
ეროვნული ლიგის მონაწილე გუნდები ახალი ჩემპიონატის წინა მოსამზადებელ ეტაპს განაგრძობენ. მიმდინარე კვირის მანძილზე, საქართველოში, თურქეთსა და ესპანეთში მათ, მორიგი ამხანაგური შეხვედრები გამართეს.
თურქეთი
10.02.2021 „შუქურა" - FC VPK-Ahro (უკრაინა) 1-0
11.02.2021 „საბურთალო" - „ტომი" (რუსეთი) 1-0
11.02.2021 „დილა" - „ქიზილქუმი" (უზბეკეთი) 0-1
12.02.2021 „თელავი" - „ნეფტეხიმიკი" (რუსეთი) 2-1
13.02.2021 „სამგურალი" - „ტორპედო" (მოსკოვი, რუსეთი) 0-2
13.02.2021 „სამგურალი" - „აგრობიზნესი" (უკრაინა) 1-1
13.02.2021 „არსენალი" (ტულა, რუსეთი) - „დინამო" ბთ 0-0
13.02.2021 „შუქურა" - „ტარაზი" (ყაზახეთი) 1-0
14.02.2021 „დილა" - „ბატე" (ბელარუსი) 2-0
14.02.2021 „დილა" - „ჩერტანოვო" (რუსეთი) 2-1
14.02.2021 „თელავი" - „ალმალიქი" (უზბეკეთი) 2-3
14.02.2021 „საბურთალო" - „ორენბურგი" (რუსეთი) 2-1
ესპანეთი
11.02.2021 „ლოკომოტივი" - „კრასნოდარი" (რუსეთი) 2-3
14.02.2021 „ლოკომოტივი" (მოსკოვი, რუსეთი) - „ლოკომოტივი" 0-4
საქართველო
13.02.2021 „ტორპედო" ქუთაისი - „მერანი" მარტვილი 0-0
საფეხბურთო კლუბში „სამტრედია", რომელმაც ელიგის გუნდებიდან ყველაზე ბოლომ დაიწყო ახალი სეზონისთვის მზადება, ამ ეტაპზე მხოლოდ, მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონზე, გუნდს, რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ, კვლავ გია ცეცაძე გაწვრთნის. ამას გარდა, გუნდის ვარჯიშს, დღეს, გულშემატკივრებიც დაესწრნენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი" თურქული შეკრებიდან თბილისში დაბრუნდა და საქართველოს სუპერთასისთვის იწყებს მზადებას, რომელშიც დ. ყიფიანის საქართველოს თასის მფლობელ „გაგრას" დაუპირისპირდება. შეხვედრა 21 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და მასზე, COVID 19- ის რეგულაციების გამო, გულშემატკივარი არ დაიშვება.
თავის მხრივ, ახალი სეზონისთვის და სუპერთასისთვის ემზადება „გაგრაც", რომელიც ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში, თბილისის „შევარდენი 1906"-ს, 13 თებერვალს დაუპირისპირდა და დამარცხდა, ანგარიშით 2-0.
სკ „სამგურალის" ფოტო





ჩვენ








