
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე 14 თებერვლიდან დაიწყებს ასპარეზობად. ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრი საგზურისთვის, ქართველი წყალბურთელები „ბ" ჯგუფში თურქეთის, კანადის, ბრაზილიის, საბერძნეთისა და მონტენეგროს ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. 18-21 თებერვლის ჩათვლით, ტოკიოს ოლიმპიადაზე მოსახვედრად, 3 საგზური გათამაშდება. საერთო ჯამში კი, ოლიმპიური ლიცენზიისთვის 12 გუნდი იბრძოლებს.
პირველ შეხვედრას, სერბის სპეციალისტის, დეიან სტანოიევიჩის გაწვრთნილი გუნდი, ხვალ, 14 თებერვალს, თბილისის დროით, 16:00 საათზე გამართავს და საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი
14 თებერვალი / 16:00 / საქართველო - საბერძნეთი
15 თებერვალი / 23:30 / საქართველო - თურქეთი
16 თებერვალი / 19:00 / კანადა - საქართველო
17 თებერვალი / 20:30 / საქართველო - ბრაზილია
18 თებერვალი / 16:30 / მონტენეგრო - საქართველო
აღსანიშნავია, რომ მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს, სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ.
2021 წლის სეზონისთვის საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, სამზადისი 15 იანვრიდან, თბილისში დაიწყო. ამის შემდეგ ჩვენი წყალბურთელები, უკვე სერბი სპეციალისტის მეთვალყურეობით, მოსამზადებლად გერმანიაში გაემგზავრნენ და იქ, გერმანიის ნაკრებთან ერთობლივი წვრთნა გაიარეს. ამის შემდეგ, კი, ასევე ერთობლივი წვრთნა ჩატარდა, მხოლოდ ამჯერად, უკვე თბილისში და რუმინეთის ნაკრებთან ერთად. ამის შემდეგ კი, როგორც დაგეგმილი იყო, 12 თებერვალს გუნდი ჰოლანდიაში გაემგზავრა, სადაც როტერდამში, რამდენიმე დღის მანძილზე იასპარეზებს. ჩვენმა წყალბურთელებმა, ჰოლანდიაში, პირველი ვარჯიშებიც ჩაატარეს.
საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: ირაკლი რაზმაძე, ბექა ქავთარაძე, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ბორის ვაკენსკი, ბესარიონ ახვლედიანი, ალექსანდრე ადეიშვილი (ყველა, „დინამო თბილისი"), რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ნიკოლოზ შუბლაძე (ყველა, სპორტმენეჯმენტი), ვალიკო დადვანი („თბილისი"), ხვიჩა ჯახაია („დინამო მოსკოვი"), მარკო ელეზი („სალერნო", იტალია), ნიკოლოზ შუშიაშვილი („ნოვი ბელგრადი", სერბეთი), ფაბიო ბარალდი („პოსილიპო", იტალია). სერბ სპეციალისტთან ერთად, გუნდს ზუკა რურუა და გელა ტუკვაძე წვრთნიან.
როტერდამის ტურნირზე, ნანატრი საგზურების მოსაპოვებლად, ჯგუფინდან 4-4 საუკეთესო გუნდი გავა. აი, უკვე ½ ფინალში გამარჯვების შემთხვევაში კი, საქართველოს ნაკრები ავტომატურად ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი გახდება. ოლიმპიური თამაშების ბოლო, მესამე საგზურისთვის კი, იმ გუნდებს მოუწევთ ბრძოლა, რომლებიც ½ ფინალში დამარცხდებიან.
საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ფოტო





ჩვენ








