ეროვნული მიზანი - მომავალი ევრობასკეტისთვის მომზადებაა
ეროვნული მიზანი - მომავალი ევრობასკეტისთვის მომზადებაა
16.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ ორჯერადად ივარჯიშა და დღეს, კიდევ ერთი დაუმატა. ილიას ზუროსის გუნდი, გუნდი, როგორც ჩვენი ნაკრების თავკაცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა ეცდება დარჩენილი ფანჯარა, ახალი მოთამაშეების გამოსაცდელად და მათი გუნდში ინტეგრაციის მიზნით გამოიყენოს. შესაბამისად, ევრობასკტზე 2022-ის დარჩენილ მატჩებამდე, ის და მისი სამწვრთნელო შტაბი, ცდილობენ, ყოველ მოთამაშეს, აუხსნან, კონკრეტულ სათამაშო მომენტში, რა კომპონენტში სთხოვენ ჩართულობას.


ეროვნული ნაკრების პირველ სავარჯიშო დღეს, არ უვარჯიშია გიორგი შერმადინს, რომელიც ნაკრებს ყველაზე ბოლო შემოუერთდა და შესაბამისად, ილიას ზურსომა, მას დასვენების საშუალება მისცა.




„წინა შესარჩევი მატჩები, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის გამო გამოვტოვე და ახლა, ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ჩამოსვლა და ნაკრების დახმარება. ვარჯიშების მეორე დღე ჩავამთავრეთ. სასტუმროშიც გადავინაცვლეთ. ყველამ იცის, რომ „ბაბლის" ფორმატით ტარდება ეს ფიბა, ევრობასკეტი 2022 მატჩები. გიორგი შერმადინიც შემოგვიერთდა, დუდაც ჩამოვიდა, ყველა შევიკრიბეთ და ხვალიდან, უფრო ერთობლივი ძალებით განვაგრძობთ, შემდეგი თამაშისთვის მზადებას. შეიძლება, სპორტული დატვირთვა არ ჰქონდეს დიდად, მითუმეტეს, ჩვენს შემთხვევაში, მაგრამ ძალიან მონდომებულები ვართ, რომ მიუხედავად ამისა მოვიგოთ. მითუმეტეს, რომ სახლში ვთამაშობთ, სპორტის სასახლეში და აქ თამაში, ყოველთვის დიდი პატივია და გამარჯვებასთან არის ასოცირებული.სერბეთში, ბევრი ძალიან გამოცდილი მოთამაშეა. მათ შორის ალეკსა ავრამოვიჩი  გამოვყოფდი, რომელმაც იქ, სერბეთში, გასვლით თამაშზე, ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა. სერბეთის გუნდს, შევაფასებდი, როგორც კომპლექსური გუნდი, რომელიც ყველა პოზიციაზე, ძალიან გამოცდილი და მაღალი დონის კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული" - ამბობს ბექა ბურჯანაძე.


თბილისურ „ბაბლზე", საქართველოს ნაკრები, ფიბა ევრობასკეტი 2022-ის ბოლო სათამაშო ფანჯარაში, 2 შეხვედრას გამართავს. 19 თებერვალს, 19:00, თბილისის სპორტის სასახლეში, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის საკმაოდ კარგად გაწვრთნილ სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 21 თებერვალს კი, ჯგუფის ბოლო შეხვედრას კი, ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.  




„მოწინააღმდეგეები, ძალიან ძლიერი შემადგენლობით ჩამოდიან. რაც უფრო საინტერესოს ხდის ამ თამაშებს. გუნდი, ძალიან კონცენტრირებულია, მობილიზებული და რა თქმა უნდა მოტივირებული ამ თამაშებისთვის. პირველი ეს ორი დღე ვარჯიშების არის, მეტ-ნაკლებად, აქცენტირებული ჩვენს ტაქტიკურ მონახაზებზე. მოგეხსენებათ, შუა სეზონშია ყველა ჩემპიონატი და ფიზიკურ  კონდიციებს ვერ და არ ვუთმობთ ყურადღებას, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა სათანადო ფორმაში ხვდებიან ამ თამაშებს. მაქსიმალურად, იქიდან გამომდინარე, რომ დროში ვართ შეზღუდულები, ყოველივე წუთს ვიყენებთ, რომ გუნდი ტაქტიკურად მოვამზადოთ, ამ თამაშებისთვის", - ამბობს, ანატოლი ბოისა, საქართველოს ეროვნული ნაკრების, მწვრთნელი.


მეორე ბოისა, ვლადიმერი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, „ბაბლის" დაწყებამდე, ყურადღებას, ისევე, როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი, ყურადღებას იმ შანსზე ამახვილებს, რომელიც თბილისური თამაშების წინ, ჩვენი ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშეებს მიეცემათ. თავის მხრივ, ჩვენი მეტოქეებიც რამდენიმე ახლა სახეს წარმოადგენენ. თუმცა, წინა „ბაბლისგან" განსხვავებით, სერბეთი, საქართველოსთან მატჩზე გამოცდილი კალათბურთელებიც წარსდგება. იქნება მიროსლავ რადულიცა, რაც შეეხება  ვასილიე მიციჩსა და მარკო გუდარიჩი ისინი გუნდს, „ბაბლის" მეორე შეხვედრისთვის გამოცხადდებიან და დიდი ალბათობით, ჩვენთან მატჩს გამოტოვებენ. თუმცა, ეს საქართველოს ნაკრებს 19 თებერვლის მატჩში მოდუნების უფლებას არ აძლევს.


Credit @TSFF.GE


„სახლში ვთამაშობთ და გვინდა, ორივე თამაში მოვიგოთ, მაგრამ მიზანი არის უფრო, მომავალი ევრობასკეტისთვის მოვემზადოთ. სერბეთი და ფინეთი, ჯერ ევრობასკეტზე გასულები არ არიან. ამიტომ, ორივე გუნდს მოგება სჭირდება. მათთან თამაშებში, ყველაზე რთული ეს არის, რადგან ძალიან მოტივირებულები იქნებიან. სერბეთიც და ფინეთიც, ძლიერი ნაკრებები არიან და თამაშებიც რთული იქნება. ის, რომ ჯგუფში 4 თამაში გვაქვს მოგებული არ ნიშნავს, რომ ამათაც თავისუფლად მოვიგებთ", - ამბობს ვლადიმირ ბოისა.


ზუროსი დიდი ხანია „ეძებდა" მეორე ამერიკელს. ეს თემა, განსაკუთრებით აქტუალური, კორონა ვირუსის პანდემიის დროს გახდა. ვინაიდან, ადრე, თუ თად მაკფადენის ტრავმას შეიძლება შევეჩერებინეთ, ახლა, COVID-19-ით გამოწვეული საფრთხეებიც აქტუალური გახდა. შესაბამისად, ბერძენმა, კონერ ფრენკამპი იპოვა.  საქართველოს კალათბურთს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ მაშინ, როცა, მსოფლიოში შექმნილი რეალობიდან ყოველდღიურად იცვლება რაღაც და შესაბამისად, იცვლება „ბაბლის" წესებიც, რთულია თამაშიც და თამაშების ორგანიზებაც. თუმცა, ამ მომენტისთვის, „ბაბლის" მასპინძელი თბილისი, ყველა ამოცანას შესაბამისად ართმევს თავს და „ბაბლის" მონაწილე გუნდებიც ქართული მასპინძლობით, ჯერ-ჯერობით, კმაყოფილები არიან.





ასევე იხილეთ:

პირველ ოფიციალურ ვარჯიშამდე ილიას ზუროსმა ჟურნალისტებისთვის ისაუბრა

ილიას ზუროსს, თბილისურ „ბაბლზე" ხუთი მოთამაშე დააკლდება

სერბეთი თბილისში მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობით ჩამოდის

 ვინ მოიგებს ფიბა ევრობასკეტ 2022-ს?


ფოტო: @GBF