24 თებერვლიდან ნიკოლოზ ბასილაშვილი, მონპელიეს ტურნირზე იწყებს ასპარეზობას

23.02.2021
ავტორი: თ.ჯ.
ხვალიდან, 24 თებერვლიდან, საქართველოს ნომერი პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში, მონპელიეს ATP 250 Open Sud de France ტურნირზე დაიწყებს ასპარეზობას. ქართველი, რომელიც განახლებული რეიტინგით მე-40 ადგილზეა, ასპარეზობას ძირითად ბადეში დაიწყებს და პირველ მატჩს, საკვალიფიკაციო ეტაპიდან გასულ მსოფლიოს 113-ე ჩოგანთან, ფრანგ გრეგუარ ბარერეს წინააღმდეგ გამართავს.
ბასილაშვილი და ფრანგი ჩოგბურთელი ერთმანეთს 2016 წელს მეცის ტურნირზე, Mozel Open-ზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ, ქართველმა 5-7, 7-5, 6-2, გაიმარჯვა.
ხვალინდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილს მონპელიეს ტურნირზე მსოფლიოს მე-13 ჩოგანი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი ეყოლება.





ჩვენ








