ქართველებს, ხორვატებთან ძალები აღარ ეყოთ
ქართველებს, ხორვატებთან ძალები აღარ ეყოთ
19.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ჯგუფში, ოლიმპიური საგზურებისთვის ასპარეზობა დაასრულა. დეიან სტანოიევიჩის გუნდს, რომელიც ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზეა და სხვა თუ არაფერი, ახალ მწვრთნელთან შეგუების პროცესიც აქვს, საბერძნეთთან და მონტენეგროსთან ღირსეული წინააღმდეგობის შემდეგ, ხორვატიის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ დანებდა და საბოლოოდ მატჩი, 6-15 წააგო.


„საკმაოდ შერეული გრძნობა მაქვს, რადგან, როდესაც აგებ, არ შეიძლება კმაყოფილი იყო, მაგრამ მეც და მოთამაშეებსაც გვესმოდა, ამ მატჩში, ვის წინააღმდეგ ვთამაშობდით. ხორვატიამ აჩვენა თავისი ხარისხი. აჩვენა, რატომ არიან საუკეთესო გუნდებს შორის მსოფლიოში. ჩემს გუნდს, რაც შეეხება, 8-9 წუთი „გავუქაჩეთ", ამის შემდეგ რაც იყო ნახეთ, ჩვენი დიდი პრობლემაა. ეს არის, ახლა ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ამოცანა, რისი გამოსწორებაც მომავალში მომიწევს - დავანახო მოთამაშეებს, რას ნიშნავს, ნამდვილი დისციპლინა. ეს კი მათ, მსგავს თამაშებში უნდა ისწავლონ, როგორ უნდა ითამაშონ და არა ის, თავად როგორ უნდათ თამაში. მათ დაიწყეს შეცდომების დაშვება დაცვაში და ისეთი გუნდი, როგორიც ხორვატიაა, ამისთვის დაგსჯის მომენტალურად. გაგიტანენ მარტივ გოლებს და გაზრდიან უპირატესობას, ის რაც მოხდა დღეს," - ამბობს, დეიან სტანოიევიჩი.


მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ამ თამაშში ხორვატებმა გახსნეს, ჩვენმა გუნდმა ელეზის გოლით (მე-10 გოლი ტურნირზე) ჯერ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შემდეგ ნიკა შუშიაშვილის გოლით დაწინაურდა კიდეც,  2-1. ეს პერიოდი ხორვატთა ერთბურთიანი უპირატესობით, 2-3 დასრულდა.


აი, მეორე მეოთხედში, კი ხორვატებმა ქართველებს ყველა „სასუნთქი გზა" გადაუკეტეს და პერიოდი 5-ბურთიანი სხვაობით, 1-6 მოიგეს. პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 3-9 იყო და ჩვენი გუნდი, მეორე ტაიმის დასაწყისში, თითქმის, შეუსრულებელი მისიის წინ დადგა, რადგან ვისთან და ხორვატიასთან, 6-ბურთიანი სხვაობის ამოვსება კი, რთულია. არათუ, თამაშის მოგება და ნანატრ ½ ფინალში გასვლა.


არასასიამოვნო მეორე მეოთხედის შემდეგ, ხორვატებმაც საქმე გაკეთებულად ჩათვალეს და მშვიდად მიიყვანეს შეხვედრა, ბოლო ორი პერიოდი 1-2 და 2-4 მოგვიგეს. ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა, ძალები ამ ტურნირზე, ალბათ, მთავარი მოწინააღმდეგისთვის, მონტენეგროსთვის დაზოგეს, რომელსაც ½ ფინალში დაუწყვილდნენ.



საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა სტატისტიკა

ირაკლი რაზმაძე 0/1, 8/19, ნიკოლოზ შუბლაძე 1/5 - ბექა ქავთარაძე 1/2,  ვალიკო დადვანი 0/1, რევაზ იმნაიშვილი 0/4, ანდრია ბითაძე 0/1, მარკო ელაჩა 0/1, ხვიჩა ჯახაია 0/2, ნიკა შუშიაშვილი 2/3, მარკო ელეზი 2/5, გიორგი მაგრაქველიძე 0/2, ფაბიო ბარალდი 0/2, ბორის ვაპენსკი 1/5


დღეს გამართული სხვა ¼ ფინალური მატჩები:

მონტენეგრო - ნიდერლანდები 13-7

საბერძნეთი - საფრანგეთი 17-14

კანადა - რუსეთი 9 - 17


დღევანდელი მარცხის მიუხედავად, ჩვენი გუნდი, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების  საგზურისთვის ბრძოლას კი, გამოეთიშა, მაგრამ ასპარეზობას 5-8 ადგილებისთვის აგრძელებს ასპარეზობას. საქართველოს პირველი მეტოქე მასპინძელი ნიდერლანდები იქნება.


ხვალ, ½ ფინალში კი, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

მონტენეგრო - ხორვატია

საბერძნეთი - რუსეთი



ფოტო: FINA