გუდაური ნიამორისთვის ემზადება
გუდაური ნიამორისთვის ემზადება
11.03.2017
ავტორი:

ზუსტად 12 საათში, გუდაურში, კუდებზე სტარტი მიეცემა შეჯიბრს, რომელიც ამ პრიზების მფლობელებს გამოავლენს. მედია-სათხილამურო ტურნირში 14 მედია საშუალების 30-ზე მეტი წარმომადგენელი აიღებს სტარტს. ტურნირში 13 გოგონა და 17 ვაჟი იასპარეზებს. 
მედია-სათხილამურო ტურნირი "ნიამორის" ორგანიზატორები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მთის კურორტების განვითარების კომპანია, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. მედია პარტნიორები რადიოები ჯაკო და თანამგზავრი, boom.ge.
ფესტივალის ოფიციალური სასმელია "ზედაზენი". გამარჯვებულებისთვის ამ ფოტოზე აღბეჭდილი პრიზების გარდა, გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სამეულოებს, პრიზები ელით "დანილენდისგანაც".