
თბილისი მერიოტში, სერბეთის ნაკრები, დღეს, ევრობასკეტი 2022-ის ფინალურ ეტაპზე გასვლას აუცილებლად იზეიმებს. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ, სერბებს უწინასწარმეტყველებენ, ამ ტურნირის მოგებას, დღევანდლამდე, მსოფლიოს ერთ-ერთ საკალათბურთო გუნდს, ევროპის ჩემპიონატზე თამაში განაღდებული არ ჰქონდა. შესაძლოა ამიტომაც, ღირსეულად, მაგრამ სერბებს, საქართველოს ნაკრებზე გამარჯვება მაინც ძლიან გაუხარდათ.
„გუნდში, რამდენიმე ახალი მოთამაშე გვყავდა. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას და დღეს ჩატარებულ მატჩს. ამავდროულად, ვულოცავ მთელს გუნდს, ჩვენ, სრულად შევასრულეთ ის სამუშაო, რაც სამწვრთნელო შტაბმა დაგვისახა. ეს არის მიზეზი, რის გამოც ეს თამაში მოვიგეთ. პირველ მეოთხედში და საერთოდ, პირველ ტაიმში, ცოტა შებოჭილად ვთამაშობდით და არ გამოგვდიოდა შორი მანძილიდან სროლები. მეორე ტაიმში ეს გამოვასწორეთ და კარგად გამოგვდიოდა დაცვაში, „პიკენრლი". ამიტომ გავიმარჯვეთ და ეს, ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოგება ძალიან გვჭირდებოდა", - ამბობს, მიროსლავ რადულიცა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე.

მოგვიანებით, საქართველოს ნაკრებთან, პირველ ტაიმში დაშვებულ შეცდომებზე გაამახვილებს ყურადღებას, სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, იგორ კოკოშკოვის არყოფნაში, დეიან მილოევიჩი. წაიტრაბახებს, თამაშით, რომელმაც მათ საქართველოსგან ისეთი გაქცევის შესაძლებლობა მისაც მესამე პერიოდში, რომ მასპინძლები, მათ ვეღარ დაეწივნენ.
„მინდა სერბეთის ნაკრებს მივულოცო. შესანიშნავად ითამაშეს, გვაჯობეს ბევრ კომპონენტში და დამსახურებულად გაიმარჯვეს. რაც შეგვეხება ჩვენ, სათამაშოდ, მოშვებულები გამოვედით. ამიტომ დავკარგეთ, ძალიან ბევრი ქულა. ახლა, კიდევ ერთი შანსი გვაქვს, ვეთამაშოთ ფინეთს და დაცვაში ისე ვითამაშოთ, როგორც ეს გვჩვევია. დღეს, დაცვის გარეშე ვითამაშეთ და შედეგიც სახეზეა. დღეს, ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. მათ ძალიან ბევრი სამქულიანი ჩაგვიგდეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში", - ამბობს გიორგი შერმადინი.

საწყენად, არა, მაგრამ, არა მხოლოდ დაცვაში, დღეს საქართველოს ნაკრები, კიდევ ბევრ კომპონენტში გამოიყურებოდა ცუდად. ბუნებრივია, მაშინ, როდესაც გუნდს ევროპის ჩემპიონატზე თამაში განაღდებული აქვს (მასპინძლის სტატუსით), ამასთან, ჯგუფის ლიდერია და პირველი ქულებიც, მხოლოდ დღეს დაკარგა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ დღეს, ცოტა ინერტულებიც კი, ვიყავით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ილიას ზურსს, დღეს, ძირითადი გუნდის ბევრი მოთამაშე აკლდა. თუმცა, ქართველთა ბერძენი მწვრთნელი, მატჩის შემდეგ, გაბრაზებას არ მალავდა.
"სერბეთმა დაიმსახურა მოგება, რადგან მათ, უკეთ ითამაშეს. ისინი იყვნენ კონცენტრირებულად, ფოკუსირებულები, აგრესიულები, სწრაფები, ამიტომაც დამსახურებულად გაიმარჯვეს და ევრობასკეტზე თამაშის უფლება მოიპოვეს. რაც შეგვეხება ჩვენ, თამაშის წინ ვთქვით, რომ რადგან უკვე მოპოვებული გვაქვს ევროპის ჩემპიონატის საგზური, მათემატიკურად, რადგან უკვე, როგორც მასპინძელ ქვეყანას, განაღდებული გვაქვს ევრობასკეტზე თამაში, ჩვენ უნდა გვებრძოლა მაინც. ეს არის ის, რაც დღევანდელ თამაშში, არ მომეწონა. მიყვარს ჩემი კალათბურთელები, მათი მჯერა, მაგრამ დღეს არ გვიბრძოლია. პირველი რაც უნდა გააკეთო, უნდა იბრძოლო, ყველა პოზიციაზე. ითამაშო დაცვა და იბრძოლო ყველა პოზიციაზე. ჩვენ დღეს არ გვითამაშია, არ ვიყავით კონცენტრირებულები, არც კი გვიცდია",- ამბობს ილიას ზუროსი, რომელიც თვლის, რომ სერბებთან, თბილისური „ბაბლის" ეს მატჩი, უკვე წარსულია და ახლა, ბოლო თამაშისთვის არის საჭირო კონცენტრირება.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ზურუსმა, ქართველი გულშემატკივრის წინაშე, მოიბოდიშა და მოსამზადებელი დროის სიმცირეზე ისაუბრა. ისაუბრა, სერბეთის ნაკრების მოთამაშეთა პრაქტიკაზე ტოპ-ლიგებში.
„ქართველ გულშემატკივარს, ეს თამაში არ მოეწონებოდა, რადგან აქ მოსვლის პირველივე დღიდან შევაჩვიეთ, რომ ბიჭები, ლომებივით იბრძვიან, მაგრამ დღეს ეს, ვერ შევძელით. სერბებმა ბოლო პერიოდში 27 ქულა ჩააგდეს და 12 სამქულიანი გამოიყენეს, რაც ნიშნავს, რომ დაცვაში არათუ ვერ ვიბრძოლეთ, საერთოდ არ გვითამაშია. კალათბურთში ყველაფერი ხდება, ძალიან ცუდი დღე გვქონდა, თუმცა, კარგი ის არის, რომ შედეგის თვალსაზრისით ეს არაფერს წყვეტდა. ყველა თამაშში ჩვენი სახე უნდა ვაჩვენოთ, მადლობა ყველას და სერბეთის ნაკრების ევრობასკეტზე წარმატებებს ვუსურვე", - ამბობს ზუროსი

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, ალბათ, ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს, ახალი ლეგიონერის ტრავმაა. კონერ ფრენკამპი, მესამე მეოთხედში, თითქმის უწყინარ სიტუაციაში, დაშავდა და საქართველოს სამედიცინო შტაბის დახმარებით დატოვა მოედანი. ილიას ზუროსი, იმედოვნებს, რომ ჩვენი ამერიკელი, ფინეთთან მატჩში, ფორმაში იქნება. ფინეთთან, მატჩზე, კომენტარი გიორგი შერმადინმაც გააკეთა.
„იმედი მაქვს, რომ ფინეთთან თამაშს ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი გულშემატკივარი გვიყურებდა და სამწუხაროდ მათი იმედები ვერ გავამართლეთ. ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ასეთი საშინელი თამაშის შემდეგ სხვა არაფრის თქმა შემიძლია და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერს გამოვასწორებთ", - ამბობს შერმადინი.
თბილისური „ბაბლის" ბოლო ფანჯარა, რომელშიც, საქართველო და ფინეთი შეხვდებიან ერთმანეთს, 21 თებერვალს, 19:00 საათზე დაიწყება.





ჩვენ








