
ქართველებმა სერბებს გამოცდა ჩაუტარეს - დაახლოებით ასეთი შინაარსის სათაურებით აქვეყნებდა სტატუსებს ფიბას საიტი სერბეთი-საქართველოს მატჩის მიმდინარეობისას. მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი მატჩი, ევროპის ვიცე-ჩემპიონთან, სერბეთთან ილიას ზუროსმა იგივე სასტარტო ხუთეულით დაიწყო, რაც რამდენიმე დღით ადრე გერმანიაში, ნიკა ცქიტიშვილისა და მაიკლ დიქსონის ქულებით გაიხსნა. თუმცა ამის პარალელურად, სერბთა ლიდერმა მაჩვანმა პირველი ჩაგდებული ბურთით ქართველებს შეახსენა, რომ ის მოედანზე იყო. პირველი პერიოდი ფრედ 21-21 დასრულდა. ამ ნაწილში, თავი მერაბ ბოქოლიშვილისა და მანუჩარ მარკოიშვილის 3-ქულიანებმა, თუნდაც იმიტომ დაგვამახსოვრა, რომ სერბებს, განსხვავებით გერმანიის ნაკრებისგან, პერიმეტრი მატჩის თითქმის პირველი წუთებიდან ჩაკეტილი ჰქონდათ და საქართველოს ნაკრებს აქ ცარიელი ადგილების პოვნა, ცოტა უჭირდათ. ამ მეოთხედის ჰაილაითებში მოხვდა მიხეილ ბერიშვილის 2-ქულიანი და ალბათ, უნდა აღინიშნოს, რონ დინამოელი, ამ შესარჩევის ორივე მატჩში, ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრებში.
მეორე პერიოდი სერბება კიდევ უფრო მობილიზებულად დაიწყეს. იმატა, საჯარიმოების ხაზთან სერბების პროცენტმაც, თუმცა, აქ, უნდა ითქვას, რომ არცთუ დამაჯერებლად ისროდნენ და დიდად ამ კომპონენტის დახმარებით შორს ვერ წავიდნენ. საქართველოს ნაკრებს, გაუჭირდა შეტევაშიც. ქართველებმა მეორე პერიოდის საწყის 4 წუთში ბურთი ვერ ჩააგდეს. სერბები კი 29:21 დაწინაურდნენ. თუმცა, მომდევნო წუთნახევარში მაიკლ დიქსონმა ზედიზედ 2 ცალი ზუსტი 3-ქულიანი ჩაუგდო სერბებს და ანგარიში გაათანაბრა 29-29. კიდევ ერთი ზუსტი სამქულიანის შემდეგ ჩვენები 30-32 წინაურდებან. ეს პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ხდება. დარჩენილ დროში, სერბები აგრძლებენ ზეწოლას, თუმცა აქ ბერიშვილისა და ცქიტიშვილის კარგი თამაში დაცვაში, მათ „განავარდების" საშუალებას არ აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ თამაში სერბეთში იყო, ბელგრადული, სახელგანთქმული ფანების კი კარგად მოგეხსენებათ, დარბაზში, მხოლოდ ამ მომენტში მიხვდნენ, რომ სერბეთს, დარბაზის მხარდაჭერაც სჭირდებოდა. თამაში, ქულა-ქულაში წავიდა. ქართველები მოპოვებულ უპირატესობას არ თმობდნენ - ხან 3, ხან 1 ქულით, მაგრამ ძირითდად ვახერხებდით, რომ ანგარიშში წინ ვყოფილიყავით. ბოლოსწინა წუთზე ქართველებმა არასპორტული ჯარიმა მიიღეს, რომელიც მარკო სიმონოვიჩმა 1 ქულად აქცია, ხოლო რადულიცამაც 1 საჯარიმო ჩააგდო მომდევნო შეტევაში და მასპინძლები ტაიმის ბოლო წუთზე 44:42 დაწინაურდნენ. აი, ამ მომენტში, ბოლო და თანაც 3-ქულიანი ჩააგდო ამ ტაიმში მაიკლ დიქსონმა, საქართველოს ნაკრები წინ 1 ქულით 44-45 გაიყვანა და საკუთარ მარაგში კიდევ, 23 ქულა ჩაიწერა, დიდ შესვებებაზე გასვლამდე.
მესამე პერიოდში, სერბებმა კიდევ ერთი ხარვეზი, გაფუჭებული საჯარიმოების კომპონენტშიც გამოასწორეს თამაში. ქართველები საჯარიმოებს, სამწუხაროდ აცილებენ, სამაგიეროდ, ბერიშვილი, ბოქოლიშვილი, კვლავ ბერიშვილი და ბითაძე 3 ქულიანებით, ახერხებენ, რომ სერბებმა „შორს" „გაქცევა" ვერ მოახერხონ. თუმცა, საბოლოოდ, ამ პერიოდში სხვაობამ 11 ქულა შეადგინა მაინც. სერბებმა მესამე პერიოდი 30:19 მოიგეს და ბოლო ათწუთეულის წინ 10 ქულით - 74:64 დაწინაურდნენ.
მეოთხე პერიოდში, სერბებმა უპირატესობა იოლად შეინარჩუნეს და გაზარდეს კიდეც - ჩვენი გუნდის ლიდერებს 4-4 პერსონალური ჰქონდათ, პლუს ამას, მანუჩარ მარკოიშვილი ჯარიმების ლიმიტის გამო მოედნიდან საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე გავარდა.
პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა, ხოლო მეორეს შემდეგ, დიდ შესვენებაზე ქართველები 45:44 იგებდნენ. ვითარება მესამე პერიოდში შეიცვალა, რაც გარკვეულწილად მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებებმაც განაპირობა. თუმცა, ფაქტია, რომ მიროსლავ რადულიცამ როგორც დაიწყო თამაში, ჩვენ, მისი შეჩერება, ბოლომდე ვერ შევძელით. საბოლოოდ, მან სერბთა შორის ყველაზე მეტი 28 ქულა დააგროვა, თუმცა 8 ქულით ნაკლები ვიდრე საქართველოს ნატურალიზებულმა მაიკლ დიქსონმა მის ანგარიშზე 36 ქულაა. მერაბ ბოქოლიშვილმა 14, მიხეილ ბერიშვილმა 11, მანუჩარ მარკოიშვილი 10 ქულა დააგროვეს.
საბოლოოდ სერბეთმა 105:87 მოიგო და ჯგუფში 2-დან 2 მოგებით ლიდერობს. საქართველოს ნაკრებს 2 წაგება აქვს და მესამე საფეხურზეა. ჯგუფის დარჩენილ 4 მატჩში შედეგიანობა და მინიმუმ 2 მატჩი გამარჯვება სჭირდებათ, რომ შემდგომ ეტაპზე გავიდნენ. მომდევნო მატჩებს საქართველო 22 და 25 თებერვალს - ჯერ ავსტრიაში, შემდეგ კი თბილისში, გერმანიასთან გამართავს.





ჩვენ








