
ხვალ, 27 თებერვალს, 18:00 საათზე საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2021 წლის სეზონი აიღებს სტარტს. კოვიდ-რეგულაციების შესაბამისად, ეროვნული ლიგის თამაშებზე ჯერ-ჯერობით გულშემატკივარი არ დაიშვება. თუმცა, მსოფლიოში, კორონა ვირუსის პანდემიის ახალი ტალღების მოლოდინის მიუხედავად, ელიგა 4 წრედ ჩატარდება.
სეზონის პირველ მატჩში კი, თბილისში, „დინამო არენაზე" ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და 2021 წლის სუპერთასის მფლობელი „დინამო თბილისი", ელიგის (კონკრეტული ფორმატის ტურნირი გვაქვს მხედველობაში) ახალწვეულს, წყალტუბოს „სამგურალს" დაუპირისპირდება. გუნდს, რომელიც გამოცდილმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა, საკმაოდ დაბალანსებული შემადგენლობით დააკომპლექტა.
შეხვედრას, „დინამო არენაზე", ბაკურ ნინუა, გიორგი ელიკაშვილი და ბორის ჟვანია მოემსახურებიან. მეოთხე მსაჯი, ალეკო აფციაური იქნება.
რაც შეეხება „დინამო თბილისს", ერთი დღის ადრე, ჩემპიონატის დაწყებამდე, ჩემპიონმა გუნდის კიდევ ერთი ახალწვეულის შესახებ გააკეთა განცხადება.
საქართველოს, 18 გზის ჩემპიონის რიგებში, რიგით 33-ე პირველობაში, თბილისელთა რიგებში, 26 წლის გვინეელი ფორვარდი სეკუ კეიტა ითამაშებს, რომელმაც კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ცენტრალური თავდამსხმელი გვინეის ნაკრების წევრია და ეროვნული გუნდის ფორმით 7 მატჩი აქვს ჩატარებული. „დინამო თბილისამდე", კეიტა, მადრიდის „ატლეტიკოს" B გუნდში, საფრანგეთის ლიგა 2- ის რამდენიმე კლუბში, კვიპროსულ „ერმისსა" და ლუქსემბურგის „დუდელანჟში" ირიცხებოდა, ბოლოს კი, ქუვეითური „ალ არაბის" შემადგენლობაში გამოდიოდა.

ახალი სეზონიდან, „დინამო თბილისი", მართალია პუმას, მაგრამ ახალი დიზაინის ფორმებით ითამაშებს. პუმას ბურთებით ჩატარდება ეროვნული ლიგის ყველა მატჩიც. პუმას ბურთებმა, შეგახსენებთ, რომ სელექტი ჩაანაცვლა, რომლითაც ბოლო წლებში საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა.
***
ხვალვე, 20:00 საათზე, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, „ტორპედო" ბათუმის „დინამოს" უმასპინძლებს.
გათამაშების კალენდარი





ჩვენ








