
როტერდამში დასრულებული, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირის შემდეგ, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების, დინამოელები, ასეთი კი ნაკრებში 7 სპორტსმენი იყო და გუნდის მთავარი მწვრთნელი დეიან სტანოიევიჩი, ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპის მატჩებისთვის აგძელებენ მზადებას.
მოგეხსენებათ, 2021 წლის მარტის დასაწყისში, ქართული კლუბი უნგრეთში იასპარეზებს და ოთხ მატჩს გამართავს, რომელთაგან, ორი შეხვედრა საკმაოდ რთული იქნება. მათგან ერთში კი, „დინამო თბილისი", წყალბურთში, გათამაშების მოქმედ ჩემპიონს, უნგრულ „ფერენცვაროშს" დაუპირისპირდება.
პირველ შეხვედრას, „დინამო თბილისი" 2 მარტს, თბილისის დროით 19:30 გამართავს და მისი მეტოქე „ვასპო ჰანოვერი" იქნება.
მომედვენო მატჩში, ქართველი წყალბურთელები, 3 მარტს, 19:30 საათზე, „ბაბლის" მასპინძელ „ფერენცვაროშს" დაუპირისპირდებიან. მომდევნო ორ დღეში კი, 5 და 6 მარტს, ჩვენი წყალბურთელები ჯერ, „ბრეშას", ბოლოს კი, „ბარსელონეტა" შეხვდებიან.
ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების გათამაშებაში, „დინამო თბილისი" B ჯგუფში ასპარეზობს და მისი მეტოქეები, „ბრეშა", „ვასპო ჰანოვერი", „ბარსელონეტა" „იადრანი" და ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „ფერენცვაროშია".
გათამაშების სატურნირო მდგომარეობა
„დინამო თბილისის" ფოტო





ჩვენ








