საქართველოს ნაკრები ¼ ფინალში მოწინააღმდეგის მოლოდინშია
საქართველოს ნაკრები ¼ ფინალში მოწინააღმდეგის მოლოდინშია
17.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, როტერდამში მიმდინარე, ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე, ბრაზილიის ნაკრები, ანგარიშით 12-8 დაამარცხა. ეს საქართველოს ნაკრების მეორე გამარჯვება იყო უშუალო კონკურენტებთან, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქართველმა წყალბურთელებმა, ჯგუფში მე-3 ადგილი გაინაღდეს და ახლა, მეორე ჯგუფში, მეორე ადგილზე გასულ გუნდს დაელოდებიან. თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, რუსეთი, ხორვატია თუ ნიდერლანდები, ამას ხვალინდელი დღე და ჯგუფებში, ბოლო მატჩები გაარკვევს. დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი, ნიკოლოზ შუშიაშვილი დაასახელეს, რომელიც დღეს, ე.წ „სპრინტებშიც" საუკეთესო იყო და 3 გოლის გატანაც მოახერხა.


„უპირველესად, დღეს, კარგად ვითამაშეთ გუნდურად. ჩვენ ვიყავით აქტიურები, აგრესიულები და ეს, თამაშის მოგებაში დაგვეხმარა. ინდივიდუალურადაც, გუნდმა სწორედ იმოქმედა და ეს, მეც დამეხმარა. მონტენეგროსთან მატჩში, ერთი რაც ვიცი, ისაა, რომ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, კარგი შედეგისთვის ვიბრძოლებთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვიცით, მხოლოდ იმის გამო, რომ მონტენეგრო, წყალბურთში დიდი გუნდია, ჩვენ არ ვიბრძოლებთ. ჩვენ აქ ვართ, რათა, ოლიმპიურ თამაშებზე ვითამაშოთ. ჩვენ, ამ მიზანთან ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ვნახეთ ხორვატიისა და რუსეთის შედეგი, მაგრამ ვიტყოდი, რომ ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და ვინ იქნება ¼ ფინალში ჩვენი მეტოქე, რუსეთი, ხორვატია თუ, ნიდერლანდები, მზად ვიქნებით და ვიტყვით, ჩვენა სიტყვას", - ამბობს ნიკა შუშიაშვილი.  


მატჩის შემდეგ, ბრაზილიელთა მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ თამაშის მიმდინარეობისას ის იძულებული იყო, შეეცვალა თამაშის ტაქტიკა და პრესინგიდან, ზონურ დაცვაზე გადასულიყო. თუმცა, ეს, რომ გასაკეთებელი იყო, ჩვენი მოწინააღმდეგეს მთავარი მწვრთნელი, მხოლოდ მეორე პერიოდის მიწურულს მიხვდა. ამ დროისთვის კი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, ანგარიში, უკვე 6-2 იყო.  


აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრებთან შედარებით, ბრაზილიელებთან მატჩში, გაიხსნა ნიკა შუშიაშვილი. მის ანგარიშზე დღეს 3 მცდელობიდან 3 გოლია. აღსანიშნავია ელაჩა, რომელიც არათუ ჩვენს ნაკრებში, არამედ, ჯგუფში ერთ-ერთი შედეგიანია. დღეს, შედარებით ნაკლები სამუშაო ჰქონდა ირაკლი რაზმაძეს, თუმცა, მატჩს ბოლო პერიოდშიც ამ ტურნირზე, ერთ პერიოდში ყველაზე მეტი გოლი გაუშვა. შესაბამისად, ეს იყო, ერთად-ერთი მეოთხედი, რომელიც ქართველმა წყალბურთელებმა წააგეს. აქვე, შეგახსენებთ, რომ პერიოდების მიხედვით თამაში ასე განვითარდა: 3-1, 3-1, 2-1, 4-5.


„გამარჯვება, ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამ ტურნირისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ჯგუფი მესამე ადგილზე დაგვესრულებინა და მეორე ჯგუფში, მეორე ადგილზე გასულ გუნდს შევხვედროდით. ეს იყო, ჩვენი მიზანი აქ. თუმცა, მხოლოდ ამ შედეგით ვერ დავკმაყოფილდები. შევხედავ, ხვალ, როგორ გამოვალთ მონტენეგროს შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ. შემდეგ, უკვე ვეცდებით ვაჩვენოთ, ჩვენი მაქსიმუმი და მოვხვდეთ ამ გათამაშების 4 საუკეთესო გუნდს შორის. დღევანდელი თამაში არ იყო მარტივი, ორივე გუნდი შედეგისთვის თამაშობდა. სპორტში, უნდა გქონდეს მიზნები, სურვილი და ენერგია. მე არ ვფიქრობ, რა და როგორ იქნება სხვაგან, ვფიქრობ, კონკრეტულ თამაშებში შედეგის მიღწევაზე,"- ამბობს დეიან სტანოიევიჩი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა სტატისტიკა:

ირაკლი რაზმაძე 9 (სეივი)/17 (დარტყმა), ნიკოლოზ შუბლაძე (GK, არ უთამაშია)  

ბექა ქავთარაძე 0/0, ვალიკო დადვანი 0/3, რევაზ იმნაიშვილი 0/0, ანდრია ბითაძე 0/2, მარკო ელაჩა 1/3, ხვიჩა ჯახაია 1/2, ნიკა შუშიაშვილი 3/3, მარკო ელეზი 3/4, გიორგი მაგრაქველიძე 0/1, ფაბიო ბარალდი 2/6, ბორის ვაპენსკი 2/4


დღეს ჯგუფში:

საბერძნეთი - მონტენეგრო  4-8


მეორე ჯგუფში:

რუმინეთი - გერმანია 12-7

ხორვატია - რუსეთი 13-14

ნიდერლანდები - საფრანგეთი 11-11


როტერდამის შესარჩევი ტურნირის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, საიდანაც მომდევნო ეტაპზე ჯგუფებიდან 4-4 საუკეთესო გუნდი გადის ¼ ფინალში ამ ეტაპზე შემდეგი  ვითარებაა:

A ჯგუფი:

1.       მონტენეგრო - 6

2.       საბერძნეთი  - 4

3.       საქართველო - 4

4.       კანადა - 2

5.       ბრაზილია - 0

6.  თურქეთი (მოხსნილია ტურნირიდან, კორონა ვირუსით ინფიცირებული მოთამაშეების გამო)


B ჯგუფი:

1.       რუსეთი 7

2.       ხორვატია 6

3.       ნიდერლანდები -5

4.       რუმინეთი - 3

5.       საფრანგეთი - 3

6.       გერმანია - 0


ხვალინდელი, ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს, მატჩები შემდეგი თანმიმდევრობით გაიმართება:

16:00 მონტენეგრო - საქართველო

17:30 კანადა - საბერძნეთი

20:30 საფრანგეთი - რუმინეთი

22:00 რუსეთი - ნიდერლანდები

23:30 ხორვატია - გერმანია


ფოტო: @FINA