
როტერდამში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, წინასწარ შედგენილი გეგმით მოქმედებს. ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ჩვენი გუნდი მესამე საფეხურზეა, რამაც მინიმუმ ¼ ფინალში თამაშის უფლება მოგვცა. ამასთან, საქართველოს ნაკრებს არც ერთ თამაში, არც ერთი პერიოდი არ „ჩაუგდია" და ისეთ გუნდებთანაც, კი, როგორებიც საბერძნეთი და მონტენეგრო არიან მინიმალური სხვაობით იწვნია მარცხი.
„ბუნებრივია, ჩვენ ვიცით, რომ არ ვართ მონტენეგროსა და საბერძნეთის ნაკრებების დონის გუნდი, მაგრამ სხვა გუნდების დამარცხება შეგვიძლია. ჩვენ თავიდანვე დავისახეთ მიზნად, რომ ჯგუფში მესამე ადგილი დაგვეკავებინა. ჩვენ შევეცადეთ და ეს არ იყო ილიო, რადგან ჩვენ არ ვიცოდით, ამ კორონა-ვირუსის პანდემიის დროს, სხვა გუნდები როგორ მოემზადნენ. ამასთან, მეც გუნდთან მუშაობა, სამი კვირის წინ დავიწყე. ყველა ჩვენგანისთვის, ეს იყო ახალი გამოცდილება და ჩვენ არ ვიცოდით რა იქნებოდა. ახლა, ეს ნაწილი გაკეთებულია, მაგრამ ამით, სამუშაო სულაც არ დასრულებულა. ხვალ, არის თამაში, რომელმაც შესაძლოა, ოლიმპიური თამაშების კარი გაგვიღოს. ასე, რომ მოვემზადებით თამაშისთვის და ვაჩვენებთ რა შეგვიძლია და როგორ შეგვიძლია თამაში" - ამბობს დეიან სტანოიევიჩი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მონტენეგროსთან დასრულებული მატჩის შემდეგ.
ქართველთა სერბმა მწვრთნელმა, ფაქტია, რომ ამ სამ კვირაში მოახერხა ის, რომ საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩში, ოთხიდან, სამი პერიოდი ფრედ ითამაშა და საბოლოოდ მხოლოდ, 2 ბურთით, 11-9 (3-3 / 3-1 / 1-1 /4-4) წააგო.
შეხვედრა კი, ამ ტურნირზე, უკვე რამის ტრადიციად ჩამოყალიბებული ბორის ვაპენსკი გოლით დაიწყო. თუმცა, მონტენეგრომ კბილები გამოჩინა, გაათანაბრა, დაწინაურდა და შეეცადა, ყველა მონაკვეთში პრესინგი ეთამაშა, რაც კარგადაც გამოსდიოდა. სხვათა შორის, ამ ტურნირზე იშვიათი გამონაკლისი მოხდა დღეს და VAR-მა გოლი ქართველთა ნაკრების სასარგებლოდ ჩათვალა. ბრაზილიასთან, უღიმღამოდ ჩატარებული მატჩის შემდეგ, კვლავ, მოწოდების სიმაღლეზე იყო, ირაკლი რაზმაძე, რომელმაც ბოლო მეოთხედში, მონტენეგროელებს, პენალტიც კი აუღო.
მეორე მეოთხედში, მონტენეგრომ მაინც მოახერხა ჩვენი გუნდის დაღლა და თითქმის მთელი პერიოდი, 3-ბურთიანი უპირატესობით გვისწრებდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს კარში, სამივე გოლი კონტრშეტევიდან გავიდა. თუმცა, პერიოდის მიწურულს, ერთი გოლის გაქვითვა მოვახერხეთ და დიდ შესვენებაზეც მხოლოდ 2 ბურთის მინუსით გავედით.
მესამე პერიოდში, გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და გადამწყვეტი მეოთხედისთვის მოემზადნენ, სადაც 4 ბურთით „გაქცევა" მოახერხეს. ბუნებრივია, ამ ვითარებაში, მაშინ როდესაც, მონტენეგროს გუნდი, ბოლო პერიოდში მსგავსს ახერხებს, ბევრი სხვა გუნდი, ყურებს ჩამოყრიდა, მითუმეტეს, რომ ჯგუფშიც მესამე ადგილი გარანტირებული ჰქონდა და ძალებს, ¼ ფინალისთვის შემოინახავდა. ამ დეტალის გათვლით, როგორ ჩანს დღეს სტანოიევიჩმა, იმ მოთამაშებსაც მისცა თამაშის უფლება, რომლებსაც ტურნირზე სათამაშო დრო არ მიეცათ. თუმცა, რაც საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების თამაშში, ამ ტურნირზე განსაკუთრებით მოგვწონს, არის ის შემართება, რაც მათ გაზრდის და წინსვლის საშუალებას გვაძლევს. ასე მოხდა დღესაც და საქართველოს ნაკრებმა, ამ ოთხი გოლს „ამოღება" მოახერხა და საბოლოოდ, ძლიერ მეტოქესთან, მხოლოდ, 2-ბურთიანი სხვაობით წააგო.
ახლა, ქართველები რუსეთისა და ნიდერლანდების დაპირისპირებას ელიან, სადაც, ჩვენი გუნდის მეტოქე გაირკვევა ¼ ფინალში.
საქართველოს ნაკრების სტატისტიკა
ირაკლი რაზმაძე 13 (მოიგერია) /24 (დარტყმა) , ნიკოლოზ შუბლაძე 2 /2
ბექა ქავთარაძე 0 (გოლი) /0 (დარტყმა), ვალიკო დადვანი 0/0, რევაზ იმნაიშვილი 0/0, ანდრია ბითაძე 1/4, მარკო ელაჩა 1/3, ხვიჩა ჯახაია 1/3, ნიკა შუშიაშვილი 1/1, მარკო ელეზი 0/3, გიორგი მაგრაქველიძე 2/2, ფაბიო ბარალდი 1/1, ბორის ვაპენსკი 2/6
ჯგუფის სხვა თამაში
კანადა - საბერძნეთი 6-19
1. მონტენეგრო - 8
2. საბერძნეთი - 6
3. საქართველო - 5
4. კანადა -2
5. ბრაზილია -0
მეორე ჯგუფი
20:30 საფრანგეთი - რუმინეთი
22:00 რუსეთი - ნიდერლანდები
23:30 ხორვატია - გერმანია
ფოტო: @FINA





ჩვენ








