
შედარებით მოკლედ გამოდგა მეორე საასპარეზო დღე ბაკურიანში. FIS-ის აუდის მსოფლიო თასის მეორე საშეჯიბრო დღეს სქი-ქროსში, გუნდურ პირველობას დაეთმო. დისციპლინა, მსოფლიო თასის ეტაპების საერთო ჩათვლაში ქულებს არ მატებდა გუნდებს, თუმცა, მცირე სარეიტინგო ქულები სპორტსმენებს მაინც ერიცხებოდათ. პრიზიორი სამეული გუნდებისთვის კი, საპრიზო ფონდი 15000 ევროს შეადგენდა.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ოქმის მიხედვით, გუნდური ასპარეზობაში, რომელიც სადებიუტო იყო, 13 გუნდი დარეგისტრირდა - კანადის 5 გუნდი, შვეიცარიისა და საფრანგეთის 3-3, შვედეთის 1. შეგახსენებთ, რომ ამ დისციპლინაში 1 მამაკაცი და 1 ქალისგან შემდგარი გუნდები ასპარეზობენ. გამომდინარე იქიდან, რომ სქი-ქროსში სტარტს, 4-4 მონაწილე იყო, ბაკურიანის ტურნირზე კი, 13 გუნდი დარეგისტრირდა მხოლოდ, მონაწილეებმა ¼ ფინალები არასტანდარტულად 3-3-მა დაიწყეს და მხოლოდ, ერთი, ბოლო ¼ ფინალში 4 გუნდმა გაითამაშა ½ ფინალი.
ქალთა შორის, ბაკურიანის ეტაპის პირველი დღის გამარჯვებულმა ფანი სმიტმა, გუნდურ ეტაპზეც მშვენივრად იასპარეზა და ბაკურიანში, საფეხბურთო ტერმინს თუ მოვიშველიებთ, დუბლი შეასრულა. იონას ლერნერთან ერთდ ის, გუნდურ ასპარეზობაში, ეტაპის გამარჯვებული გახდა.
ერთი საინტერესო ფაქტი, ლენერმა, გუნდური ასპარეზობის მამაკაცთა სტარტი, მესამემ დაასრულა. შესაბამისადა, სწორედ, ფანი სმიტმა მოახერხა, იმ „დანაკლისის ამოღება", რომლითაც მის თანაგუნდელს, ფინალური დაშვების პირველი ნაწილის შემდეგ, კანადელი და შვედი სპორტსმენები უსწრებდნენ.
გუნდური ასპარეზობის შემდეგ, კვარცხლბეკზე ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი შვეიცარია
II ადგილი კანადა
III ადგილი შვედეთი

და კვლავ, ცოტა რამ საასპარეზო ტრასის და დღის შესახებ - ასპარეზობას სტარტი ზღვის დონიდან, 2055 მეტრზე მიეცა, ფინიში 1890 მეტრზე იყო მოწყობილი. ტრასის საერთო სიგრძე 1270 მეტრს შეადგენდა, ჰაერის ტემპერატურა კი, შეჯიბრის დროს 4 გრადუსი.
3-დან 5 მარტის ჩათვლით, ბაკურიანი, უკვე FIS-ის სნოუბორდერთა შეჯიბრს უმასპინძლებს.
ფოტო: @GEPA
#SkiCrossWorldCup #Bakuriani2021 #FIS #GSF #ცისფერიმთები





ჩვენ








