დანაკლისით, მაგრამ იმედით
დანაკლისით, მაგრამ იმედით
21.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


რამდენიმე საათში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, თბილისური „ბაბლის" და ფიბა-ს ევრობასკეტი 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს. მიუხედავად, იმისა, რომ ჩვენს გუნდს, ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება, როგორც ამ ტურნირის ჯგუფური ეტაპის მასპინძელ ქვეყანას, უკვე კარგა ხანია მოპოვებული აქვს და ილიას ზუროსსაც, მთელი ეს, შესარჩევი ფანჯარა ექსპერიმენტების და გუნდისთვის ახალი სახეების მოძიება-ჩამოყალიბების კარგი შესაძლებლობა აქვს (მითუმეტეს, რომ ევრობასკეტამდე, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის თამაშებიც გველის), სერბეთთან ამ ანგარიშით მარცხს, ქართველი გულშემატკივარი ალბათ, მაინც არ ელოდა.


„მოგების შემთხვევაში, ჯგუფს პირველ ადგილზე დავასრულებთ. გუნდში ეს, ყველამ ძალიან კარგად იცის და ყველა, ძალიან მონდომებულია. იმედია, რომ ეს თამაში, ჩვენთვის კარგად დასრულდება. ფინეთის ნაკრებს, მრავალჯერ ვეთამაშეთ. მართლაც, ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს. რა თქმა უნდა, მათაც სჭირდებათ, ეს მოგება, მაგრამ როგორც აღვნიშნე, იმედია, რომ ამ შეხვედრას ჩვენ მოვიგებთ და ამ თამაშით, ჩვენს გულშემატკივარს გავახარებთ", - ამბობს გიორგი შერმადინი.


ფინეთთან მატჩამდე, ცოტა 2 დღით უკან, რომ დავბრუნდეთ, ვნახავთ, რომ სწორედ შერმადინის ნეიტრალიზებას, ბუნებრივია, ზუროსის გუნდში, რამდენიმე წამყვანი კალათბურთელია არ ყოფნასთან ერთად, ჩვენთვის არასასურველი შედეგი მოჰყვა.


„ფინეთთან თამაშისთვის, შემიძლია ვთქვა, რომ 100%-ით მზად ვართ. მართალია, ნატურალიზებული კალათბურთელი არ გვეყოლება, მაგრამ ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ. დასანანი მარცხი ვიწვიეთ სერბეთთან. თუმცა, ამჯერად, ვეცდებით, რომ გავიმარჯვოთ და სასიხარულოდ დავასრულოთ, ეს შესარჩევი ეტაპი ევრობასკეტის", -  ამბობს, ალექსანდრე ფევაძე, რომელსაც სერბეთთან, 19 თებერვლის მატჩში, მხოლოდ 08:11 წუთი მიეცა სათამაშოდ, იმ მატჩში, მას ერთხელ მიეცა ფარისკენ, 3-მეტრიანი ზონიდან სროლის საშუალება და სამწუხაროდ, უშედეგოდ, თუმცა, ამ დროის მანძილზე, მან ორი მოხსნაც გააკეთა.


მოგეხსენებათ, სერბეთთან მატჩში, მესამე მეოთხედში ტრავმა მიიღო, საქართველოს ნაკრების ახალმა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა კონერ ფრენკამპმა, რომელმაც მოედანზე თითქმის 20 წუთი დაჰყო და 10 ქულის დაგროვება მოახერხა, თამაში ტრავმის გამო შეწყვიტა. მოგვიანებით კი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ, ცნობად გამოაქვეყნა, რომ კალათბურთელს ტრავმის მოსაშუშებლად, 3 კვირამდე დასჭირდება.


„დღეს, ნამდვილად, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს ფინეთის წინააღმდეგ. ყველა იცის რომ მოგების შემთხვევაში, ჯგუფში, პირველ ადგილზე დავრჩებით. თუმცა, სამწუხაროა და დანაკლისით ვხვდებით, ამ თამაშს. არ გვეყოლება, მთავარი გამთამაშებელი ფრენკამპი, თუმცა, აქედან გამომდინარე, ეს თითოეული ჩვენი მოთამაშისთვის იქნება ავტომატურად საშუალება, საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოსავლენად. ყველაფერი უნდა გავაკეთოდ იმისთვის, რომ დღევანდელი თამაში მოვიგოთ. ფინეთი, ძალიან რთული მოწინააღმდეგეა, ასევე, ძალიან დაგვაკლდება გუშლემატკივარი, რომელიც ამ პანდემიის გამო, დარბაზში არაა დაშვებული. ფინეთი, ძალიან რთული მოწინააღმდეგეა, თუმცა, კარგად ვიცით, როგორი დაცვა უნდა ვითამაშოთ ამ გუნდის წინააღმდეგ", - ამბობს მანუჩარ მარკოიშვილი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფინეთის დაპირისპირება 19:00 დაიწყება და თბილისის სპორტის სასახლიდან, პირდაპირი რეპორტაჟის ხილვის საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით იქნება შესაძლებელი.


მანამდე, კი 1 საათში, თბილისური „ბაბლის" 20 თებერვლის სათამაშო დღის პირველი მატჩი დაიწყება, რომელშიც, სერბეთი, შვეიცარიას დაუპირისპირდება.