
ისრაელში დასრულებული 2021 წლის მეორე გრანდ სლემიდან, რომელშიც ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა, ჩვენი გუნდი სამშობლოში 8 მედლით ბრუნდება. წმინდა მიწაზე ქართველებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კიდევ ორი სპორტსმენი მე-5 ადგილს დასჯერდა. თელ-ავივის გრანდ სელმზე, საქართველო საერთო ჯამში 16 სპორტსმენით იყო წარდგენილი, რომელთა შორის 3 გოგონა იყო. აღსანიშნავია, რომ სწორედ, ამ ტურნირზე, ეთერ ლიპარტელიანი გახდა, პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც გრანდ სლემის მედლის მოგება მოახერხა.
ასპარეზობის ბოლო დღეს, 3 წონით კატეგორიაში 6 ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა:
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური,
-100კგ - ონისე სანებლიძე, ილია სულამანიძე,
+100კგ - გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი,
ამ ექვსიდან მედალი ერთს, მხოლოდ იმიტომ არ შეხვდა, რომ ბრინჯაოს მედლისთვის თანაგუნდელს დაეჭიდა.
თელ-ავივის გრანდ სლემის ბოლო საასპარეზო დღეც და ტურნირიც, გელა ზაალიშვილის თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. საპატივცემულოდ აჟღერებული ჰიმნით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში, ზაალიშვილი, ½ ფინალში „თუშის" დაეჯახა და ალბათ, სხვა გადანაწილებით, ½ ფინალი დიდი ალბათობით, ფინალიც შესაძლოა ყოფილიყო.
ფინალში კი, ზაალიშვილმა რუს ტამერლან ბაშაევი იპონით დაამარცხა. იპონით მოიგო ბრინჯაოს მედალი გურამ თუშიშვილმაც.
ერთბაშად, სამი ქართველი იდგა კვარცხლბეკზე -90კგ წონით კატეგორიის გამარჯვებულთა დაჯილდოებისას. თუმცა, ამ სამიდან ერთი, ნიკოლოზ შერაზადივშილი, უკვე წლების ესპანეთის სახელით ასპარეზობს. მსოფლიო ჩემპიონი, ახალგაზრდა ლაშა ბექაურს დაუპირისპირდა და დამარცხდა. ამავე წონაში მესამე ადგილი და შესაბამისად ბრიჯნაოს მედალი მოიგო ბექა ღვინიაშვილმაც.
100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ქართველები - ონისე სანებლიძე და ილია სულამანიძე დაუპირისპირდებიან. ქართული დუელი, სულამანიძის სასარგებლოდ დასრულდა. საინტერესოა ის გარემოება, რომ სანებლიძემ, ½ ფინალი ებრაელ პეტერ პალჩიკთან წააგო და რეპეშაში გადაერთო, სადაც ბედად, სწორედ ილია სულამანიძეს „გადაეყარა".
შეგახსენებთ, რომ თელ-ავივის გრანდ სელმზე, ასპარეზობის პირველ დღეს, ვერცხლის მედალი მოიგო თემურ ნოზაძემ ( -60კგ) და ბრინჯაო, ეთერ ლიპარტელიანმა. მეორე დღეს, ბრინჯაო ხვდა წილად ნუგზარ ტატალაშვილს
გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს ნაკრები, დოჰას მასტერსისგან განსხვავებით გადახალისებული შემადგენლობით მონაწილეობდა.
ახლა, ქართველო ძიუდოისტები, მომდევნო ტურნირისთვის მოემზადებიან, რომელიც უზბეკეთში, 5-7 მარტს გაიმართება. ტაშკენტის გრანდ სლემზე, რომელიც თბილისის გრანდ სლემამდე 2 კვირით ადრე ტარდება, IJF-ის ოფიციალური გვერდის ცნობით, 17 სპორტსმენი (14 ვაჟი და 3 ქალი) არის დარეგისტრირებული და თელ-ავივისა და დოჰას ტურნირებთან შედარებით, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, 2021 წლის უკვე წარმატებულ ძიუდოისტებთან ერთად, ახლა სახეებსაც აძლევს, თავის გამოჩენის საშუალებას. თუმცა, ამის შესახებ მოგვიანებით.



ფოტო: IJF





ჩვენ








