IOC-მა ბრისბენი-2032 პრიორიტეტულ კანდიდატად შეარჩია

25.02.2021
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ ავსტრალიის ქალაქი ბრისბენი 2032 წლის ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ პრიორიტეტულ კანდიდატად შეარჩია.
„IOC-ის აღმასკომმა თამაშების მომავალ ორგანიზატორებთან დაკავშირებით კომისიის მოხსენება მიიღო. კომისიის რეკომენდაციით, ბრისბენი-2032-ის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტთან და ავსტრალიის ოლიმპიურ კომიტეტთან საგნობრივი დიალოგი უნდა დავიწყოთ. აღმასრულებელმა საბჭომ ერთხმად მოიწონა რეკომენდაციები," - IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
2032 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის შესახებ ასევე განაცხადეს კიდევ 5 ქვეყნის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა.





ჩვენ








