„დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე მატჩი წააგო
„დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე მატჩი წააგო
03.03.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წყალბურთში, ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ საკვალიფიკაციო ეტაპზე, „დინამო თბილისმა" ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. თუკი, სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ დღევანდელ შეხვედრაში, უნგრული „ფერენცვაროში" ითვლებოდა ფავორიტად, ერთი დღით ადრე, „ვასპო ჰანოვერი", სპეციალისტთა ნაწილი, წარმატებას სწორედ საქართველოს გუნდს უწინასწარმეტყველებდა. თუმცა, პირველი შეხვედრა, „დინამო თბილისის" წყალბურთელებისთვის, შოკის მომგვრელად დაიწო. პირველი მეოთხედი გუნდმა 2-0 წააგო, მეორე პერიოდი, ასევე 2-0. თან ყველაზე გულდასაწყვეტი იყო, ის, რომ ჩვენი წყალბურთელები ვერც რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას ახერხებდნენ და არც სხვა სიტუაციაში მისდიოდათ დარტყმები.


სად არის ის კარგი გუნდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ როტერდამში, ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ჯგუფში ასპარეზობდა? სწორედ, ასეთი შინაარსის შეკითხვა დაუსვეს დეიან სტანოიევჩს, წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგის  საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 სათამაშო დღის შემდეგ.




„კარგი შეკითხვაა და მასზე, დეტალურად საპასუხოდ ბევრი დრო არ მაქვს. პირველ რიგში „ჰანოვერს" მინდა მივულოცო გამარჯვება, ნამვილად დიდებულ თამაშში. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ის ორი ნაწილისგან შედგება, პირველი რაც ბიჭებს ვუთხარი შეხვედრაზე (თეორიაზე) და მეორე ის, რომ „ჰანოვერმა" ინდივიდუალური კუთხით უჩვენა ხარისხი, კლასი, გამოცდილება. მათ, ყველა შეცდომის გამო დაგვსაჯეს. ჩვენ, შეტევებისას გვქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ... ამ მომენტში, ვართ იმ დონეზე, სადაც ვართ.

კი, ბუნებრივია, ეს ის გუნდია, რაც ერთი კვირის წინ იყო როტერდამში, თუმცა ოთხი მოთამაშის გარეშე და ეს, დიდ სხვაობას გვაძლევს. თუმცა, აქ მონაწილეობით სარგებელია ის, რომ ჩვენ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან და წყალბურთელებთან თამაშისას ვხედავთ სად ვართ, რა გვაკლია და  ასევე გავაანალიზოთ, რას ვაკეთებდით გასული ერთი წლის მანძილზე. აი, ეს არის მოკლედ იმის ახსნა, თუ რა დაემართა გუნდს.




რა შედეგიც ვაჩვენეთ, ოდნავ შოკისმომგვრელი იყო და ისიც, თუ, თავად თამაში როგორ მიმდინარეობდა. იყო მონაკვეთი 7-8 წუთიანი, როცა გოლი არ გასულა და კიდევ ის, რომ გვქონდა აშკარა მომენტები გაგვეტანა გოლი და ჩვენ ვერ გავიტანეთ. ახლა შევხდებით, დავილაპარაკებთ და დავიწყებთ ხვალისთვის მზადებას, რადგან ჩვენთვის საკმაოდ მნიშნელოვანი თამაშია. ყოველი თამაში, ჩვენთვის არის შესაძლებლობა, მოვუმატოთ გამოცდილებას და ხარისხს", - ამბობს დეიან სტანოიევიჩი, პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც საბოლოოდ 10-3 დასრულდა და დინამოელებმა „პრესტიჟის" გოლების გატანა (გოლები იმნაიშვილის, ახვლედიანის და ვასიჩის ანგარიშზეა) მხოლოდ, ბოლო პერიოდში მოახერხეს. სხვათა შორის ეს, ამ მატჩის ერთ-ერთი მონაკვეთია, რომელიც ჩვენ არ წავაგეთ.


როგორც ჩანს, „ჰანოვერთან" თამაშის გარჩევისას „დინამო თბილისის" ახალმა მწვრთნელმა მაინც მოახერხა გუნდის მდგომარეობიდან გამოყვანა და დღევანდელ თამაშში, რომელშიც ქართული გუნდი, ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერს დაუპირისპირდა და 4-11 წააგო.


„ერთის მხრივ, კარგია, რომ „ფერენცვაროში" დღეს სრული შემადგელობით იყო. ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, რადგან ჩვენ გუნდს, გარკვეულ ძალად თვლიან და მასთან სათამაშოდ ემზადებიან. მატჩის პირველ პერიოდში, ჩვენ არ ვიყავით ისეთი დისციპლინირებულები, როგორც უნდა ვყოფილიყავით. ესეც, ინდივიდუალურად მოთამაშეების კვალიფიკაციიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, ჩვენ მივეცით საშუალება, მარტივი გოლები გაეტანა მოწინააღმდეგეს. მეორე პერიოდი, უკვე შედარებით უკეთესი იყო. განსაკუთრებით შეტევის დროს დისციპლინას გამოვყოფდი. მესამე და მეოთხე პერიოდები, საერთო ჯამში იყო საუკეთესო, მაგრამ სხვა ყველაფრის გაანალიზებაა საჭირო. მნიშნელოვანია, რა იქნება, ხვალ, ზეგ, უნდა ვნახოთ, როგორ მოვახერხებთ როტერდამში ჩატარებული 7 თამაშს შემეგ, აქ გამოსვლას (კი, 4 კაცი გვაკლია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს). უნდა ვნახოთ, როგორ შევძლებთ ფიზიკურად და მენტალურად ჩვენი დასახული მიზნებისა და გეგმის განხორციელებას... აქედან უნდა ვისწავლოთ", - ამბობს დეიან სტანოიევიჩი, უკვე „ფერენცვაროშთან" თამაშის შემდეგ.




მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა პირველი მეოთხედი მშრალად, 5-გოლიანი უპირატესობით მოგეს,  სტანოიევიჩის გუნდმა, დარჩენილ დროში „ბრჭყალები" გამოაჩინა და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს, თითქმის, თანაბრად ეთამაშა. პირველი ორი პერიოდის მერე, „ფერენცვაროში" 1-8 იგებდა, დინამოელთაგან, გოლი ვაპენსკის ანგარიშზეა. პერიოდების მიხედვით კი, სურათი ასე გამოიყურება - 0-5, 1-3.


განსხვავებით პირველი თამაშისგან, დღეს, უფრო მშვიდად იდგა კარში რაზმაძეც. მის ანგარიშზე, მოგერიებული პენალტიც არის. ბოლო 2 პერიოდში კი, ორივე გუნდმა 3-3 გოლი გაიტანა, შესაბამისად, ერთნაირი ანგარიშით 2-1 პერიოდი ჯერ „დინამო თბილისმა" მოიგო, შემდეგ, „ფერენცვაროშმა". სხვათა შორის, პირველი მატჩისგან განსხვავებით, დღეს, დინამოელთა უფრო მეტი დარტყმული წავიდა კარის ჩარჩოს მიმართულებით და დასანანია, რომ ხშირ შეთხვევაში, უნგრელთა მეკარეს, ხარიხაც ეხმარებოდა.




ხვალ, 4 მარტს, „დინამო თბილისი" ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მორიგ მატჩს  გამართავს და მისი მოწინააღმდეგ, „ბრეშა" იქნება, რომელიც ამ მომენტისთვის B ჯგუფში, ერთ-ერთი ლიდერია.  მატჩი, თბილსის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.