
რამდენიმე წუთის წინ, საფეხბურთო კლუბმა თბილისის „ლოკომოტივმა" დაადასტურა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია, მათი გუნდის წევრია.
„ლოკომოტივის" ინფორმაციით, გურამ კაშიამ, კლუბთან, 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ღირსებას 4-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
„ლოკომოტივში', თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე. ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა, გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან" - ამბობს კაშია, კომენტარში, რომელიც ასევე „ლოკოს" ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.
ჩვენი გვერდისთვის ცნობილი ხდება, რომ გურამ კაშია, უკვე სფფ-ში დაარეგისტრირეს. ასე, რომ ეროვნული ლიგის მეორე ტურში, დიდი ალბათობით, მას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდში ვიხილავთ. ამ ტურში კი, თბილისური კლუბი, „დინამო არენაზე", „თელავს" უმასპინძლებს. ასე, რომ ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნებულ კაშიას, მისთვის მშობლიურ გარემოში მოუწევს თამაში. მატჩი, 6 მარტს, 18:00 დაიწყება.
სკ "ლოკომოტივის" ფოტო





ჩვენ








