ვილი სანიოლი თბილისშია
ვილი სანიოლი თბილისშია
21.02.2021
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი თბილისშია. ფრანგი სპეციალისტი დედაქალაქში დღეს ჩამოვიდა.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს სიმბოლურად, საქართველოს ნაკრების მაისური გადასცა. მოგვიანებით ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასს დაესწრო.


ფრანგი სპეციალისტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული დინამო თბილისისა და გაგრას დაპირისპირებაზე იმყოფებოდა, რომელიც პენალტების სერიაში დინამოს გამარჯვებით დასრულდა.