ჩემპიონმა 2 ქულა დაკარგა, ბათუმის „დინამო“ კი, 3 ქულით ლიდერობს
ჩემპიონმა 2 ქულა დაკარგა, ბათუმის „დინამო“ კი, 3 ქულით ლიდერობს
27.02.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, „დინამო არენაზე" საქართველოს რიგით 33-ე ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ეროვნული ლიგის გათამაშების, 2021 წლის პირველ მატჩს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც ესწრებოდა.  ახალი სეზონის პირველი შეხვერდა კი, მოულოდნელად დასრულდა, განსაკუთღებით მასპინძელთათვის.




საქართველოს 18-გზის ჩემპიონის, „დინამო თბილისისა" და ძლიერთა შორის დაბრუნებული წყალტუბოს „სამგურალის" შეხვერდა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩი დინამოელები დომინირებდნენ, განსაკუთრებით კი, მეორე ტაიმში, ფრედ, 1-1 დასრულდა. სტუმრებმა, „დინამო თბილისის" კარში, ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევის შემდეგ, თბილისელთა ჯერ კიდევ გამოუსწორებელი შეცდომით, შეუთანხმებელი ქმედებით დავცით თამაშში, ისარგებლეს და ანგარიში გახსნეს. სეზონის პირველი გოლი, „სამგურალისა" და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრმა, სერგო კუხიანიძემ გაიტანა. 




აღსანიშნავია, რომ თბილისელებს, სუპერთასისგან განსხვავებით, გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა ჰქონდათ. სათადარიგო სკამზე იყვნენ ვიქტორ მონხილი და ბაქარ ქარდავა, დავით კობოურმა კი, მატჩამდე, ერთი დღით ადრე, ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ელიგის სასტარტო შეხვედრის გამოტოვება მოუხდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მომენტში (კობოური, მონხილის არყოფნა) „დაიჭირა" უჩა სოსიაშვილის გუნდმა „დინამო თბილისი", რომელიც ისედაც, 3-4-1-2 ფორმაციით ცდილობს თამაშს და შეთამაშებული დაცვის წყვილი აკლდა. „სამგურალს" კი, დაცვაში, ე.წ. „ავტობუსი" ჰყავდა ჩაყენებული (5-4-1), კარში კი, თავდაჯერებული იდგა მაქსიმე ქვილითაია. სწორედ, მისი დამსახურებაა, რომ „სამგურალმა" ერთ გოლზე მეტი არ გაუშვა.




ჩემპიონმა, ანგარიში მხოლოდ, 71-ე წუთზე გაათანაბრა. გოლი, გიორგი გაბედავამ გაიტანა. თუმცა, იმავე გაბედავას, ამ მატჩში რამდენჯერმე შეეძლო გოლის გატანა, გოლამდეც და გოლის შემდეგაც. ისევე, როგორც ბენიოს პირველ ტაიმში და ზორან მარუშიჩს, როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში.  ფაქტია, რომ თბილისელებმა დღეს, 2 ქულა დაკარეს.

 


ამ მატჩში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ ორი ყვითელი მიიღო და ახლა, მომედვნო მატჩს, „ტორპედოს" წინააღმდეგ, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე, ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს.

 


***

ქუთაისში, კი მთელი რიგი პრობლემების ფონზე „შეკოწიწებულმა" „ტორპედომ", სათანადო წინააღმდეგობა გაუწია გია გეგუჩაძის ბათუმის „დინამოს", რომელმაც სატრანსფერო ფანჯრის დროს, თითქმის ყველა ქართული კლუბიდან ფეხბურთელები დაიმატა.


ამ შეხვედრაში, ანგარიში, მეორე ტაიმში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა, მსაჯმა თამაშგარეზე მიანიშნა და გოლი არ ჩაითვალა. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებმადე 11 წუთით ადრე, ბათუმელებმა ოდნავ მოუმატეს. აჭარული გუნდის რიგებში, განსაკუთრებით, გასულ სეზონში, „ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ფანცულაია აქტიურობდა. სწორედ, მისი გადაცემის შემდეგ, გიორგი ჩაბრაძის დარტყმულთან, ვერაფერს გახდა დინო ჰამზიჩი, რომელმაც ამ მატჩში, „ტორპედო" არაერთხელ იხსნა.


ბათუმის „დინამომ" სეზონის პირველი შეხვედრა, მინიმალური ანგარიშით 0-1 მოიგო და ტურის მომდევნო მატჩებამდე, სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.


აღნიშნული ტურის 3 მატჩი კი, ხვალ, 28 თებერვალს და 1 მარტს გაიმართება.


***

28 თებერვალი

17:00 „თელავი" - „სამტრედია"

19:00 „დილა" - „შუქურა"

1 მარტი

„საბურთალო" - „ლოკომოტივი"


გათამაშების ცხრილი