
ბოლო, მეოთხე მეოთხედმა გადაწყვიტა დღეს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და თამაშის ბედიც. ილიას ზუროსის ბიჭებს კი, 3 პერიოდის შრომა წყალში ჩაუყარა. ქართველებმა ამ მეოთხედში, მხოლოდ 9 ქულის დაგროვება მოახერხეს, მაშინ როცა, გერმანიის ნაკრება 19 ჩაგვიგდო. თუმცა, გერმანიის ქალაქ ქემნიცში, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან, რომელსაც 5 ძირითადი მოთამაშე (თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და ბექა ბურჯანაძე) აკლდა, ნაკრებიდან ევრობასკეტის შემდეგ წასული ზაზა ფაჩულიას და ვიქტორ სანიკიძის გარდა, ბევრი კატასრტოფას წინასწარმეტყველებდა. თუმცა კატასტროფა არ შედგა.
გერმანიაში გამგზავრებამდე, საქართველოს ნაკრების ბერძენი მწვრთნელის და მისი განახლებული სამწვრთნელო შტაბის ხელში, იყო მონახაზი, ვარჯიშების დროს, ეტაპობრივად შემოამტებული კალათბურთელები (მაგალითად, დინამოელები ფიბა ევროპის თაისის თამაშის შემდეგ შეუერთდნენ ნაკრებს, შემდეგ გოგა ბითაძე, მოგვიანებით, უკვე გერმანიაში დიქსონი და ბოლოს მანუჩარ მარკოიშვილი), მაგრამ, ერთია ვარჯიში და სულ სხვა თამაში, თანაც პირველი და ისიც გადახალისებული შემადგენლობით.

შეიძლება ითქვას, ილიას ზუროსი ავანტიურაზეც წავიდა, როდესაც პარკეტზე, სასტარტო ხუთეული შემდეგი შემადგენლობით - დვალიშვილი, ბოქოლიშვილი, მარკოიშვილი, დიქსონი, ცქიტიშვილი გამოუშვა. ამ მატჩში, ანგარიშს, საჯარიმო სროლებით ზირბესი ხსნის. თუმცა მალევე, დიქსონი გათანაბრებას ახერხებს. ამის შემდეგ, გერმანიის ნაკრები, რამდენიმე წუთით „გაგვექცა". ჩვენ კი დიქსონის აღებულ 2 ქულაზე, დიდი ხნით ვიყინებით. პირველი მეოთხედის ამ მონაკვეთში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქრათველოს კალათბურთელთა ნაკრები დაულაგებლად თამაშობს, არის ბევრი შეცდომა დაცვაში, არ გამოგვდის შეტევა, ვაგებთ ფარს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი კალათბურთელები ნელ-ნელა იწყებენ პერიმეტრის დატვირთვას, 3 ქულიანი არ ვარდება. სწორედ, ამ ვითარებაში ნავსი გატეხვას, ნაკრების დებიუტანტი მერაბ ბოქოლიშვილი ახერხებს ზუსტი 3-ქულიანით. მოვლენებს წინ გადავასწრებთ და ვიტყვით, რომ ილიას ზუროსს, რომელსაც ბოქოლიშვილი აშკარად ფავორიტებში ჰყავს, სასტარტო მატჩში, პარკეტზე 32:12 წუთს ატარებს, რაც დებიუტისთვის საკმაოდ კარგი დროა. მის ანგარიშზე, მართალია მხოლოდ 7 ქულა აღირიცხება თამაშის ბოლოს, თუმცა კალათბურთელის შრომა დასაფასებელია. ბოქოლიშვილის 3 ქულიანს, მალე მხარი აუბა დიქსონმაც, რომელმაც ზედიზედ 2-ჯერ მოახერხა 3 ქულიანის ჩაგდება.
„რაც ყველაზე მთავარია, ვითამაშეთ გუნდურად, ერთად და ვიბრძოლეთ, ბოლომდე. იყო შეცდომებიც, რაც მოსალოდნელი იყო გვქონოდა, რადგან, სრულიად ახალი გუნდი ვართ და ასე მოკლე დროში, ყველაფრის დალაგება ძნელია. ვიცოდი, რომ სასტარტოში მიწევდა დაწყება, როგორ გავამართლე მწვრთნელის მოლოდინი, ამის შეფასება გამიჭირდება. ძალიან სასიამოვნო იყო სავსე დარბაზში თამაში. სპორტი იმიტომ არის სასიამოვნო, რომ ხალხის წინაძე ითამაშო. არ აქვს მნიშვნელობა სად თამაშობ. სავსე ტრიბუნიდან, ყოველთვის დადებითი მუხტი მოდის", - ამბობს მერაბ ბოქოლიშვილი.

საქართველოს ნაკრების თამაშმა, ნელ-ნელა, თითქოს დალაგება დაიწყო. ილიას ზუროსი ცვლილებებს აკეთებს. პარკეტზე, გოგა ბითაძეს, მიშა ბერიშვილსა და ლევან ფაცაციას უშვებს. სროლა წაუვიდა მიშა ბეიშვილსაც, სწორედ მისი 3-ქულიანის წყალობით, საქრათველოს ნაკრები წინ გადის 13-14. ამ დროისთის დიქსოინის ანგარიშზე უკვე 8 ქულაა, 2 მოხსა, 2 ჩაჭრა და 2 გადაცემა. მეოთხედის ბოლოს, მიშა ბერიშვილის მორიგი 3 ქულიანით, ეს პერიოდი, ფრედ 18-18 მთავრდება. გადახალისებული შემადგენლობით, საქართვლოს ნაკრები ახერხებს, „კატასტროფის" ილუზიის დანგრევას. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ტაიმში, საქართველოს ნაკრებმა 12-ჯერ ზუსტად ისროლა 3 ქულიანი. ერთ ტაიმში და განსაკუთრებით, ერთ მეოთხედში ზუროსის ფორმაციის ნაკრებს, ამდენი სამქულიანი არა თუ ჩაუგდია, არამედ სროლის მცდელობაც კი არ ჰქონია.
პირველის მსგავსად დაიწყო მეორე მეთხედი. თითქმის ანალოგიური შეცდომებით დაცვაში, რასაც გერმანელთა 2 ზუსტი 3-ქულიანი და გერმანიის ნაკრების 6 ქულით დაწინაურება მოჰყვება. თუმცა, აქ საქმეში ბერიშვილის, მარკოიშვილისა და დიქსონის 3 ქულიანები ერთვება. საქართველოს ნაკრები, კვალვ წინ ახერხებს ანგარიშში გასვლას და ნელნელა ზრდის უპირატესობას. ბუნებრივია, იყო უმნიშვენლო შეცდომებიც, თუმცა პერიმეტრის ხარჯზე, ქართველი კალათბურთელები ამ მეოთხედის და შესაბამისად ტაიმის ერთი ქულით მოგებას ახერხებენ 40-41 (22-23).

ბუნებრივია, მასპინძლები ასე ადვილად, დარჩენილის დათმობას არ აპირებდნენ. პირველი 2 მეოთხედის მსგავსი სცენარით იწყება მეორე ტაიმიც. მესამე მეოთხედის სტარტზე, გერმანელები კვლავ ახერხებენ დაწინაურებას. ამას გარდა, პერსონალურებით იტვირთებიან ჩვენი ნაკრების საკვანძო მოთამაშეები. გერმანელები კი ნელ-ნელა პერიმეტრის გადაკეტვას ახერხებენ. თუმცა, საქართველოს ნაკრების მოთამაშეები, მაინც ახერხებენ, ნაპრალების მოძებნას. პირველი ამ მეოთხეში, 3-ქულიანს დინამოელი მიშა ბერიშვილი აგდებს. თამაში ქულა ქულაში მიდის, თუმცა მომენტებში გერმანელები, პერიმეტრის კარგი კონტროლის და დაცვაში ჩვენი შეცდომების ხარჯზე ახერხებენ, რომ საქართველოს ნაკრები მდევრის როლშია. ამ ვითარებაში, დიქსონის თითქმის, „თბილისიდან" ნასროლი 3-ქულიანით, ანგარიშს ათანაბრებს 55-55. ამის შემდეგ, გერმანელები კვლავ ახერხებენ 5 ქულით დაწინაურებას, თუმცა აქ, ბერიშვილისა და დიქსონის თამაშია გამოსაყოფი, რადგან სწორედ მათი გააზრებული თამაშით, საქართველოს ნაკრები მესამე მეოთხედსაც 1 ქულით, 60-61 იგებს.
„გუნდს აკლდა წამყვანი მოთამაშეები. მიუხედავად ამისა, მაინც შეგვეძლო მოგება. ბოლომდე ვიბრძოლეთ", - ამბობს მიხეილ ბერიშვილი.

ბოლო, მეოთხე მეოთხედის წინ საქართველოს ნაკრების შემადგენლოაცბაში ყველზე მეტი 23 ქულა მაიკლ დიქსონს ჰქონდა დაგროვებული. საერთო ჯამში დიქსონმა პარკეტზე 37:29 წუთი დაჰყო და ალბათ, აქედან გამომდინარე, ბოლო, დასკვნითი მეოთხედი, მას არ წაუვიდა. მე-4 პერიოდამდე, 14 ქულა იყო მიშა ბერიშვილის სათვალავში, აქედან 4 ზუსტი 3-ქულიანი. მატჩის ბოლოს, საქართველოს ნაკრების შემადგელობიდან, ოქმში, სწორედ ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი შეფასდა უმაღლესი ქულით.
აღსანიშნავია, რომ ბერიშვილის მსგავსად, დღეს დიდი სამუშაო გასწია მოედანზე მეორე დინამოელმა ლევან ფაცაციამაც. ფაქტია, რომ ქართულ სუპერლაში მოთამაშე, ამ 2 კალათბურთელს, უნდათ შემჩნევა თუ არა, ევროპულ ტურნირზე დაგროვებული გამოცდილება უკვე დაეტყოთ. ალბათ, აღსანიშნავია, ისიც, რომ ილიას ზუროსმა, დღეს, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის სატსარტო მატჩში, თამაშის საშუალება მისცა ყველა კალათბურთელს, რომელიც განაცხადში ჰყავდა.

როგორც თავში ავღნიშნეთ, საქართველოს გადახალისებული ნაკრები, დღევანდელ მატჩში, „კატასტროფას" კი ასცდა, მაგრამ 9 ქულით წააგო 79-70 (იხილეთ სტატისტიკა ) და ახლა, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა და შესაბამისად, მეორე გამოცდა ელის ჯგუფის ფავორიტთან და ვეროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონთან, სერბეთის ნაკრებთან, რომელიც 27 ნოემბერს ბელგრადში გაიმართება.
სასტარტო მატჩში, ზუროსის განკალრულებაში იყო გადახალისებული გუნდი და იყო მონახაზი. ახლა, არის უკვე ამ მონახაზით ჩატარებული, ერთი თამაში, სადაც იყო, შეცდომები, მაგრამ პირველის და დანაკლისის კვალობაზე, არც თუ ურიგო. ბუნებრივია, შესარჩევი ჯგუფის სტარტზეც კი მარცხი უსიამოვნოა, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ნაკრებს, გერმანიასთან მეორე შეხვედრის გამართვა სახლში მოუწევს. ზაფხულში, კი იმედს ვიტოვებთ, რომ გუნდთან ერთად ის მოთამაშეებიც იქნებიან, რომელთა არყოფნაც, დღეს საქართველოს ნაკრებს აშკარად დაემჩნა.
დღესვე, ჩვენს ჯგუფში, მეორე მატჩში, სერბეთმა, ბელგრადში 85-64 დაამარცხა ავსტრიის ნაკრები.






ჩვენ








