
როტერდამში, ქართველმა წყალბურთელებმა, პრინციპულ მეტოქესთან, პრინციპული მატჩი მოიგეს და ახლა, ჯგუფში მესამე პოზიციაზე გასასვლელად, რაც ¼ ფინალში შედარებით სუსტ მეტოქეს შეგვახვედრებს ერთი ნაბიჯიღა აშორებთ. მატჩის დაწყებამდე, ამ წყვილში ფავორიტად, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის თანაბარი გუნდები თამაშობდნენ, სწორედ საქართველოს ნაკრები ითვლებოდა. თუმცა, თურქეთთან არშემდგარი თამაშის შემდეგ, შესაბამისად კი, სათამაშო ტონუსიდან ამოგდებული დღე, რამდენად დადებითად ან უარყოფითად იმოქმედებდა ჩვენს ნაკრებზე, მხოლოდ მატჩის მსვლელობისას გამოჩნდებოდა.
აქვე, ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე, კანადელებთან მატჩი იყო მეორე, რომელშიც VAR-ს (ვიდეო რეფერი), აშკარად დაგვჩაგრა. წინა შეხვედრის მსგავსად VAR-მა ორი გოლი არ ჩაგვითალა, ჩენს კარში კი, არარსებული ჩათვალა.
კანადელებთან დაპირისპირება კი, საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა და თუ არ ჩავთვლით მეორე ტაიმის ორ პერიოდს, რომელშიც საყაიმო ანგარიშ 8-8 დაფიქსირდა ქართველთა სერბი მწვრთნელის დეიან სტანოიევიჩის, შეგირდებმა, მოახერხეს და 3 ბურთზე მეტად, კანადელებს ანგარიშის შემცირების საშუალება არ მისცეს. სხვათა შორის, როტერდამში მიმდინარე ტურნირის მსვლელობისას, ნატურალიზებულ ქართველ ლეგიონერებს, საქართველოს ნაკრები 4 მუშკეტერიც კი, რომლებთანაც გამკლავება არც ისე იოლი საქმეა. მართლაც, დღესაც, 14 გატანილი გოლიდან 10 სწორედ, ჩვენი ეროვნული ნაკრების ხორვატ, მონტენეგროელ და იტალიელ წყალბურთელებზე მოდის.
0-1/ 1-1 / 1-2 / 1-3 ეს არის ანგარიში, რომელიც პირველი მეოთხედის შემდეგ დაფიქსირდა და ქართველებმა 2 ბურთის სხვაობით მოიგეს. მატჩამდე, ჩვენ ვწერდით, რომ სერბი სპეციალისტი, სათამაშო ტაქტიკას, დაცვაში სწორ თამაშზე ააგებდა და მართლაც, ამ პერიოდში, კარგი ზონალური დაცვის ხარჯზე, საქართველოს ნაკრებმა პერიოდის მოგება შეძლო. შეხვედრის ამ მონაკვეთში გაშვებული ერთადერთი გოლიც, სწრაფი კონტრშეტევის დროს გავიდა.
შეიძლება ითქვას, ასეთი მომენტი, კანადელებს მატჩის მიმდინარეობისას რამდენჯერმე ჰქონდათ, თუმცა, დასრულებას თავს ვერ აბავდნენ და სხვა შემთხვევაში, ჩვენი ნაკრების მეკარე, ირაკლი რაზმაძე იყო მოწოდების სიმაღლეზე. სხვათა შორის, რაზმაძეს 23-ჯერ დაურტყეს და მან 12 ბურთის მოგერიება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ 4 მუშკეტერის შემდეგ, ის ერთ-ერთი შესამჩნევი ფიგურაა თამაშში.
მეორე პერიოდში, ჩვენმა გუნდმა სხვაობა, სამ ბურთამდე გაზარდა (1-4/ 2-4 / 2-5 / 3-5/ 3-6). შეხვედრის ამ მონაკვეთში, ქართველთა მიერ კარის ჩარჩოში დარტყმული 2-ჯერ აღემატებოდა კანადელთა მცდელობებს. ქართველების გოლით დაიწყო მესამე პერიოდიც სადაც ჩვენმა ნაკრებმა ჯერ ოთხი და შემდეგ 5-ბურთიან უპირატესობას მივაღწიეთ, თუმცა, ჩვენმა მოწინააღმდეგე, ამ მალევე მოახერხა სტატუს-კვოს აღდგენა და ამ მომენტიდან ჯერ მესამე პერიოდში (3-7/3-8 / 4-8 / 5-8/ 5-9 / 6-9/ 6-10 / 7-10 ) , შემდეგ კი დასკვნითშიც, კუდში კი, გვსდია, მაგრამ მეტი ხეირი ვერ ნახა.
როგორც გითხარით მესამე პერიოდი ფრედ, 4-4 დასრულდა, ისევე როგორც მეოთხე (7-11/ 8-11/ 8-12 / 9-12 / 9-13/ 10-13/10-14/ 11-14 ) თუმცა, საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ, სამბურთიანი სხვაობით მაინც მოახერხა მნიშვნელოვანი მატჩის მოგება. ერთი მომენტი, ალბათ, რაც მომდევნო თამაშებში საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა საფიქრალი იქნება, მოწინააღმდეგე გუნში, ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეებისთვის მეტი ყურადღების დათმობაა. მაგალითად, ისეთისთვის, როგორიც, დღეს, კანადელთა შორის მე-12 ნომერი მარკ დი სოუსა იყო, რომელმაც, რაზმაძეს 7-ჯერ დაურტყა და ხუთჯერ გაუტანა. აქედან, გოლების უმეტესობა შორი მანძილიდან იყო დარტყმული.
ბუნებრივია, საბერძნეთთან გამართული რთული მატჩის შემდეგ, სადაც ჩვენს გუნდს მიზნად, გამარჯვებას არავინ უსახავდა, ამჯერად სასურველ შედეგად, მხოლოდ მოგებას თვლიდნენ. ამდენად, საქართველოს წყალბურთის წრეებში მიაჩნიათ, რომ გუნდი გეგმის მიხედვით მიდის და ახლა, შემდეგი „გაჩერება" ბრაზილიასთან გასამართი ხვალინდელი მატჩია, რომელიც თბილისის დროით, 20:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა სტატისტიკა:
ირაკლი რაზმაძე 12 სეივი/23 დარტყმა, ნიკოლოზ შუბლაძე (არ უთამაშია)
ბექა ქავთარაძე 0 გოლი / 0 დარტყმა; ვალიკო დადვანი 0/0, რევაზ იმნაიშვილი 1/3, ანდრია ბითაძე 1/3, მარკო ელაჩა 4/9, ხვიჩა ჯახაია 1/2, ნიკა შუშიაშვილი 1/4, მარკო ელეზი 2/4, გიორგი მაგრაქველიძე 0/3, ფაბიო ბარალდი 2/2, ბორის ვაპენსკი 2/7
დღესვე, ჯგუფში:
ბრაზილია - მონტენეგრო 5-15
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებისთვის ჯგუფური მესამე ადგილი წარმატება იქნება
საქართველოს ნაკრებმა, ბერძნები დააბნია და გააბრაზა
ქართველი წყალბურთელები როტერდამში ოლიმპიური საგზურის მიღებას შეეცდებიან
Credit: @FINA





ჩვენ








