
საქართველოს ქალთა 19-წლამდე ნაკრები ევროპის მიმდინარე წლის აპრილში, ევროპის 2020-21 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. გოგონათა ასაკობრივ გუნდს, 3-11 აპრილის ჩათვლით, ბულგარეთში, ელიტ-რაუნდში გადასასვლელ ტურნირში, მასპინძელი ბულგარეთის, ისლანდიისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად მოუწევთ ასპარეზობა.
აღნიშნული ტურნისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ჩვენს გუნდს, ორი ამხანაგური სპარინგი უნდა გაემართა აზერბაიჯანის 19-წლამდე ქალთა ნაკრებთან, თუმცა, ბოლო მომენტში მეზობელი ქვეყნის ფედერაციიდან ცნობა მოვიდა, რომ კორონა ვირუსის პანდემიის რეგულაციებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის ნაკრები, ამ ეტაპზე საქართველოში ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, დაგეგმილი შეკრება არ გააუქმა და 19 თებერვალს, გუნდი სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" შეკრიბა. ამ დღიდან მოყოლებული, ლევან ბაჯელიძის გუნდი ინტენსიურად, სფფ-ს გლდანის აკადემიის მინდორზე ემზადება.
19-26 თებერვლის ჩათვლით შეკრებაზე იმყოფებიან:
მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (გორი იუნაიტედი), ლანა მჟავია (ლანჩხუთი), ლიკა ცუხურკაიძე (თუშეთი)
მცველები: მარიამ ბერაშვილი (გორი იუნაიტედი) , მეგი ეჯიბია (კვარტალი), თამარ სვანიძე (კოლხეთი ხობი), ანი ძაძუა (კვარტალი), დიანა ბაქრაძე (თუშეთი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი), ანი აკობიძე (ნიკე)
ნახევარმცველები: ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), მეგი გოცირიძე (ხობის კოლხეთი), ანა წულაია (ხობის კოლხეთი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე), მაიკო ბებია (ნიკე), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო), ნათია დანელია (კვარტალი), მარიამ ბეგიაშვილი (ნორჩი დინამო)
თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ლანჩხუთი)
მოგეხსენებათ, რომ ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში, მარტიდან განახლდება (ან სტარტს აიღებს ახალი) ქალთა ჩემპიონატები. შესაბამისად, ტონუსისთვის, მაშინ როდესაც ჩვენთან, ქალთა ლიგის განახლება, მხოლოდ აპრილიდან იგეგმება და ვერც შესაბამისი სპარინგ-მატჩების ჩატარება ხერხდება, მსგავსი შეკრებები, გუნდის ტონუსში მოსაყვანად აუცილებელია.





ჩვენ








