რაგბის კავშირმა ყრილობის მორიგი თარიღი დაასახელა
რაგბის კავშირმა ყრილობის მორიგი თარიღი დაასახელა
02.03.2021
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს რაგბის კავშირი, საერთო კრების მოწვევის მორიგ თარიღს აანონსებს. ყრილობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ კვორუმის არქონის გამო გადაიდო, 2021 წლის 10 მარტს შედგება. ამჯერად, საერთო კრებისთვის, სივრცედ, საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯიას, მე-11 პავილიონი შეირჩა. ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ ყრილობა 13:00 დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის 27 თებერვალს ZOOM-ის მეშვეობით გაიმართულ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზე მიიღეს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრებაზე (ყრილობა), რომელიც 24 თებერვალს იყო დაგეგმილი, 24 სუბიექტი დარეგისტრირდა, ხმების საერთო რაოდენობით - 42 (74-იდან). რადგან კვორუმი - ხმების 2/3 არ მოგროვდა, დებულების თანახმად განმეორებითი არჩევნები 10-იდან 30 დღის ვადაში უნდა გამართულიყო.


ასევე გეტყვით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, იოსებ ტყემალაძემ გამოთქვა და 2021 წლის 19 თებერვლისთვის ის იყო, ერთადერთი დარეგისტრირებული კანდიდატი.



თემასთან დაკავშირებით:

იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 10-დან 30 დღის ვადაში გაიმართება