
ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის დაწყებამდე ერთ კვირა რჩება. ქართულმა კლუბებმა, ზამთრის შეკრების უცხოური ეტაპი დაასრულეს და ახლა, კონკრეტულად, ჩემპიონატის დაწყებამდე, მზადებას საქართველოში გააგრძელებენ.
აღსანიშნავია, რომ უცხოეთში, მოსამზადებელი შეკრება, ეროვნული ლიგის მონაწილე, მხოლოდ, ორმა გუნდმა ვერ მოახერხა. „სამტრედიამ" რომელმაც, საერთოდ, მოსამზადებელი ციკლი, ყველაზე გვიან დაიწყო და ამხანაგური მატჩიც კი ვერ ითამაშა. ყოველ შემთხვევაში, 20 თებერვლის მონაცემებით ასეა. სამაგიეროდ, კლუბმა, სოციალური ქსელით ახალწვეულების შესახებ დააანონსა. 2021 წლის სეზონში, ამ იმერული კლუბის ღირსებას თამაზ ცეცხლაძე, ოთარ კობახიძე, ბექა ქურდაძე, დავით ჯიქია დაიცავენ.
უცხოეთის შეკრება ვერ გაიარა ვერც ქუთაისის „ტორპედომ". თუმცა, გუნდმა საქართველოში რამდენიმე ტესტ-მატჩის გამართვა მოახერხა. აქვე, შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სეზონზე, ტორპედოელთა ახალი სახე, ქართულ ფეხბურთში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული მეკარე, ლეგიონერი დინო ჰამზიჩი იქნება.
20.02.2020 / „ტორპედო" - „ზესტაფონი" 2-0
თურქეთი
15.02.2020 / „შუქურა" - „ნეფტეხიმიკი" (რუსეთი) 0-1
15.02.2020 / „სამგურალი" - „აგრობიზნესი" (უკრაინა) 1-1
15.02.2020 / „შუქურა" - „არისი" 1-1
15.20.2020 / „სპარტაკი მოსკოვი" (დუბლები) - „სამგურალი" 2-1
16.02.2020 / „დინამო" ბთ - „როტორი" (რუსეთი) 1-3
16.02.2020 / "სამგურალი" - "აკჟაიკი ურალსკი (ყაზახეთი) 3-1
16.02.2020 / „საბურთალო" - „აგრობიზნესი" (უკრაინა) 0-1
17.02.2020 / „დილა" - „ტობოლი" (ყაზაზეთი) 2-0
17.02.2020 / „თელავი" - „ ჟეტისუ" (ყზახეთი) 3-0
17.02.2020 / „შუქურა" - „ჩერტანოვო" (რუსეთი) 3-0
18.02. 2020 / „შუქურა" - „ორენბურგი" (რუსეთი) 1-3
19.02.2020 / „დინამო" ბთ - „ორდაბასი" (ყაზახეთი) 2-4
20.02.2020 / „თელავი" - „"ქაისარი" (ყაზახეთი) 1-1
ესპანეთი
18.02.2020 / „რეალ ლინენსე" (ესპანეთი) - „ლოკომოტივი" 4-1
19.02.2020 / „ლინკოლნი" (გიბრალტარი) - „ლოკომოტივი" 2-3
საქართველოს ეროვნული ლიგის მორიგი გათამაშება, 2021 წლის 27 თებერვლიდან აიღებს სტარტს.
იხილეთ კალენდარი
ფოტო: სკ ტოპრედო





ჩვენ








