
ხვალ, საღამოს 9 საათზე, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირის ¼ ფინალში ხორვატიის უძლიერეს ნაკრებს დაუპირისპირდება.
როტერდამში მიმდინარე შესარჩევი ტურნირის მეორე ჯგუფის შეხვედრები ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგოც მოსალოდნელი იყო, საფრანგეთმა, რუმინეთის დამარცხება მარტივად მოახერხა 16-7.
საქართველოს ნაკრებისთვის საინტერესო წყვილში, რუსეთსა და ტურნირის მასპინძელ ნიდერლანდებს შორის, გამარჯვებული ერთმა ბურთმა გამოავლინა. ერთი მეტი კი, ამ შეხვედრაში რუსებმა გაიტანეს და ჯგუფში, 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. ნიდერლანდების ნაკრებმა კი, 5 ქულით, მეოთხე ადგილი დაიკავა და შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს, ¼ ფინალში მეტოქედ, სწორედ ხორვატიის ნაკრები დაუტოვა.
ჩვენმა მომავალმა მეტოქეებმა, დღეს, იმ გერმანიის ნაკრებს მოუგეს ანგარიშით 22-8, რომელთანაც, აღნიშნული ტურნირის მოსამზადებელი ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა ერთობლივი წვრთნა გაიარა.
ხვალ, ¼ ფინალური მატჩები შემდეგი თანმიმდევრობით გაიმართება:
17:00 მონტენეგრო - ნიდერლანდები
19:00 საბერძნეთი - საფრანგეთი
21:00 საქართველო - ხორვატია
23:00 კანადა - რუსეთი
შეგახსენებთ, რომ ½ ფინალში გამარჯვებული გუნდი, ავტომატურად, ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებს. დარჩენილი მესამე საგზურისთვის კი, გუნდებს კიდევ ერთი თამაშის ჩატარება მოუწევთ. თუმცა, ოლიმპიურ თამაშებამდე დარჩენილ 2 თამაშამდე, ჩვენს გუნდს, ჯერ, ¼ ფინალში მოუწევს თავის გამოჩენა.
ფოტო:@FINA





ჩვენ








