
ორი ასაკობრივი ტურნირი, რომელსაც საქართველო უკვე დღეიდან, ევროპის 2020 წლის ქალ 20-წლამდელთა ჩემპიონატის მოსამზადებელად გამოიყენებს - საქართველოს 17 და 19-წლამდელები იმ ტურნირისთვის ემზადებიან, რომელიც 2020 წელს საქართელოში გაიმართება.
მანამდე კი, ნიონში, დღეს გაირკვა უეფას 2018-19 წლების 17-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიციკაციო ჯგუფები. წილისყრის შედეგად, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები მე-11 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მოწინააღმდეგეები ჰოლანდიის, შვედეთისა და ლატვიის ნაკრებები იქნებიან.
„საკმაოდ ძლიერი ჯგუფია. შვედეთს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს. ჰოლანდია, დიდი პროგრესს განიცდის ქალთა ფეხბურთში, რის შესახებ ისიც მოწმობს, რომ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატი ჰოლანდიამ მოიგო. რაც შეეხება ლატვიას, ვფიქრობ, შეგვიძლია მათი დამარცხება. ჩვენთან. ამ ასაკში, კარგი თაობა მოდის და თუ ბევრს იშრომებენ, ნამდვილად შეიძლება ყველა გუნდთან თამაში. ამას გარდა, ელიტრაუნდში, 2 საუკეთესო მე-3 ადგილიც გადის. გამომდინარე აქედან, შესაძლოა, ნებისმიერი გუნდი ერთი მოგებითაც მოხვდეს ელიტრაუნდში", - ამბობს ლევან ბაჯელიძე, საქართველოს ქალთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელი.
აღნიშნული ტურნირის ფინალური ასპარეზობა ბულგარეთში გაიმართება 2019 წლის გაზაფხულზე. მანამდე კი 11 ჯგუფში გადანაწილებული 44 გუნდი, ჯგუფებში, იმ 2-2 საუკეთესოს და 2 საუკეთესო მე-3 ადგილის მფლობელს გამოავლენს, რომლებიც 2018 წლის შემოდგომაზე, უკვე ელიტრაუნდში იასპარეზებენ და ფინალურ ეტაპზე გადასასვლელ საუკეთესო 7 გუნდს გამოავლენენ, რომლებსაც, მასპინძელი ბულგარეთი დაემატება.
ამ გათამაშებაში, რეკორდულად დიდი რაოდენობით, 47-მა გუნდებმა მოიყარა თავი. მათგან ჯგუფურ საკვალიფიკაციოს 44 ითამაშებს. დებიუტი ექნება ალბანეთის 17-წლამდე ქალთა გუნდს. ელიტრაუნდში კი ჯგუფური საკვალიფიკაციოს შემდეგ გასულ გუნდებს, გერმანიისა და ესპანეთის 17-წლამდელები დაემატებიან. ეს ის ორი ნაკრებია, სადაც ელიტრაუნდის ეტაპი ჩატარდება.
დღესვე ნიონში, უეფას 2018-19 წლების 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიციკაციო ჯგუფების წილისყრაც ჩატარდა. წინა ასაკობრივი ჯგუფის მსგავსად, აქაც, ტურნირში მონაწილეობის მსურველთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - 51 ქვეყანა. მათ შორის ლიხტენშტეინი, პირველად იასპარეზებს ტურნირზე. ფინალურ ეტაპი, რომელსაც შოტლანდია უმასპინძლებს კი, 20-წლამდელთა ეროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო სტატუსითაც ისარგებლებს.
ისევე, როგორც 17-წლამდელთა შორის, 19-წლამდელებშიც ეტაპები ანალოგიური პრინციპით ნაწილდება. საკვალიფიკაციო ეტაპის 12 ჯგუფიდან, ელიტრაუნდში გადის 2-2 საუკეთესო და 2-იც საუკეთესო მესამე ადგილოსანი. 19-წლამდელებში, ქართველ გოგონებს, მე-4 ჯგუფში მოუწევთ ასპარეზობა და მათი მეტოქეები, ნორვეგიის, ჩეხეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ნაკრებები იქნებიან.
„U19 ჯგუფში ორი საკმაოდ ძლიერი ნაკრები, ნორვეგიისა და ჩეხეთის შეგვხდდნენ. ისევე, როგოც 17-წლამდელებთან, ამ ასაკშიც, თამაში ყველა გუნდთან შეიძლება. თუმცა ჯგუფის ფავორიტად ნორვეგიას მივიჩნევთ. ", - ამბობს ლევან ბაჯელიძე.





ჩვენ








