
შემჭიდროებული და გაწერილი გრაფიკი, ეს ის რეალობაა, რომელშიც, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, უკვე მეორედ შეეცდება, ამჯერად თბილისში, ევრობაკსეტი 2022-ის ბოლო ჯგუფური შესარჩევი მატჩები ჩაატაროს. საქართველოს ეროვნული მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი, რომელსაც ამ „ბაბლზე" რამდენიმე წამყვანი მოთამაშე და მათ შორის გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია დააკლდება, მშვიდადაა, რადგან დარჩენილ 2 თამაშში, საკმაოდ ძლიერი იგორ კოკოშკოვის სერბეთის და იმ ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც ქართული კალათბურთისთვის პრობლემატური იყო, შეეცდება, გუნდს, ყველა სიტუაციაში გამარჯვება ასწავლოს. ეს კი, გინდა თუ არა, დროთა მანძილზე გამარჯვებულის მენტალიტეტს ჩამოაყალიბებს, რაც მხოლოდ ამ თაობას არა, მომდევნო თაობებსაც გამოადგებათ.
ქართველთა ბერძენი მწვრთნელი, ეროვნული ნაკრების პირველ ოფიციალური ვარჯიშის შემდეგ , რომელიც ოდნავ მოგვიანებით, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, მედიის წარმომადგენლებს ვიდეო-ზუმ-პრესკონფერეციაზე შეხვდა. შეზღუდულ დროში, ზუროსი შეეცადა ესაუბრა ბოლო შესარჩევის გეგმებზე, დანაკლისზე და ოჯახზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰქვია.
მზადება ბოლო მატჩების წინ
ჩვენ დავიწყეთ მზადება, ბოლო ფანჯრისთვის. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ კარგად დავასრულოთ, რადგან პირველი ორი ფანჯრის დროს, ჩვენ უდიდესი სამუშაო ჩავატარეთ. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს უკვე კვალიფიკაცია და ვართ ჯგუფის ლიდერები, 4 მოგებული თამაშით. თუმცა, ამავდროულად ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, ჩავატაროთ ექსპერიმენტები, გამოვცადოთ ახალგაზრდა მოთამაშეები და რაც შეიძლება, მაქსიმალურად კარგი ამოვიღოთ ამ ფანჯრიდან.
რატომ კონერი და არა თადი
ჩვენ ახლა გვყავს კონერ ფრენკამპის. ეს არის, ახალი მოთამაშე, მოთამაშე, რომელიც ამ ფანჯარაში დაგვეხმარება. ის არის ძალიან კარგი მოთამაშე და აქვს კარგი ხასიათი. მოგეხსენებათ, როდესაც, ჩვენ აქ ჩამოგვყავს მოთამაშეები, ჩვენ ვაკვირდებით მათ ხასიათსაც. მნიშვნელოვანია, რომ იყოს ამ ოჯახთან ერთად, რასაც ეროვნული ნაკრები ჰქვია. ფრენკამპი, ამ ფანჯარაში თად მაკფადენს შეცვლის, რომელსაც ბოლო პერიოდში ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. ესპანეთის ჩემპიონატში, ინტერკონტინენტალური თასი, იყო არგენტინაში და ითამაშა ფინალი. ასევე ითამაშა, ესპანეთის სამეფო თასის ტურნირი. შესაბამისად, მას ჰქონდა ძალიან გადატვირთული გრაფიკი და კონერის ჩამოყვანა ამანაც განაპირობა.
თორნიკე შენგელია ტრავმირებულია
სამწუხაროდ, ამ ფანჯარაში ჩვენთან არ იქნება თოკო. მოგეხსენებათ, თოკო შენგელია არის დაშავებული. მას ძალიან უნდოდა ნაკრებში თამაში და ჩვენ გვქონდა საუბრები მის მგზავრობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს იყო თამაშამდე, რომელიც, მას ჰქონდა ევროლიგაზე. მიიღო ტრავმა და ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას და ნაკრებთან ერთად ყოფნას. თუმცა, ის, ჩვენი ნაკრებისთვის მნიშნელოვანი ფიგურაა და ახლა მთავარია, რომ დროულად აღიდგინოს ფორმა და მოგვეხმაროს მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც საქართველოს ნაკრებს ელის უახლოეს მომავალში.
ცინცაძე და სხვები - ნაკრების დანაკლისი
საკმაოდ რთული გამოდგა, არსებული რეგულაციების გამო, ცინცაძისთვის, საქართველოში ჩამოსვლა. სამწუხაროდ, ის უკვე მეორე ფანჯარაა, ნაკრებში ამდენწლიანი თამაშის შემდეგ, ვერ ახერხებს გუნდთან ერთად ყოფნას. კეთილი, არ ვილაპარაკოთ სხვა მოთამაშეებზე, რომლებიც ახლა აშშ იმყოფებიან და მათ მნიშნელოვანი თამაშები აქვთ. შეუძლებელია გახურებული სეზონის განმავლობაში, რომ ისინი აქ ჩამოვიდნენ. სამწუხაროდ, ტრავმა აქვს რატი ანდრონიკაშვილსაც.
შერმადინი, ბექა და ერთი ოჯახი, საქართველოს ნაკრები
მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო და სპორტსმენთა გრაფიკიდანაც გამომდინარე, აღსანიშნავია, გიორგი შერმადინი, რომელიც ყოველთვის ახერხებდა ჩამოსვლას და ჩვენს დახმარებას. მას, ბოლო პერიოდში დატვირთული გრაფიკი ჰქონდა, მაგრამ მაინც, შემოგვიერთდა, ისევე როგორც ბექა ბურჯანაძე, რომელსაც მუხლი აწუხებს. მან მოახერხა, გუნდთან ერთადაა და მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის, ისევე, როგორც ყველა კალათბურთელს, რომელიც გუნდშია და რომლებიც ახლა ვერ გვეხმარებიან ობიექტური მიზეზების გამო. მადლობა მათ, რადგან საქართველოს ნაკრები არის ოჯახი.
რას უნდა ველოდეთ ბოლო ფანჯრის დროს
ამ ფანჯრის დროს ჩვენ უნდა ვითამაშოთ უკეთ ვიდრე ადრე გვითამაშია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, შევხედოთ ამ თამაშებში ახალგზარდა მოთამაშეებს, რადგან ისევე, როგორც სხვა თამაშებში, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვაქვს კვალიფიკაცია, თან ამას ისიც, რომ ემატება, რომ ჯგუფის ლიდერები ვართ, და თან ევრობასკეტის ჯგუფის მასპინძლები აქვს, შესაბამისაც არც იმას აქვს მნიშვნელობა, ჯგუფში რომელ ადგილს დავიკავებთ და ეს სუფთა წყლის მათემატიკური დაანგარიშებითაც, გასული ვართ ჯგუფიდან, მაინც ვეცდებით ვიყოთ ბრძოლისუნარიანი, ვეცდებით ვიყოთ, მაქსიმალისტები. დავხვეწოთ თამაში და შევთამაშდეთ. ჩვენი მთავარი მიზანი ამ ჯერზე არ არის შედეგის ჩვენება. ჩვენი მიზანი არის განვითარება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოგება, ყველა სიტუაციაში.
კიდევ უფრო განვითარდება და დარჩება კონერ ფრენკამპი გუდში, თუ მას კიდევ ჩაანაცვლებენ
ჯერ ადრეა ლაპარაკი. მითუმეტეს, ევრობასკეტზე, რომელიც წელიწადნახევარში გაიმართება. მოვიდა ეს კოვიდი და ყველაფერი დაანგრია. ძალიან რთულია მომავალზე ილაპარაკო, რა იქნება და რა არა. მე შემიძლია ვილაპარაკო, კონკრეტულ მომენტზე. ავიყვანეთ მოთამაშე, რომელიც პირველ რიგში, არის ხარისხიანია, ვითარდება, ყოველწლიურად აუმჯობესებს თამაშს. ის ითამაშებს ჩვენთან, ვნახავთ. ამას გარდა ჩვენ გვაქვს კიდევ, მინიმუმ 3 შეკრება, მსოფლიო ჩემპიონატის 3 საკვალიფიკაციო ფანჯარაა დარჩენილი და შევხედავთ. ვნახოთ რა მოხდება. მას მიეცემა შანსი და ჩვენთან ითამაშებს, სავარაუდოდ, მომდევნო ზაფხულისთვის ყველაფერი უკეთ გამოჩნდება.
ახლა მთავარი მიზანია, ვიყოთ ჯანმრთელები და იმ დარბაზი, რომელიც შენდება ევრობასკეტისთვის, მოვიდეს გულშემატკივარი. გვქონეს სავსე ტრიბუნების მხარდაჭერა, რადგან, ეს არა მხოლოდ ეროვნულ ნაკრებს სჭირდება, არამედ კალათბურთის პოპულარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი მიზანი რაც შეიძლება, მეტი ბავშვი დაინტერესდეს კალათბურთით. ეს არის ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი.
***
შეგახსენებთ, რომ 19 და 21 თებერვალს, საქართველოს ევროპბასკეტი 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ფანჯარას უმასპინძლებს. თბილისურ „ბაბლში" მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში სერბეთი, შვეიცარიისა და ფინეთის ეროვნული ნაკრებები არიან ჩამოსული. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე, სერბეთის ეროვნულ ნაკრებს ევრობაკსეტი 2022-ის ფინალურ ეტაპზე თამაშის ლიცენზია არ აქვს მოპოვებული, ბევრი, კონტინენტის ჩემპიონობას, სწორედ ამ გუნდს უწინასწარმეტყველებს. მიმდინარე შესარჩევში კი, შეგახსენებთ, რომ კოკოშკოვის გუნდს, მისმა ყოფილმა საქართველოს ნაკრებმა, ილიას ზუროსის მეთაურობით, ბელგრადში 90-94 მოუგო. შესაბამისად, სერბები 19 თებერვალს, 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში რევანშის ასაღებადაც გამოვლენ.
გეტყვით იმასაც, რომ კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, „ბაბლზე" გულშემატკივარი არ დაიშვება. მატჩების რეპორტაჟი კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის, პირველი არხით გადაიცემა.





ჩვენ








