5 და 10 მარტს ფუტსალში საქართველოს ნაკრების სომხებთან ორ მატჩს გამართავს
5 და 10 მარტს ფუტსალში საქართველოს ნაკრების სომხებთან ორ მატჩს გამართავს
02.03.2021
ავტორი: თ.ჯ.

საფრანგეთისა და რუსეთის ნაკრებებთან გამართული მატჩების შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ნაკრები სომხებთან თამაშისთვის ემზადება. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა


„ევრო 2022"-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადება, ავთანდილ ასათიანის გუნდმა რამდენიმე დღეა დაიწყო.  თუმცა, საკლუბო თამაშების გამო, რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებს, მხოლოდ დღეს შეუერთდა.


სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ დაგეგმილი ორი მატჩისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, შემდეგი 17 ფეხბურთელი გამოიძახა:


მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)


წინა ხაზი: ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთან, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაშ-ლიდა, ბელარუსი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა).


თავდაპირველად, ავთანდილ ასათიანის გუნდი, 5 მარტს, სომხეთის ნაკრებს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაუპირისპირდება. მატჩი, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


10 მარტს  კი, ერევანში ამ გუნდებს შორის მეორე შეხვედრა ჩატარდება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.


პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, სომხეთის წინააღმდეგ, თბილისში გასამართი მატჩი კვლავ, მაყურებლის გარეშე ჩატარდება.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, ფუტსალში, „ევრო 2022"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში ასპარეზობს საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად. პირველი ორი სათამაშო ფანჯის შემდედ,  საქართველოს ნაკრებს  სატურნირო ცხრილში ერთი ქულა უწერია, საფრანგეთში, მასპინძლებთან დაზავების შემდეგ.