
ხვალიდან 5-დან 7 მარტის ჩათვლით, უზბეკეთში, IJF -ის 2021 წლის მორიგი გრანდ სლემი გაიმართება. ტაშკენტის გრანდ სლემზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით 71 ქვეყნის, 497 სპორტსმენია წარმოდგენილი, მათ შორის 296 მამაკაცი და 201 ქალი.
ტრადიციულად, ტურნირის პირდაპირი რეპორტაჟებს ძიუდოს საერთაშორისო პლატფორმა შემოგვთავაზებს https://live.ijf.org/ . დროის სარტყელიდან გამომდინარე წინასწარი შეხვედრები დღეს, თბილისის დროით 5 მარტს, დილის 8:00 საათზე, 6-7 მარტს კი, ასპარეზობას სტარტი 8:30 საათიდან მიეცემა. რაც შეეხება ფინალური ბლოკს, დასაწყისი სამივე დღეს 16:00 საათიდან არის დაგეგმილი.
ფინალური ბლოკის პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვა, ძიუდოს მოყვარულებს „სილკ უნივერსალზე" შეეძლებათ. საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ, ისრაელში დასრულებული, თელ-ავივის გრანდ სლემისგან განსხვავებით, ტაშკენტის გრანდ სლემზე საქართველო მხოლოდ 10 სპორტსმენით იქნება წარმოდგბენლი.
-60კგ - ჯაბა პაპინაშვილი,
-73კგ - ფრიდონ გიგანი,
-81კგ - გიორგი შერაზადიშვილი,
-90კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი,
-100კგ - გიორგი ჩიქოვანი,
+100კგ - ადამ ოქრუაშვილი,
-52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი,
-70კგ - მარიამ ჭანტურია,
+78კგ - სოფიო სომხიშვილი.
აღსანიშნავია, რომ დოჰასა და თელავივის გრანდ-სლემებისგან განსხვავებით, ტაშკენტის ტურნირზე ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა, რამდენიმე წამყვანი ძიუდოისტი დაასვენა. უზბეკური ტურნირის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის შემდეგი გაჩერება საქართველო და თბილისის გრანდ-სლემია.





ჩვენ








