
სერბეთთან მატჩამდე, რომელიც საქათველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის, თბილისური „ბაბლის" პირველი დაპირისპირებაა ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ჯგუფის დარჩენილ მესამე ფანჯარაში, „ბაბლის" მონაწილენი ფიბა-ს მიერ დაწესებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების შესაბამისად, ცდილობენ მაქსიმალურად აითვისონ ის სივრცეები, რომელიც მათთვის არის გამოყოფილი და თამაშებისთვის სათანადო მზადებაში ეხმარება.
ამავე შეზღუდვებიდან გამომდინარე, ჩვენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადებას, კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციებით ვიგებთ და ვცდილობთ ბიჭების განწყობა, მკითხველამდე მივიტანოთ. მითუმეტეს, რომ ამ „ბაბლზეც" COVID 19-ის რეგულაციების გამო, გულშემატკივარს, სპორტის სასახლეში არ დაუშვებენ.
ილიას ზუროსის გუნდი, შეგახსენებთ, რომ დღეში, ორჯერად ვარჯიშებს ატარებს. ჩენი გუნდის წევრებმა დღეს, შუადღისას ფიტნეს-დარბაზს მიაშურეს და ტრენაჟორებზე ივარჯიშეს.
„ნაკრები, სრული შემადგენლობით ვვარჯიშობთ. მეორე დღეა, რაც მომზადება დავიწყეთ. გვაქვს ორჯერადი ვარჯიშები, როგორც ფიზიკური, ასევე ტაქტიკური. ვამუშავებთ ყველაფერს. მოკლედ დრო გვაქვს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მოკლე დროში, მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. რაც მთავარია, არ გვაქვს ტრავმები, ყველა ჯანმრთელად ვართ და გუნდში კარგი განწყობაა. საბრძოლო განწყობაა. ამიტომ ვაგრძელებთ მზადებას და იმედი მაქვს, რომ თამაშისთვის სრულად მზად ვიქნებით', - ამბობს დუდა სანაძე, ნაკრების კალათბურთელი.
„დილით, ვივარჯიშეთ მსუბუქად. შემდეგ, შემოვედით სატრენაჟორო დარბაზში. გამოვიყენეთ სივრცე რაც გვაქვს. თანამედროვე კალათბურთში, ფიზიკური მომზადება მნიშნელოვანია. და ჩვენც, მაქსიმალურად ვცდილობთ, თამაშებს მზად შევხვდეთ", - ამბობს გივი ბაქრაძე, ნაკრების კალათბურთელი.
„ბიჭები, არიან კარგ კონდიციაში, როგორც ჩვენი სუპერლიგის მოთამაშეები, ასევე უცხოეთში მოთამაშენი. გავდივართ, როგორც ტექნიკურ-ტაქტიკურ მომზადებას, ასევე, მზადებას ფიტნეს-დარბაზში. ცდილობთ, რომ თამაშებს მაქსიმალურად მზად შევხვდეთ", - ამბობს ირაკლი შიოშვილი, ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი.
სასტუმრო „თბილისი მერიოტში", სადაც თბილისური „ბაბლის" მონაწილე გუნდები არიან შეკრებილნი, როგორც საქართველოს, ასევე სხვა მონაწილეებისთვის სათანადო პირობები არის შექმნილი და ნაკრებ გუნდები, ტრენაჟორებით სპეციალურად გაწერილი გრაფიკით სარგებლობენ.





ჩვენ








