საქართველოს ნაკრებისთვის ჯგუფური მესამე ადგილი წარმატება იქნება
საქართველოს ნაკრებისთვის ჯგუფური მესამე ადგილი წარმატება იქნება
16.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, 19:00 საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, როტერდამში, ტოკიოს 2020-ის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის, მეორე შეხვედრას გამართავს. ამ მომენტისთვის საქართვლოს ნაკრებს, ისევე როგორც ამ ჯგუფში მოასპარეზე ყველა სხვა დანარჩენ გუნდს, ერთი მოგება აქვს. შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრების, რომელიც ჩვენს ჯგუფში ასპარეზობდა, რამდენიმე მოთამაშეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და შედეგად, გუნდი ასპარეზობიდან მოიხსნა. შესაბამისად, ყველა სხვა გუნდს, თურქეთთან ტექნიკური მოგება ჩაეწერა. თუმცა, ეს არაფერს ცვლის, ვინაიდან, ასეც და ისეც, ჩვენს ნაკრებს ოთხეულში მოხვედრა უნდა მოეხერხებინა. ახლა, კი თამასამ აიწია და ჩვენ მესამე ადგილზე დავფიქრდით.


„ბერძნებთან თამაში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ იყო სასტარტო მატჩი. გუნდის განწყობისთვის და ზოგადად, ამ ტურნირისთვის იყო მნიშნველოვანი, თუ როგორ ჩავერთვებოდით და შევიდოდით საწყისი წუთებიდან. მწვრთნელის დავალება, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ იქნა შესრულებული, რადგან დაცვაში კარგად ვითამაშეთ. რაც ახალი მონახაზი გვაქვს, ის, ყველაფერი ნორმალურად გამოვიდა. მაქსიმალურად დავიხარჯეთ და ამის შედეგი იყო, რომ ტოპ-ნაკრებს, როგორიც არის საბერძნეთის გუნდუ და ის, მსოფლიო დონის ნაკრებია,  რომელიც ტრადიციულად, მსოფლიოს ოთხეულში და ხუთეულში, სულ არის ყველა დიდ შეჯიბრზე, ასეთი კარგი წინააღმდეგობა გავუწიეთ. 10-10 იყო ბოლო წუთებში და ცოტა დაგვაკლა. ეგ. არაფერი დიდი სანერვიულო ამბავი არ არის.  უნდა გავაგრძელოთ მომზადება, შემდეგი თამაშებისთვის - კანადასთან და ბრაზილიასთან, რომლებიც ჩვენი უშუალო კონკურენტები არიან. ამ გუნდებთან, აუცილებელი იქნება საჭირო სწორი თამაში. დაცვაში, ის დავალება, რაც იქნება მწვრთნელის მიერ იქნება მოცემული, უნდა შესრულდეს და ამის ხარჯზე, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. მე ამის მჯერა. ამ გუნდებთან გამარჯვების შანსები არის და თუ, ჯგუფში მე-3 ადგილზე გავედით, ეს ჩვენი ნაკრებისთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება," - ამბობს ზუკა რურუა, რომელიც კონკრეტულ ტურნირზე, არა როგორც ნაკრების ლიდერი მოთამაშე, არამედ, მწვრთნელის ასისტენტის ამპლუაშია წარმოდგენილი და დასძენს, რომ დანარჩენზე მერე ვიფიქროთო.


ბუნებრივია, ახლა მთავარია, დღეს კანადასთან და შემდეგ ბრაზილიასთან გამარჯვება, და მერე, რატომაც არა, მონტენეგროსთანაც იქნებ, გახდეს შესაძლებელი, ერთი „ბერძნული გაკვეთილის" ჩატარება. ბოლო შეხვედრას, ჩვენი გუნდი, სწორედ მონტენეგროს ძლიერ ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც ბერძნებთან ერთად, ჯგუფის ფავორიტად არის მიჩნეული.


ახლა, რაში გვაწყობს ჯგუფის მე-3 ადგილი. მოგეხსენებათ, ჯგუფიდან გასული 4 გუნდი, მეორე ჯგუფიდან გასულ 4 გუნდს, ოლიმპიური თამაშების 3 საგზურისთვის, ¼ ფინალში დაუპირისპირდება ერთმანეთს. იმ შემთხვევაში, თუკი, ჩვენ მე-3 ადგილზე მოვახერხებთ გასვლას, მეორე ჯგუფის გამარჯვებულთან, რომელიც დიდი ალბათობით, ხორვატიის ნაკრები იქნება დაპირისპირებას, ამ ეტაპზე ავიცილებთ თავიდან. ½ ფინალში გამარჯვების შემთხვევაში კი, ავტომატურად, ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტები გავხდებით. ½ ფინალში მარცხის შემთხვევაში, ჩვენ დარჩენილი მესამე საგზურის მისაღებად, კიდევ ერთი შანსი მოგვეცემა.



ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრებმა, ბერძნები დააბნია და გააბრაზა

ქართველი წყალბურთელები როტერდამში ოლიმპიური საგზურის მიღებას შეეცდებიან

Credit: @FINA