საქართველოს ნაკრებმა, ბერძნები დააბნია და გააბრაზა
საქართველოს ნაკრებმა, ბერძნები დააბნია და გააბრაზა
14.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო წყალბურთში, ოლიმპიური ტურნირის სასტარტო შეხვედრა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ჩვენი გუნდის მეტოქე, მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი, საბერძნეთის ნაკრები იყო. ამ წყვილშიც, ფავორიტებად, სწორედ ისინი ითვლებოდნენ. შესაბამისად, ნათელი იყო, რომ მატჩის დასაწყისშივე, ყოველი მცირე შანის გამოყენებას და დაწინაურებას შეეცდებოდნენ. მართლაც, საწყის წუთზევე, ბერძნებმა, რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და გოლი გაგვიტანეს. თუმცა, VAR-მა (ვიდეო რეფერი) ეს გოლი გააუქმა. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში, VAR-მა, სხვა მომენტში ბერძნებს გოლები ჩაუთვალა, ჩვენ კი გაგვიუქმა და მოკლედ, ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურა აღმოჩნდა დღევანდელ მატჩში.


თუმცა, ბუნებრივია, მოვლენებს წინ გადავუსწრებ, და საქართველოს ნაკრების დღევანდელი მარცხი, ვიდეო რეფერის დამსახურება არაა და დიდი წილი, ჩვენს მოწინააღმდეგეზე მოდის, რომელიც სიმართლე ვთქვათ და როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრებისგან, მსგავს წინააღმდეგობას არ ელოდა.


პირველი გოლი, ბერძნებმა, პენალტით გაგვიტანეს და მალევე, ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. თუმცა, მალე ფაბიო ბარალდიმ, ანგარიში შეამცირა და ბერძნებს, „მესიჯად" ამცნო, რომ საქართველოს ნაკრები, ასე მარტივად დღეს, არ დანებდებოდა. პირველ პერიოდში გუნდებმა თითო ბურთი კიდევ გაცვალეს და ეს ნახევარი მინიმალური სხვაობით, 2-3 წააგეს.


თითქმის, იგივე სცენარით წარიმართა მერე პერიოდიც, ბერძნები, ჯერ ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, შემდეგ კი, ერთ მომენტში სხვაობამ, 4 ბურთიც შეადგინა. ამ მონაკვეთშიც და საერთოდ მატჩიც, აღსანიშნავია საქართველოს ნაკრების მეკარის, ირაკლი რაზმაძის კარგი თამაში და ანდრია ბითაძის „უიღბლობა", რადგან ამ უკანასკნელის რამდეჯერმე დაარტყა, თუმცა კარის ჩარჩოს მიმართულებით ერთი გამოდგა და ისიც, ხარიხამ მოიგერია. მიუხედავად, ამისა, ჩვენმა გუნდმა მოახერხა და ამ მონაკვეთში 3 ბურთი გაიტანა. შესაბამისად, მეორე პერიოდი 2 ბურთის სხვაობით, 3-5 წავაგეთ. თუმცა, პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიშში, ბერძნები, უკვე 3 ბურთით გვისწრებდნენ, 5-8.


აი, მესამე პერიოდის საწყის წუთზე კი, რიცხობრივი უპირატესობის ბოლო წამები გამოიყენეს ქართველმა წყალბურთელებმა და მარკო ელეზიმ სხვაობა 2 ბურთამდე დაიყვანა. კიდევ, ცოტა ხანში, ბორის ვაპენსკიმ კიდევ უფრო შეამცირა სხვაობა. ბერძნებს კი, ნერვიულობა დაეტყოთ და შეცდომებსაც უმატეს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ შეხვედრის ამ მონაკვეთში, ჩვენმა მეტოქემ, მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა, მაშინ, როცა, დეიან სტანოიევიჩის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრებმა 5 გაიტანა და ეს პერიოდი 5-2 მოიგო. თუმცა, დასკვნით პერიოდამდე, ანგარიში საყაიმო, 10-10 იყო ტაბლოზე.


ფაქტია, რომ ამ დღეს, საქართველოს ნაკრები სენსაციასთან ახლოს იყო, ეს იმ შემთხვევაში, თუკი ბოლო, დასკვნითი პერიოდში ჩვენ, ერთი გოლის გატანას მოვახერხებდით, მითუმეტეს, რომ ამ მონაკვეთში საბერძნეთის ნაკრებმაც, ეთხელ მოახერხა საქართველოს ნაკრების კარის აღება. ის ფაქტი, რომ მატჩი საბოლოოდ, 10-11 დასრულდა საქართველოს ნაკრების დაცვაში კარგ თამაშზე მეტყველებს.


საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა სტატისტიკა:

ირაკლი რაზმაძე 7 სეივი/18 დარტყმა, ნიკოლოზ შუბლაძე (არ უთამაშია)

ბექა ქავთარაძე 0 გოლი / 0 დარტყმა; ვალიკო დადვანი 1/1 რევაზ იმნაიშვილი 0/0, ანდრია ბითაძე 0/1, მარკო ელაჩა 0/2, ხვიჩა ჯახაია 0/2, ნიკა შუშიაშვილი 1/8, მარკო ელეზი 4/7, გიორგი მაგრაქველიძე 0/1, ფაბიო ბარალდი 2/3, ბორის ვაპენსკი 2/6


დღევანდელი დღის, ჯგუფის სხვა მატჩები:

კანადა - ბრაზილია 11-7

თურქეთი-მონტერენგრო (არ ჩატარდა)

***

ხვალ, საქართველოს ნაკრებს უნებლიედ, დასვენების დღე გამოუვიდა. ვინაიდან, თურქეთის ნაკრებში, რომელთანაც ჩვენს ნაკრებს, 15 თებერვალს უნდა ეთამაშა, რამდენიმე წყალბურთელს კორონა ვირუსი დაუდასტურდათ და გუნდი, ტურნირიდან მოიხსნა. შესაბამისად, ჩვენს ნაკრებს, ისევე როგორც ჯგუფში მოასპარეზე სხვა გუნდებს, თურქეთის ნაკრებთან ტექნიკური მოგება ჩაეწერებათ.


16 თებერვალს კი, საქართველოს ნაკრები კანადის გუნდს დაუპირისპირდება. ეს მატჩი თბილისის დროით, 19:00 დაიწყება.


ფოტო: @fina.org