ეროვნული ლიგა ბოლო ტურში განიმუხტება
ეროვნული ლიგა ბოლო ტურში განიმუხტება
23.11.2017
ავტორი:

ლიდერებს შორის სხვაობა 2 ქულაა. საინტერესო ქართული დერბი კი, „დინამო თბილისსა" და ქუთაისის „ტორპედოს" შორის, 26 ნოემბერს, ქვეყნის მთავარ საფეხბურთო არენაზე გაიმართება 17:00 დაიწყება. ამ დროისთვის უკვე ცნობილი იქნება ქვედა 8 საფეხურზე ვინ რამდენი ქულა დააგროვა და ვის, რა ბედი ელის ეროვნული ლიგის შემდეგ, გარდა დავით ყიფიანის თასის მფლობელისა. სწორედ, სათასო შედეგზე, თითქმის მთელი ჩემპიონატია (ბუნებრივია, იმ მომენტიდან ვსაუბრობთ, როდესაც თასის 1/2 ფინალის წყილთა ვინაობა გაირკვა) გადაიტანა ყურადღება საჩხერის „ჩიხურამ", რომელიც ელიგაში, ზედა საფეხურზე მყოფი გუნდების წინააღმდეგ, დიდად არ ხარჯავს ენერგიას. თუმცა, სოსო ფრუიძის გუნდი, სატურნირო ცხრილში მყოფ გუნდებთან, „მოსაგებს" იგებს. ასე იყო 35-ე ტურშიც.

 

„კოლხეთი 1913" - „ჩიხურა" 0-4

„ჩიხურამ" დამაჯერებელად კი მოიგო, თუმცა ანგარიშის გახსანა, მხოლოდ, 41-ე წუთზე და ისიც 11-მეტრიანით მოახერხა. დიმიტრი ტატანაშვილის შესრულებული პენალტი ზუსტი იყო. მიუხედავად, იმისა, რომ თამაში ფოთის „პარკი არენაზე" მინდინარეობდა, საჩხერლებმა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეახსენეს ფოთელებს, ამ წყვილში წესებს ვინ კარნახობდა. 48-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ გიორგი გაბედავას არ გასჭირვებია ბურთის მიღება და ფოთელთა მეკარისთვის დაბალ კუთხეში გადაგზავნა. მესამე გოლამდე, კომბინაცია კვლავ გორგიაშვილმა წამოიწყო, საკუთარი ნახევრიდან, მან გამოზომილი გადაცემა გაუკეთა გაბედავას, რომელმაც მეორე მცდელობაზე, მოახერხა ცენტრში, უშუალოდ ფოთელთა საჯარიმოს მისადგომებთან დიმიტრი ტატანაშვილის მოძებნა, რომელსაც ამ მატჩში დუბლის გაკეთება არ გასჭირვებია, „ჩუხურა" კი 55-ე წუთზე 0-3 დაწინაურდა. ამ შეხვედრაში, დუბლს შეასრულებს გიორგი გაბედავაც, რომელიც „კოლხეთი 1913"-ის კარში მე-4 გოლს გაიტანს, 62-ე წუთზე. „ჩიხურა" კი დიდი ანგარიშთ 0-4 გაიმარჯვებს.

ბუნებრივია, „პარკი არენაზე" გამართულ ამ მატჩში, საქართველოს ერთ-ერთმა ხანდაზმულმა გუნდმა „კოლხეთი 1913"-მა ეროვნული ლიგის გადათამაშების ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად, ვერ მოახერხა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნისთვის მათ ფრეც აწყობდათ. რადგან სიტყვამ „პარკი არენა" მოიტანა, კი ამბობენ, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო (ბუნებრივია, საკუთარი სათამაშო მოედნის გარეშე დარჩენილ ფოთელებს მადლობის მეტი რა ეთქმით მოედნის მფლობელი მორაგბეების მიმართ), მაგრამ მოედნის საფარის მდგომარეობა, საფეხბურთო მატჩისთვის, ცოტა მიუღებელია. იმედია, სამომავლოდ, დარჩება ფოთის „კოლხეთი 1913" ქართველ ძლიერთა შორის, თუ დროებით, ქვედა ლიგაში ჩაინაცვლებს, საპორტო ქალაქის მესვეურები და არა მხოლოდ კლუბი, დაფიქრდება იმის შესახებ, რომ ფოთის „კოლხეთი 1913", კლუბის ისტორიიდან გამომდინარე, უბრალოდ, იმსახურებს, რომ ჰქონდეს საკუთარი სტადიონი - ისეთი მაინც, როგორიც კლუბს 90-იან წლებში ჰქონდა.

 

„დილა"-„შუქურა" 0-1

ბუნებრივია, ყველაფერი 36-ე ტურზე იქნება დამოკიდებული, თუმცა, დიდი შანსია, რომ ორივე აჭარული კლუბი, გადათამაშების ზონაში მოხვდეს. ეს შანსი ქობულეთელებს ამ ტურის დასრულებისას გაუჩნდათ. მას შემდეგ, რაც „კოლხეთი 1913" უშანსოდ დამარცხდა, „შუქურამ" კი გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე „დილას" მინიმალური ანგარიშით 0-1 მოუგო, სატურნირო ცხრილში, ფოთელებთან სხვაობა, 2 ქულამდე შეამცირა.

ამ შეხვედრაში, ერთად-ერთი გოლი 58-ე წუთზე კობა შალამბერიძემ გაიტანა. ქობულეთელმა ფეხბურთელებმა, მასპინძლები კონტრშეტევაზე „დაიჭირეს". გიორგი კახელიშვილმა, ადვილთდ მოახერხა ჯერ, გორელთა გადაცემის ჩაჭრა, შემდეგ კი მარჯვენა ფლანგზე, ზუსტად მონახა შალამბერიძე, რომელსაც მუჯშრიშვილის კარში გოლის გატანა არ გასჭირვებია.  

„ამ შეხვედრაში, ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა. პირველ ტაიმში გქვონდა მომენტები და უნდა გაგვეტანა. ვერ გავიტანეთ, მეორე ტაიმშიც. პირველის ანალოგიურად, 2 მომენტი გვქონდა. შემდეგ კი როგორც ხდება,  გასატნი, რომ  ვერ გაგაქვს, დაგვიჭირეს კონტრშეტევაზე. ამ შეხვედრაში, ცოტა ხანი მომიხდა მინდორზე ყოფნა. თამაშიდან თამაშამდე ვამჩნევ, რომ თავდაჯერებულობა მემატება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის. არის პროგრესი, ხანგრძლივი „შესვენების" შემდგე, მაგრამ უფრო მეტი შემიძლია და იმედია, უკეთესად ავთამაშდები",  - ამბობს გიორგი ფანცულაია, რომლის გოლების წყალობით წინა ტურში, „დილამ" უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება მოახერხა.



„ლოკომოტივი" - „სამტრედია" 2-5

თბილისის „ლოკომოტივმა" ტრადიციულად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „სამტრედიას" უმასპინძლა და დიდი ანგარიშთ დამარცხდა. სამტრედიელებთან მატჩში, „ლოკომოტივს" კვლავ ვერ დაეხმარა, ეროვნული ლიგის ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე, რომელიც სანაკრებო თამაშების შემდეგ არის ტრავმირებული, თუმცა ეროვნული ლიგის დასრულებამდე, იმ ფაქტს, რომ სიხარულიძე მიმდინარე გათამაშების ბომბარდირია, ვერაფერი შეცვლის. თბილისელთა, რიგებში ასევე არ იყო გეგა დეისაძეც. თუმცა, გუნდში ამ ფეხბურთელების არყოფნა, „ლოკომოტივის" წარუმატებლობის მიზეზი არ უნდა იყოს. გუნდი, რომელიც ჩემპიონატის დასაწყისში სამეულში მოხვედრის პრეტენზიას აცხადებდა, ბოლო ტურებია არასტაბილურად ასპარეზობს. უკანასკნელ 6 შეხვედრაში, თბილისელებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს გამარჯვება, 35-ე ტურში „სამტრედიასთან" მარცხის შემდეგ კი მეხუთე ადგილზე გადაინაცვლეს და ახლა, ბოლო, 36-ე ტურში გაარკვევენ, საბოლოოდ, დარჩებიან ამ საფეხურზე, თუ ადგილს ქვევით, „ჩიხურას" გაუცვლიან.  

„სამტრედიამ", რომელმაც ევროტურნირებზე თამაში უკვე გაინაღდა და როგორც ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, მეორე ადგილზე გასვლის მიზერული შანსსიც კი აღარ ჰქონდა, გათამაშების ბოლოს წინა ტურში, პირველი გოლი საკუთარ კარში გაუშვა. გოლი, ომარ მიგინეიშვილს 25-ე წუთზე ვატო არველაძემ გაუტანა. ზუსტად ერთ წუთში, სამტრედიელებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება ჰქონდათ, თუმცა, ნიკა საბანაძის დარტყმული, რევაზ თევდორაძემ კუთხურზე მოიგერია. ამ კუთხურის არა, მაგრამ 30-ე წუთზე გიული მაჯნგალაძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ლაშა კასრაძის დარტმულით სამტრედიელები ანგარიშს ათანაბრებენ. კიდევ 7 წუთში კი დაწინაურებასაც ახერხებენ. ამჯერად, 37-ე წუთზე გოლი თავად გიული მანჯგალაძეს გააქვს. პირველი ტაიმის მსგავსად ვითარდება სცენარი მეორეშიც. ტაიმში, პირველად კვლავ, სამტრედიელთა კარში გადის გოლი. 54-ე წუთზე, ლუკა კიკაბიძე, ანგარიშის გათანაბრებას ახერხებს.

გოლოს გატანის კიდევ, ორი შანსი ჰქონდა „ლოკომოტივს". ჯერ, 64-ე წუთზე ვატო არველაძის, ფლანგიდან  გაკეთებულ გადაცემას, კარგ პოზიციაში მყოფი გიორგი გოროზია ვერ მისწვდა და შემდეგ, გიორგი გაბაძის შორეული დარტმული მოიგერია ომარ მიგინეიშვილმა. სამაგიეროდ, ზუსტად 4-წუთიან შუალედში, 68-ე და 72-ე წუთებზე დუბლს იფორმბეს გიორგი რაჟამაშვილი და „სამტრედიისთვის" მატჩის დამთავრებამდე 18 წუთით ადრე 3 ქულა მოაქვს. თუმცა, ამ შეხვედრაში კიდევ ერთი დუბლის მომსწრე გავხდით - 88-ე წუთზე, მისი ავტორი გიული მანჯგალაძეა.

როგორც თავში ავღნიშნეთ, ბოლო ტურს, ისევე, როგორც ამ 35-ე ტურს, „სამტრედიისთვის" დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გუნდს, ევროტურნირზე ასპარეზობის უფლება კარგა ხანია გარანტირებული აქვს. აი, „ლოკომოტივისთის" კი, რომელსაც ჩემპიონატის ბოლოსკენ საქმე არ მისდის კარგად, ის, რომ შემთხვევით არ იყო ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ფავორიტებში, თუნდაც ბოლო ტურში აქვს დასამტკიცებელი. ამას გარდა, საფეხბურთო წრეებში იმის თაობაზეც ალაპარაკდნენ, რომ სეზონის ბოლოს კლუბი, გიორგი დევდარიანს დაემშვიდობება. თუმცა, თავად კლუბში, აღნიშნულ ვერსიას გამორიცხავენ და უფრო მეტი, იმასაც აცხადებენ, რომ „ლოკომოტივში" მსგავის თემა, ვარაუდისა და საუბრის დონეზეც კი არავის გაუგია.


„ტოროედო" - „დინამო" ბათუმი 2-0

ქუთაისის „ტორპედოს", რომელიც წელს სტაბილურად ასპარეზობს, ბუნებრივია, საკუთარ კედლებში, „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე" არ გაუჭირდებოდა ბათუმის „დინამოს" იმ გუნდის დამარცხება, ვინც მიმდინარე გათამაშებაში, ვერც მწვრთნელი იპოვნა და ვერც ის თამაში, რომელსაც მისგან აჭარის მთავარ ქალაქში ელიან. რაც შეეხება „ტორპედოს" , გუნდი, მიმდინარე სეზონში დუბლის გაკეთებას ცდილობს. ბუნებრივია, ჩვენც უფრო დაწვრლებით გვინდოდა ქუთაისელთა შესახებ რიგ დეტალებზე საუბარი, თუმცა, კლუბის პრეს-სამსახურმა განგვიცხადა, რომ სეზონის ბოლომდე, კახა ჩხეტიანი მედიასთან (როგორც ჩანს მედიის გარკვეულ ნაწილთან) ურთიერთობას არ აპირებს, ამიტომ 2 დეკემბერს, სათასო ფინალის შემდეგ შევეცდებით, რიგი დეტალების გარკვევას. მანამდე, კი უცვლელად გთავაზობთ ელიგის გვერდზე გამოქვენებულ 35-ე ტურის წინა და შემდგომ ჩანაწერს.



პრევიუ

ჩემპიონობის კიდევ ერთი პრეტენდენტი ქუთაისის „ტორპედო" საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს" უმასპინძლებს. გასულ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ გადაწყდა, რომ ბათუმელები ეროვნულ ლიგაში დასარჩენად გადათამაშებაში იბრძოლებენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ „დინამო" დარჩენილ ორ შეხვედრას პლეო-ოფისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს. განსხვავებულ სიტუაციაში არიან ქუთაისელები. „ტორპედო" ჩემპიონობისთვის იბრძვის, თუმცა მხოლოდ საკუთარი თამაშის შედეგზე არაა დამოკიდებული. საჩემპიონო რბოლაში დასარჩენად კახაბერ ჩხეტიანის გუნდს გამარჯვებასთან ერთად უშუალო კონკურენტის, თბილისის „დინამოს" წარუმატებელი თამაში სჭირდება. ასეა თუ ისე იმერლებს უპირობო გამარჯვება სჭირდებათ. 

მატჩის შემდეგ

უშუალო კონკურენტის წარუმატებელი თამაშით ისარგებლა ქუთაისის „ტორპედომ" და არსებული ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. ქუთაისელებმა საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოს" უმასპინძლეს და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და გატანა ორივე გუნდს შეეძლო. მეორე ნახევარში კი, სრული უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს და შეხვედრის სასურველი შედეგით დასრულება არ გასჭირვებიათ. „ტორპედომ" მატჩის ბედი 6-წუთიან მონაკვეთში გადაწყვიტა. 47-ე წუთზე ლევან კუტალიას გადაცემით თორნიკე კაპანაძემ ანგარიში გახსნა. 53-ეზე კი, ამჯერად გრიგოლ დოლიძის პასით კაპანაძემ დუბლი გაიფორმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მოპოვებული სამი ქულით ქუთაისურმა კლუბმა თბილისის „დინამოსთან" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა და ჩემპიონობისთვის ბოლო ტურში ქართულ დერბიში იბრძოლებს.


„საბურთალო" - „დინამო თბილისი" 0-0

ფაქტია, რომ 36-ე, ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, „დინამო თბილისი", რომელიც მიმდინარე სეზონში 4-ჯერ გადახალისდა, 5 წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ითამაშებს. ტრავმების გამო, თბილისელებს ვერ დაეხმარებიან გიორგი ზარია, ბაქარ ქარდავა, გიორგი თევზაძე და ბოგდან მიშენკო. დავით პეტრიაშვილზე, „საბურთლოს" წინააღმდე, ბოლო წუთზე, გიორგი ყრუაშვილის მიერ (საეჭვო ვითარებაში და ამის არა თუ რეპორტაჟზე განწესებული კამერის, არამედ მსაჯზე დამაგრებული გოუპროს საშუალებითაც შეიძლება ჩანაწერის ნახვა) ნაჩვენები ყვითელი ბარათის გამო, „ტორპედოსთან" მატჩში ვერ ითამაშებს ვერც ლაშა თოთაძე. ამრიგად, ჩემპიონატის ბოლო მატჩში, კახა კაჭარავას, კიდევ ერთხელ, ამ სეზონში ბოლოჯერ, მოუწევს, „დინამოს" ახლიდან აწყობა.


თავად თბილისურ დერბს რაც შეეხება, თამაში სანახაობრივად არ შედგა. თუმცა, ამაში დამნაშავე ფეხბურთელები არ ყოფილან. „პეტრიაშვილზე", მწვრთნელების ტაქტიკურ მონახაზებშიც და ფეხბურთელთა ადექვატურ ქმედებაშიც კორექტივი ქარს შეჰქონდა. თამაშის მიმდინარეობისას ქარის სიძლიერე მომენტებში 9-10 მ/წმ-მდე აღწევდა.

"დინამო", ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში, ვადამდე ადრე, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს იბრუნებდა. გია ჭიაბერაშვილის (რომელიც წინა ტურში, ბათუმში დინამოელთა თამაშს დაესწრო, მანამდე კი სანაკრებო შეკრებაზე შანსი ჰქონდა 4 დინამოელის ფიზიკური მზადყოფნა დეტალურად შეესწავლა) გუნდს კი, იმისთვის, რომ ევროტურნირზე თამაშის თეორიული შანსი შეენარჩუნებინა, ამ ტურში არ უნდა წაეგო. გამომდინარე აქედან, თუ არ ჩავთვლით ქარისგან შექმნილ პრობლემებს, შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო. დინამოელებმა, პირველი სახიფათო მომენტი მე-18 წუთზე შექმნეს. ოთარ კიტეიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან  დაარტყა, თუმცა, ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. ზუსტად ერთ წუთში, ლაშა ქოჩლაძის ჩაწოდებულ ბურთს, კარის მიმართულებით ურტყამს ბექა ქავთარაძე, თუმცა, აქ კარგად თამაშობს საბურთალოელთა მეკარე ლაზარე კუპატაძე. 38-ე წუთზე, უკვე თავად ქოჩლაძე ვერ იყენებს გოლის გატანის კარგ შესაძლებლობას - მას ბურთი აეჭრა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო, მოგების შემთხვევაში ჩემპიონები ვხდებოდით. ვიყავით მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებულები. დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, თუმცა, ერთი მატჩი გავქვს დარჩენილი ქუთაისთან და ყველანაირად ვეცდებით გავიმარჯვოთ და ჩემპიონობა მოვიპოვოთ. „ტორპედო" ძალიან კარგი გუნდია, მთელი სეზონის განმავლობაში მდევრის როლში იყო და ახლა შანსი ეძლევა, გადაგვისწროს. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს და „დინამო" გახდეს ჩემპიონი. ფაქტიურად, ფინალის ტოლფასი თამაშია და თოთაძის არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, მაგრამ 26 ნოემბერს ყველა დინამოელი, თავის შესაძლებლობებზე მეტს დავდებთ", - ამბობს ოთო კიტეიშვილი.



მეორე ტაიმის სტარტზე, გუნდებმა სახიფათო მომენტები „გაცვალეს". ჯერ ბექა მიქელთაძემ საგოლე სიტუაციიდან არაზუსტად დაარტყა. შემდეგ კი, ლაშა შინდაგორიძის სახიფათო შეტევას, დინამოელთა მეკარე, სერგი ლიტოვჩენკო დაუხვდა.  აღსანიშნავია, რომ მთელი თამაშის მანძილზე, „საბურთალომ" რეალურად, რამდენჯერმე მოახერხა დინამოელთა დაცვის ხაზის შეწუხება. უკვე აღნიშნული მომენტის გარდა, გიორგი ხარაიშვილისა და დავით ვოლკოვის მომენტებს გამოვყოფდით. რაც შეეხება „დინამოს", გუნდი, მთელი თამაშის მანძილზე ფლობდა სათამაშო უპირატესობას ამდენად, დინამოელთათვის უფრო მტკივნეულია, ამ მატჩში გამოუყენებელი საგოლე მომენტები. 53-ე წუთზე, „საბურთალოს" კარი კიდევ ერთხელ იხსნა კუპატაძემ, როდესაც ლევან გეგეჭკორის ძლიერად დარტყმული ბურთი უკუაგდო. კიდევ ერთხელ გადარჩა მასპინძელთა კარი 74-ე წუთზე, როდესაც კიტეიშვილის დარტყმული მეკარემ მოიგერია.

„სრული უპირატესობა იყო ჩვენი. პირველ ტაიმში გვქონდა საგოლე მომენტი და ვერ გამოვიყენეთ. ორი რეალური მომენტი გვქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ საბურთალოს არანაირი მომენტი არ ჰქონია. გუნდის მიზანი იყო, რომ დაეცვათ კარი და ეს კარგადაც შეასრულეს. ესაა ფეხბურთი. ჩვენ პირველ ადგილზე ვართ. გველოდება ქუთაისის „ტორპედოსთან" თამაში. ვფიქრობ, რომ მთელი მიმდინარე ჩემპიონატიდან, რომლის დროსაც 4 წრეა პირველ ადგილზე ვართ, ეს ბიჭები იმსახურებენ ჩემპიონობას. მსაჯობას რაც შეეხება, ვერ გეტყვით, რომ მათ რამე შეცდომას, კონკრეტულ თამაშზე ჰქონონდა გავლენა. ისინიც ადამიანები არიან და ყველას გვეშლება. ბუნებრივია, ვიცით, რომ ბოლო თამაში რთული იქნება, რადგან ყველა გუნდი, განსაკუთრებულად ინდომებს და ორმაგად, და სამმაგად კონცენტრირებულია  „დინამო თბილისთან" და ეს, ნათლად გამოჩნდა ბოლო თამაშებშიც, მაგრამ, ჩვენ უნდა ვითამაშოთ", - ამბობს კახა კაჭარავა.




მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა და ახლა, „დინამოს" საჩემპიონო ტიტულის დასაბრუნებლად, მის ახალ თაობას კი პირველი ტიტულის მოსაპოვებლად, ბოლო, გადამწყვეტი თამაში რჩებათ, რომელიც 26 ნოემბერს, თბილისში, „დინამო არენაზე" 17:00 დაიწყება.


***

ეროვნული ლიგის 2017 წლის გათამაშების ბოლო, 36 ტური 25 და 26 ნოემბერს გაიმართება.

25 ნოემბერი, 14:00  „სამტრედია" - „დილა"

26 ნოემბერი:

14:00 - „დინამო" ბათუმი - „კოლხეთი 1913"

14:00 - „ჩიხურა" - „ლოკომოტივი"

14:00 - „შუქურა" - „საბურთალო"

17:00 - „დინამო თბილისი" - „ტორპედო"