გახსნილი და სასიამოვნო ამერიკელი, რომელიც თამაშებშიც ასევე გაიხსნება
გახსნილი და სასიამოვნო ამერიკელი, რომელიც თამაშებშიც ასევე გაიხსნება
18.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, თბილისის სპორტის სასახლეში, ევრობასკეტი 2022-ის ბოლოსწინა მატჩს, შესარჩევ ჯგუფში გამართავს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, საკმაოდ ძლიერი, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ. თბილისური „ბაბლის" წინ, რომელზეც კორონა ვირუსის პანდემიის რეგულაციების გამო, გულშემატკივარი არ დაესწრება, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, ამ დანაკლისის შევსებას ცდილობს და ქართველ გულშემატკივარს, საკუთარი ინტერნეტ-გამოცემებით, ჩვენი ნაკრების მზადების შესახებ, ამომწურავ ინფორმაციას აწვდის. ამჯერად, ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი, საქართველოს ნაკრებს ახალი ნატურალიზებული კალათბურთელის შესახებ ავრცელებს ვიდეორგოლს, სადაც კონერი ქართველ გულშემატკივარს თავს აცნობს:


„ამერიკელი კონერ ფრენკამპი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონია ამერიკის შეერთებული შტატების 17-წლამდელთა ნაკრებში, საკმაოდ გახსნილი და სასიამოვნო მოსაუბრეა.


კალათბურთის თამაში ძალიან პატარა დავიწყე. პირველი მატჩი 5 წლის ასაკში ვითამაშე და ვარჯიში არასდროს შემიწყვეტია. აქ, ახლა, სწორედ ამიტომაც ვარ. პროფესიონალი კალათბურთელი.


საქართველოში ჩამოსვლამდე, ვიცოდი, რომ ამ ქვეყანაში, სუპერლამაზი და მეგობრული ხალხი ცხოვრობს. ამაში, თბილისში ჩამოსვლისთანავე დავრწმუნდი. საქართველოს ნაკრებში, თავს ისე ვგრძნობ, როგორც ოჯახში. ძალიან მსიამოვნებს ქართველებთან ურთიერთობა და იმედი მაქვს, რომ აქ, დიდხანს დავრჩები და კიდევ უფრო უკეთ გავიცნობ.


თად მაკფადენს, ორი თუ სამი კვრის წინ შევხვდი, ესპანეთში. ჩვენმა გუნდებმა, ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს.  მატჩის შემდეგ, თადს, საქართველოს შესახებ ველაპარაკე. მითხრა, რომ აქ, ყველაფერი მოსწონს. მის სიტყვებშიც, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დავრწმუნდი.


საქართველოს ნაკრებში თამაში, რომ შემომთავაზე, ძალიან გამიხარდა. ჩემთვის, დიდი პატივია, ამ ქვეყნის ღირსების დაცვა. ვეცდები კარგად ვითამაშო, გუნდთან ერთად გავიმარჯვო და წინ, წარმატებულად ვიარო. მინდა, კარგად გავუგო ქართველ კალათბურთელებს და მათთან ერთად, გამარჯვებები მოვიპოვო. გიორგი შერმადინი, ესპანეთში ძალიან სახელოვანი კალათბურთელია და მის გვერდით თამაში, ჩემთვისაც საინტერესოა.


რას უნდა ელოდეს ქართველი გულშემატკივარი ჩემგან? პირველ რიგში,  ორ გამარჯვებას უახლოეს მატჩებში. შემიძლია ჩაგდება, პასი. უნდა ელოდოს, რომ ქვეყანას, კარგად წარმოვაჩენ.


17 წლის ვიყავი, ამერიკის ნაკრებთან ერთად, ლიეტუვაში, მსოფლიოს ჩემპიონი, რომ მოვიგე. ნაკრებთან ერთად, გამარჯვება განსხვავებულია. თუმცა, ახლა, ზრდასრული ვარ და ნაკრებიც სხვა მყავს, მაგრამ მიზანი იგივეა, გამარჯვება. საქმეს კი, ევრობასკეტის შესარჩევით ვიწყებთ. ვიცით, რომ სერბეთი კარგი გუნდია და თან, მას გამარჯვება სჭირდება მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ის გუნდი, იმსახურებს დიდ პატივისცემას და ყურადღებას ჩვენგან.


რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, ფინეთს, ამაზე შაბათს, სერბეთთან მატჩის შემდეგ ვილაპარაკებთ.


ყველაზე ტკბილი საკალათბურთო მოგონება, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ამერიკის ნაკრებთან ერთად მოგებული ოქროს მედალია. მაშინ, 17 წლის ვიყავი და ამიხდა ოცნება. ძალიან კარგი გუნდი გვყავდა. მაშინდელი ნაკრების უმეტესობა, ახლა, NBA-ში თამაშობს. ამიერიდან, უკვე სხვა ნაკრებთან ერთად, საქართველოსთვის ვიბრძოლებ წარმატებისთვის.


რა იყო NBA-ში ვერ მოხვედრის მიზეზი? ვერ მოვხვდი ისეთ კოლეჯში, სადაც, ვითამაშებდი ისე, როგორც შემიძლია. ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ შემიძლია წინ ვიარო და უფრო და უფრო, მაღალი დონის კალათბურთი ვითამაშო.


მაშინ, მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში ავსტრალია შეგვხვდა. კარგი გუნდი იყო, თუმცა, დიდი სხვაობით დავამარცხეთ.


იმედი მაქვს, რომ ამ სეზონს კარგად ჩავამთავრებ და მომავალ წელს, ევროლიგაზე ვითამაშებ. ამის კარგი შანსი მაქვს. მთელი ზაფხული ბევრს ვიშრომებ. შემდეგ, გამოჩნდება, რა მოხდება.