სერბეთი თბილისში მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობით ჩამოდის
სერბეთი თბილისში მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობით ჩამოდის
13.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ ფიბა-ს ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ჯგუფში, სერბეთის ეროვნული ნაკრებია, ამ დრომდე, მისთვის სახასიათოდ, დამაჯერებლად ვერ ასპარეზობს, საკალათბურთო ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპის ჩემპიონატს, სწორედ იგორ კოკოშკოვის გუნდი მოიგებს (იხ. სტატია).


ამასობაში, თავად კოკოშკოვი, მისთვის კარად ნაცნობ ქალაქში და საკალათბურთო დარბაზში ჩამოსასვლელად ემზადება და დარჩენილი თამაშების, საიდანაც ერთი საქართველოს ნაკრებთან აქვს სათამაშო, მოსაგებად ემზადება.


თბილისური „ბაბლისთვის" იგორ კოკოშკოვმა სერბეთის ნაკრების შემადგენლობა გუშინ დაასახელა:  ვასილიე მიციჩი (ანადოლუ ეფესი, თურქეთი), ოგნიენ იარამაზი (პარტიზანი), ნემანია დანგუბიჩი (პარტიზანი), ნიკოლა რებიჩი (ნანტერი, საფრანგეთი), ნემანია ნენადიჩი (რაბოტნიჩკი), მარკო რადოვანოვიჩი (რაბოტნიჩკი), სტეფან ჯორჯევიჩი (რაბოტნიჩკი), ალეკსა ავრამოვიჩი (ესტუდიანტესი, ესპანეთი), დანილო ანჯუშიჩი (ბურჟი, საფრანგეთი), ლუკა ასჩერიჩი (ბურჟი, საფრანგეთი), მარკო გუდურიჩი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), მარკო ლუკოვიჩი (სპლიტი, ხორვატია), დალიბორ ილიჩი (იგოკეა, ბოსნია-ჰერცეგოვინა), მიროსლავ რადულიცა (ზეჟიანგი, ჩინეთი), ფილიპ პეტრუშევი (მეგა), დრაგან აპიჩი (ბუდუჩნოსტი, მონტენეგრო)


ჩვენთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელის 16-კაციან განაცხადში, ამჯერად ევროლიგაში მოასპარეზე ვასილიე მიციჩი და მარკო გუდურიჩიც არიან. ასე, რომ ცარიელი ტრიბუნების წინ, თბილისის სპორტის სასახლეში, მხოლოდ „ბაბლზე" აკრედიტებულ ჟურნალისტებს ექნებათ მათი ხილვის საშუალება.


კოკოშკოვის სერბეთის ნაკრები პირველ შეხვედრას 19 თებერვლას, 19:00 საათზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. კოკოშვკოვის ძველი და ახალი გუნდების პირველი შეხვედრა, აღნიშნულ შესარჩევ ციკლში, ბელგრადში, ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა 94-90. თუმცა, ეს არ იყო, კოკოშკოვის სერბეთის ნაკრების პირველი და უკანასკნელი მარცხი. შეგახსენებთ, რომ სერბებმა, შვეიცარიასთანაც წააგეს 92-90 და ახლა, ჯგუფში, მეორე საფეხურზეა და მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს ფინეთსა და შვეიცარია. ამ დროს კი, ფინალურ ეტაპზე, სერბეთს, ფინეთსა და შვეიცარიას შორის, 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა.  19 თებერვალს, თბილისური „ბაბლის" პირველ შეხვედრაში, ერთმანეთს, 16:00 საათზე, სწორედ ფინეთისა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.


21 თებერვალს, სერბები, უკვე უშუალოდ შვეიცარიასთან, 16:00 შეეცდებიან ურთიერთობის გარკვევას. საქართველოს  ნაკრები კი, პრინციპულ მეტოქეს, ფინეთს დაუპირისპირდება.



ფოტო:@FIBA