
ძიუდოში, „თბილისის გრანდ სლემამდე" რომელიც ამ ფორმატით, 2020 წელს პირველად ჩატარდება, თვეზე მეტი რჩება. მანამდე ქართველ ძიუდოისტებს თებერვალსა და მარტში, რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში მოუწევთ მონაწილეობის მიღება. მათ შორის უახლოესი ტურნირი, თელ-ავივის გრანდ სლემია, რომელიც 18-20 თებერვალს გაიმართება.
ძიუდოისტთა წლის მეორე ფორუმზე, ამ მომენტისთვის, 65 ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი გეგმავს მონაწილეობას და მათ შორის, ბუნებრივია, ქართველი ძიუდოისტებიც არიან. ისრაელში დაგეგმილ ტურნირში დარეგისტრირებულ მონაწილეთა შორის, IJF-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ მომენტისთვის, საქართველოს გასწვრივ 17 სპორტსმენია მითითებული. მათ შორის 3 ქალი.
-60კგ თემურ ნოზაძე, ამირან პაპინაშვილი
-66კგ ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ბაზანდარაშვილი
-73კგ ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი
-81კგ ლუკა მაისურაძე, ვლადიმირ ახალკაცი
-90კგ ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური
-100კგ ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე
+100კგ გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი
-52კგ ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი
-57კგ ეთერ ლიპარტელიანი
როგორც ხედავთ, 2021 წლის დასაწყისში, დოჰაში გამართული ტურნირისაგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებში ცვლილებებია. ძიუდოისტთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა რამდენიმე ძიუდოისტს დასვენების საშუალება მისცა. თუმცა, ნაკრებში ტრავმირებულიც გვყავს.
სამწუხაროდ, საწვრთნელ პროცესს, რომელსაც ქართველი ძიუდოისტები ყვარელში გადიან, რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი გამოაკლდა. ჩხვიმიანმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ახლა, სპორტსმენის რეაბილიტაციის პროცესი, უშუალოდ ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის მეთვალყურეობით მიმდინარეობს.
ზურაბ კახაბრიშვილი, რომელიც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე, თამაშებში მონაწილე ყველა სახეობის წარმომადგენლებს ნახულობს, ამჯერად ძიუდოისტების მზადებას დაესწრო. საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა და ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა, ძიუდოისტების ნაკრებთან მომუშავე კოლეგებს - დიმიტრი ბაღათურიას, გიორგი მგელაძეს, ავთანდილ თელიასა და ომარი გურჯიძეს მზადებისთვის საჭირო დამატებითი მედიკამეტები და ინვენტარი გადასცა.
ჩვენის მხრივ, TSFF.Ge, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან ერთად, შევეცდებით, ამა თუ იმ სახეობაში, ქართველი სპორტსმენების მზადების პარალელურად, ის სამედიცინო პერსონალიც გაგაცნოთ, ვინც, განსაკუთრებით კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, თავს არ ზოგავს, რომ ქართველი სპორტსმენები, საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით გამოვიდნენ.








საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ფოტოები





ჩვენ








