
პირველი გუნდური ადგილი, 5 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, ასეთია საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნადავლი პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელი 26-28 თებერვალს, კიევში გაიმართა. ამას თუ დავუმატებთ კიდევ 4 მედალს, 2 ოქროს და 2-იც ბრინჯაოსას, რომელიც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მონაგარი, საკმაოდ კარგი შედეგია, მითუმეტეს, რომ კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული მთელი რიგი შეზღუდვების და დისკომფორტის გამო, ჭიდაობაც, აქტიურ ფაზას უბრუნდება.
საერთო ჯამში, ვლადიმერ გეგეშიძის და გიორგი იანტბელიძის გუნდებმა 15 მედალი მოიპოვეს, ტურნირში, რომელშიც 35 ქვეყანა მონაწილეობდა.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 10 წონითი კატეგორიიდან, 8-ში, ფინალში ქართველი სპორტსმენები გავიდნენ. ორ წონაში კი სულაც, ქართული ფინალები შედგა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), რამაზ ზოიძე (67 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ). უმაღლეს ტიტულამდე თითო შეეხვედრის მოგება დააკლდათ: ჯონი ხეცურიანს (67 კგ), შმაგი ბოლქვაძეს (72 კგ), ლაშა გობაძეს (87 კგ), გიორგი მელიასა (97 კგ) და ზვიად პატარიძეს (130 კგ). რამაზ სილაგავა (55 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
5 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
ნუგზარ წურწუმია (55 კგ) - ოქრო
ლერი აბულაძე (63 კგ) - ოქრო
რამაზ ზოიძე (67 კგ) - ოქრო
აივენგო რიკაძე (82 კგ) - ოქრო
იაკობ ქაჯაია (130 კგ) - ოქრო
ჯონი ხეცურიანი (67 კგ) - ვერცხლი
შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) - ვერცხლი
ლაშა გობაძე (87 კგ) - ვერცხლი
გიორგი მელია (97 კგ) - ვერცხლი
ზვიად პატარიძე (130 კგ) - ვერცხლი
რამაზ სილაგავა (55 კგ) - ბრინჯაო
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, უკრაინულ ტურნირზე შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა. გუნდის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, გამოცდილ მოჭიდავეთა ნაწილი, მოახლოებული სალიცენზიო შეჯიბრებებისა და ევროპის ჩემპიონატის წინ დაასვენეს.
მიუხედავად ამისა, გუნდიდან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ). გიორგი სულავამ (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (125 კგ) კი მესამე ადგილები დაიკავეს, გუნდურ ჩათვლაში კი მეორე ადგილზე დაასრულა გამოსვლა.
თავისუფალი ჭიდაობა
2 ოქრო, 2 ბრინჯაო
ნიკა კენჭაძე (79 კგ) - ოქრო
ირაკლი მწითური (92 კგ) - ოქრო
გიორგი სულავა (74 კგ) - ბრინჯაო
გივი მაჭარაშვილი (125 კგ) - ბრინჯაო





ჩვენ








