
"დინამო თბილისის" 19-წლამდელები, საქართველოს ჩემპიონები არიან. დინამოელები, ოქროს ლიგის გამოტოვებულ შეხვედრაში „ცხინვალს" დაუპირისპირდნენ და 2-0 გაიმარჯვეს. შეხვედრა, თბილისში, „ავაზას" სტადიონზე გაიმართა. დინამოელების უპირატესობის მიუხედავაც, გოლები, მხოლოდ მეორე ტაიმში გავიდა. 66-ე წუთზე, „ცხინვალის" კარში, გოლი ლევან ხარაბაძემ გაიტანა. 83-ე წუთზე ხარაბაძემ დუბლის გაკეთება მოახერხა. ამ მოგებით 19-წლამდელთა „დინამომ" 33 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, უშუალო კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა. სხვათა შორის, ამ მატჩში, დინამოელებს, ხვიჩა კვარაცხელიაც დაეხმარა, რომელიც ბოლო თვეა, სკ „დინამო თბილისის" მთავარი გუნდის შემადგენლობაშიც ასპარეზობს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებაც მოახერხა და 2018-19 წლების უეფას ახალგაზრულ ლიგაზე ასპარეზობის საგზურიც მოიპოვა.
სხვათა შორის, ლევან ხარაბაძემ ოქროს ლიგის გათამაშების ბოლო 2 ტურში 7 გოლის გატანა მოახერხა. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ 19-წლამდელების მატჩის დასრულების შემდეგ, ერთ საათში, ხარაბაძემ, „დინამო თბილისის" კიდევ ერთ ასაკობრივ გუნდთან ერთად იასპარეზა. ამჯერად, „დინამოს" 17-წლამდელთა შემადგენლობაში. მართალია, ამ მატჩში ხარაბაძემ 2 გოლის გატანა ვერ მოახეხრა, მაგრამ მატჩის დასასრულს, 10 წუთით ადრე, დინამოელთა მე-3 გოლი მის ანგარიშზე არის. ამას გარდა, ამ მატჩში, კიდევ 1 საგოლე გადაცემა მიიწერა.
გოჩა ჩიქოვანის დინამოელებმა 17-წლამდელთა გათამაშების ბოლო ტურის მატჩი ჩაატარეს. „დინამო თბილისი" , „ზესტაფონს" დაუპირისპირდა. სწორედ, ამ გუნდების შეხვედრას, უნდა გამოევლინა 2017 წლის ჩემპიონის ვინაობა ამ ასაკობრივ ჯგუფში. ისევე, როგორც 19-წლამდელებში, დინამოელებს, ამ ასაკშიც ტიტული ჰქონდათ დასაბრუნებელი. ამისთვის კი, თბილისურ გუნდს, ხელს მხოლოდ, გამარჯვება აძლევდა.
17-წლამდე დინამოელებმა პირველი გოლი, მატჩის დებიუტში, მე-8 წუთზე გაიტანეს. ანგარიში, გუჯა ჯანგველაძემ გახსნა. 36-ე წუთზე, უკვე სანდრო კალანდაძემ გაიტანა გოლი. დინამოელები, წინა ასაკობრივის მსგავსად, ამ შეხვედრასაც, მშრალი ანგარიშით მოიგებდნენ, რომ არა, მატჩის მიწურილს მათ კარში დანიშნული 11-მეტრიანი, რომელიც სტუმრებმა ზუსტად გამოიყენეს. „დინამომ" 3-1 გაიმარჯვა და გათამაშების ჩემპიონი გახდა.
ზესტაფონელებს, რომლებსაც საქომაგოდ გულშემატკივარიც ბევრი ჩამოჰყვა, 17-წლამდელთა დასრულებულ გათამაშებაში, მხოლოდ 2 შეხვედრა ჰქონდათ წაგებული და ორივე „დინამოსთან".
სკ "დინამო თბილისის" ფოტოები






ჩვენ








