
საქართველოს ნაკრებმა, კანადელები ამ ტურნირზე დაამარცხეს ამჯერად 18-10 და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების 12-გუნდიან შესარჩევ ტურნირზე ასპარეზობა, საბოლოოდ მეშვიდე ადგილზე დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ როტერდამში დასრულებული ტურნირიდან, ტოკიოს 3 საგზური, რომელიც თამაშდებოდა, ყველა იმ გუნდმა დაიკავა, ვისთანაც ჩვენს ნაკრებს თამაში მოუწია - მონტენეგრო, საბერძნეთი და ხორვატია.
„ეს ტურნირის ყველაზე კარგი დასასრული იყო. საბოლოდ, მე კმაყოფილი ვარ გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით. ჩვენ დავინახეთ, სად გვაქვს გამოსასწორებელი, რამეთუ გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ამავდროულად დავუშვით ბევრი შეცდომა „წითელ ზონაში", იქ, სადაც თამაშის ბედი წყდება. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ დისციპლინა და ნაბიჯ-ნაბიჯ ცოტა უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ სხვა საფეხურზე ასასვლელად", - ამბობს დეიან სტანოიევიჩი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ნაკრებმა ვერ მოახერხა ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვება, რაც სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ უფრო ოცნების სფერო იყო, ნიდერლანდებში გამართული ტურნირის შემდეგ, ქართველთა გუნდზე ცოტა უფრო მეტს დაფიქრდნენ და ალაპარაკდნენ.
„მოხარული ვარ, რომ ტურნირის გამარჯვებით დასრულება შევძელით. დღეს, ვიყავით დისციპლინირებულები, რაც საუკეთესო მომენტი იყო. შვიდივე თამაში ჩავატარე და ეს მართლაც, რთული იყო ფიზიკურადაც და მენტალურადაც. ახლა, ცოტას დავისვენებთ, მაგრამ მერე, 10 დღეში ჩემპიონთა ლიგის თამაშები გველის, ასე, რომ ეს დასვენება არ იქნება დიდხნიანი" - ამბობს რევაზ იმნაიშვილი, რომელიც ბოლო მატჩის MVP მოთამაშე გახდა.

დღევანდელ მატჩში კი, საქართველოს ნაკრებმა პატარა სენსაციაც მოახდინა და ცალსახად, ტურნირის რეკორდიც კი, დაამყარა. გაგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა, ჯგუფურ ეტაპზე შედგა და მაშინ, საქართველომ 14-11 გაიმარჯვა. ამჯერად კი, საქართველოს ნაკრებმა საქმე პირველი ტაიმის შემდეგ გააკეთა, როცა „დიდ შესვენებაზე" 7-ბურთიანი სხვაობით გავიდა. რეკორდი კი, ჩვენმა გუნდმა მეორე პერიოდში დაამყარა, როდესაც დროის მცირე მონაკვეთში 8 გოლის გატანა შეძლო (თამაშის მიმდინარეობა პერიოდების მიხედვით 4-2, 8-3, 3-2, 3-3). რაც შეეხება მეორე ტაიმის, აქ ორივე პერიოდი მეტ-ნაკლებად დაბალანსებული გამოდგა.
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ამ თამაშიდან. საქართველო ნაკრებმა კარის მიმართულებით 33-ჯერ დაარტყეს, აქედან კარის ჩარჩოს მიმართულებით, 27 დარტყმა წავიდა. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ კანადელთა დაცვას სეროზული პრობლემები აქვს. თუმცა, ეს საქართველოს ნაკრებისთვისაც ნაკლებ, მნიშვნელოვანია.
საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა სტატისტიკა
ირაკლი რაზმაძე 7/14, ნიკოლოზ შუბლაძე 2/5 - ბექა ქავთარაძე 0/0, ვალიკო დადვანი 0/0, რევაზ იმნაიშვილი 1/2, ანდრია ბითაძე 2/5, მარკო ელაჩა 3/5, ხვიჩა ჯახაია 1/5, ნიკა შუშიაშვილი 3/6, მარკო ელეზი 2/2, გიორგი მაგრაქველიძე 4/5, ფაბიო ბარალდი 2/3, ბორის ვაპენსკი 0/0
როტერდამის ტურნირის დანარჩენი მატჩები ასე დასრულდა:
მონტენეგრო - საბერძნეთი 10-9
ხორვატია - რუსეთი 25-24 (პენალტების სერია)
ნიდერლანდები - საფრანგეთი 10-9
ფოტო: @FINA





ჩვენ








