ცვლილებები თბილისის „ლოკომოტივში“
ცვლილებები თბილისის „ლოკომოტივში“
30.11.2017
ავტორი:

საფეხბურთო კლუბმა თბილისის „ლოკომოტივმა" დღეს საკუთარ ვებ-გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, გიორგი დევდარიანი თბილისის „ლოკომოტივს" აღარ გაწვრთნის.

„ლოკომოტივის" ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 44 წლის სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა. კლიუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კი, მხარეებს შორის თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება.

ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ, ინფორმაციას, საფეხბურთო კლუბი "ლოკომოტივი" მოგვიანებით გაავრცელებს. ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელები „არდადეგებზე" იმყოფებიან და 2017 წლის 25 დეკემბრისთვის შეიკრიბებიან. სწორედ, ამ დროს გაირკვევა სავარაუდოდ, კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა და შესაბამისად, გაირკვევა ისიც, თუ რომელი ფეხბურთელებითა და რა შემადგენლობით დაიწყებს ეროვნული ლიგის ახალ გათამაშებას თბილისური კლუბი.

გიორგი დევდარიანი, თბილისის „ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი 2016 წლის ოქტომბერში, გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გახდა. დევდარიანის მოსვლამდე, „ლოკომოტივი" ფლეი-ოფში მოხვედრის საშიშროების წინაშე იდგა. თუმცა მისი მივლის შემდეგ, „ლოკომ", იმ ქულების რაოდენობის აღება მოახერხა, რამაც გუნდს საუკეთესობში დარჩენის შანსი, გადათამაშების გარეშე მისცა. გარდამავალ ჩემპიონატზე, გიორგი დევდარიანის ხელმძრვანელობით „ლოკომოტივმა" „დინამო თბილისთან" და „გურიასთან" წააგო, ფრედ ითამაშა „შუქურასთან" და მოუგო „ცხინვალს".

2017 წლის ეროვნული ლიგის გათამაშება, ლოკომოტივმა მე-6 პოზიციაზე დაასრულა.  თუმცა მანამდე, თითქმის მთელი სეზონი, დევდარიანის გუნდი პირველ სამეულში ან ოთხ საუკეთესოს შორის იყო. საბოლოოდ კი, „ლოკომოტივმა", 53 ქულა დააგროვა, რაც ევროთასებზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. თუმცა, საკმარისი იმისთვის, რომ კლუბს მთავარი მწვერთნელი შეეცვალა.