჩემპიონატების მომსახურე მსაჯების შეკრება დაიწყო. 30-მდე მსაჯი, ერთკვირიანი შეკრების ფარგლებში, ახალი სეზონის დაწყებამდე ეტაპობრივად გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, თეორიულ-ფიზიკურ მომზადებას და სავალდებულო ნორმატივებს ჩააბარებენ.
კიდევ, ერთ სიახლე, რომელსაც სფფ-ს ვებ-გვერდი ქართველ მსაჯთა კორპუსთან დაკავშირებით ავრცელებს, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატია. გიორგი ყრუაშვილი, ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია, რომლებმაც 2020-2021 წლების უეფა-ს ევროპა ლიგის სეზონზე რამდენიმე მატჩი იმსაჯეს, ისტორიაში პირველად ქართველ მსაჯთა ბრიგადა, მიმდინარე წელს დაგეგმილ 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატზე იმუშავებენ, რომელიც სლოვენიასა და უნგრეთში ჩატარდება.





ჩვენ








