სანაძის დებიუტი სერბულ ბორაცში კორაჩის თასზე შედგა

12.02.2021
ავტორი: ი.პ.
დუდა სანაძის დებიუტი სერბულ "ბორაცში" ამ ქვეყნის თასის გათამაშებაში შედგა. აღსანიშნავია, რომ ეს ტურნირი კორაჩის თასის სახელწოდებას ატარებს, რაც ადრე ფიბა-ს მთავარ ევროტურნირს ეწოდებოდა.
კორაჩის თასის 1/4 ფინალში ქართველი ახალწვეულის ბორაცი ბელგრადში პარტიზანს ებრძოლა და მხოლოდ 4 ქულის სხვაობით დამარცხდა - 72:76. პარტიზანი ნახევარფინალში გავიდა. დუდა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მოედანზე მან 16:49 წუთი დაჰყო და გუნდს 4 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ პლუს/მინუს კოეფიციენტი საუკეთესო სანაძეს ჰქონდა გუნდში (+6). სანაძემ ოთხივე ქულა საჯარიმოს ხაზიდან ჩააგდო, აქედან ორი ბოლო წუთზე.





ჩვენ








