
ხვალ, თბილისური „ბაბლის" მეორე შეხვედრაში ილიას ზუროსს, კიდევ ერთი კალათბურთელი დააკლდება. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დანაკლისია. ჩენი გუნდის ახალმა ლეგიონერმა, ამერიკელმა კონერ ფრენკამპმა, სადებიუტო მატჩის მესამე მეოთხედში, გუნდის სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი. მატჩის ბოლოს, კალათბურთელს სიარული უჭირდა, თუმცა, პრესკონფერენციაზე, ილიას ზუროსმა, იმედი გამოთქვა, რომ კონერი ფინელებთან მატჩში, გუნდის დახმარებას შეძლებდა.
„საქართველოს ნაკრების ამერიკელმა ლეგიონერმა კონერ ფრენკამპმა სერბეთთან მატჩის მესამე პერიოდის დასაწყისში მიიღო მარჯვენა მუხლის სახსრის დაზიანება. თამაშის შემდეგ იგი სათანადოდ გამოვიკვლიეთ. ჩაუტარდა მაგნიტო-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია, რის შედეგადაც შეირჩა მკურნალობის მეთოდიკა - განტვირთვა რამდენიმე დღე. დავუნიშნეთ მუხლის სამკურნალო თერაპია. 10 დღის შემდეგ მისი მდგომარეობა ასევე კვლევით გადამოწმდება და განისაზღვრება კონკრეტული დრო, რამდენ ხანში შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. თუმცა დაახლოებითი მონახაზი ორი-სამი კვირაა,"- ამბობს, თემურ ხვედელიძე, საქართველოს ნაკრების ექიმი,
კონერ ფრენკამპიმ, სერბეთთან მატჩის მესამე პერიოდის დასაწყისში, ბურთი ნახტომში ესროლა, თუმცა მოედანზე უხერხულად დაეშვა და ფეხი დაიზიანა. სამწუხაროდ, ზუროსს, ამ ფანჯარაში ლეგიონერში არ გაუმართლა და ახლა, ნაკრების იმ მოთამაშეების გარდა, რომლებიც გუნდს სხვადასხვა მიზეზით ვერ დაეხმარნენ და ეს, შედეგსაც დაემჩნა, ფინელებთან, ვეღარც ნატურალიზებული ამერიკელი დაეხმარება.





ჩვენ








