დავით ყიფიანის საქართველოს თასის 2021 წლის სეზონის გათამაშება 22 მარტიდან აიღებს სტარტს
დავით ყიფიანის საქართველოს თასის 2021 წლის სეზონის გათამაშება 22 მარტიდან აიღებს სტარტს
02.03.2021
ავტორი: თ.ჯ.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2021 წლის გათამაშება სტარტს 22-23 მარტს აიღებს. ტრადიციულად, გათამაშებაში, თავდაპირველად, ლიგა 4-ის ოცი, რეგიონული ლიგისა და ლიგა 3-ის თოთხმეტ-თოთხმეტი გუნდი ჩაებმება. საკვალიფიკაციო მატჩები, ორ დღეზე გადანაწილდება და გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოავლენენ საუკეთესოს. შესაბამისა, მომდევნო ეტაპზე, ასპარეზობას 24 საუკეთესო გუნდი განაგრძობს.

22 მარტი

11:30     ოდიში 1919 - გორი

11:30     ჩიბათი - იბერია

11:30     სამეგრელო - თბილისი სითი

11:30     ვიტ ჯორჯია - 2 ეგრისი

11:30     დინამო 2 თბილისი - კოლხეთი ხობი

11:30     სამცხე - სულორი

11:30     მართვე - ბორჯომი

12:00     ლეგიონი - ტორპედო 2

12:00     კოლხი - დიდუბე

13:00     გლდანი - ზესტაფონი

14:00     მარგვეთი 2006 - იმერეთი

16:00     ცხუმი მერანი 2-  თბილისი

23 მარტი

11:30     სქური - სპაერი

11:30     ბ ჯგუფის III - შტურმი

11:30     ალგეთი - მეშახტე

11:30     ვარკეთილი - კოლხეთი 1913

11:30     თბილისი 2016 - ბ ჯგუფის I

12:00     ბ ჯგუფის V - ბ ჯგუფის II

12:00     ზანა - მაღაროელი

12:00     ბ ჯგუფის IV - ბეთლემი

13:00     ირაო - არაგვი

14:00     ბახმარო - გურია

14:00     თბილისი-  საბურთალო 2

16:00     ლიახვი აჩაბეთი - იბერია 2010

საქართველოს თასის, რიგით 32-ე გათამაშების წილისყრა დღეს, ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა. აქვე გაირკვა თუ  როგორ დაწყვილდებიან გუნდები მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში.




უკვე მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ,  გათამაშებაში ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 20 გუნდი შეუერთდება და 2021 წლის დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის ბრძოლას 32 გუნდი 1/16 ფინალიდან გააგრძელებს.


სფფ-ს ფოტო